ქალი ფიქრობდა, რომ ნაწლავების ანთება ჰქონდა. ექიმებს ძალიან გაუჭირდათ მისთვის სიმართლის თქმა

2505

თითოეულ ჩვენგანს ჰყავს საყვარელი ნათესავები, რომლებზეც ვღელავთ და ვზრუნავთ. დაავადება, სახელად კიბო, შეიძლება ნებისმიერს დაემართოს, ამიტომ შერიმ გადაწყვიტა, თავისი გამოცდილება გაეზიარებინა. წაიკითხეთ ბოლომდე და გაავრცელეთ ინფორმაცია, რადგან მან შეიძლება ვინმეს სიცოცხლე იხსნას.

შერი ჰეგერი მრავალფეროვანი ცხოვრებით ცხოვრობდა და თითქმის არასდროს უჩიოდა ჯანმრთელობას, 31 წლამდე. მას უეცრად დაეწყო კუჭის ძლიერი ტკივილი, ქალს აღარ შეეძლო ნორმალურად ჭამა-სმა, საჭმლის ყოველი მიღება კი დიარეით სრულდებოდა.

15 წლის ასაკში, მას კრონის დაავადების დიაგნოზი დაუსვეს, ამიტომ შერი ყველა ამ სიმპტომს მივიწყებულ დაავადებას მიაწერდა. თუმცა, მუდმივად გაძლიერებადმა ტკივილებმა აფიქრებინა, რომ ამ ყველაფრის მიზეზი კუჭის ბანალური ანთება იყო.

ქალმა კოლონოსკოპია ჩაიტარა და შედეგებს დაელოდა. შერი ექიმის სახის გამომეტყველებით ყველაფერს მიხვდა და ცუდი პასუხებისთვის მოემზადა. მას ნაწლავის კიბო დაუდგინდა და ახლა ყველას მოუწოდებს, რომ ყურადღება მიაქციონ შესაძლო სიმპტომებს.

ნებისმიერი დაავადების პროფილაქტიკა სჯობს მკურნალობას. ჭარბი წონა, მზეზე დიდხანს ყოფნა, მოწევა და წითელი ხორცის მოხმარებაც კი – სიმსივნური წარმონაქმნების გაჩენის მრავალ მიზეზთაგან მხოლოდ რამდენიმეა.

წონაში მკვეთრი შემცირება, მუდმივი ტკივილები მენჯის არეში, სისხლი ფეკალიებში – ეს სიმპტომები არავითარ შემთხვევაში არ უგულებელყოთ! დილეტანტებმა შეიძლება გირჩიონ, მაგალითად, ფქვილიან საკვებზე უარის თქმა, თუმცა გარკვევაში მხოლოდ ანალიზები დაგეხმარებათ.

შემთხვევათა უმეტესობაში, კიბო ვითარდება შეუმჩნევლად, ხოლო ავადმყოფები არც კი ეჭვობენ საქმის რეალურ სახეზე. როცა კიბო იწყებს აგრესიულად გამოვლინებას, ძალიან გვიანი ხდება და მკურნალობის უკიდურესი ზომების მიღებაა საჭირო.

შერი ჰეგერს ნაწლავის კიბოს მესამე სტადია დაუდგინდა. ახლა იგი ძალებს იკრებს, რათა კიდევ ერთხელ დაწვეს საოპერაციო მაგიდაზე მეორე სიმსივნისა და ქირურგიული ჩარევით გამოწვეული ინფექციის შედეგების ამოსაკვეთად. ქალი იძულებულია, ყოველ 6 თვეში გადაიღოს ტომოგრაფია და ყოველ 12 თვეში – გაიკეთოს კოლონოსკოპია.

-“ნუ შეგრცხვებათ ამაზე საუბარი! როცა კუჭთან დაკავშირებული პრობლემები შეგექმნებათ, დაემშვიდობეთ სიამაყესა და სიმორცხვეს და ესაუბრეთ ექიმს ტუალეტის საქმიანობის ყველა დეტალზე. რაც მეტს ისაუბრებთ ამაზე, მით ნაკლებად უნდა შეგრცხვეთ, ნუ იქნებით სულელი – შეამოწმეთ საკუთარი განავალი!” – თქვა შერიმ ერთ-ერთ ინტერვიუში.

დაავადებების პროფილაქტიკას, ხშირად, არასათანადოდ აფასებენ, არადა ეს ყველაზე საიმედო საშუალებაა საშინელი დაავადების აღსაკვეთავად.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს