ბებია გვასწავლიდა, რომ არ გადაგვეგდო პირსახოცები და გვაჩვენა როგორ დაგვებრუნებინა მისთვის პირვანდელი სირბილე

0
669

პირველივე გარეცხვის შემდეგ რბილი პირსახოცები უხეში ხდება. ამას იწვევს რეცხვის არასწორი რეჟიმი, ტემპერატურა, რადიატორზე გაშრობა… დღეს პაპარაცის ამ სტატიაში გასწავლით, თუ როგორ უნდა გახადოთ პირსახოცები რბილი და ფუმფულა, როგორ დაუბრუნოთ პირვანდელი სახე.

როგორ დავარბილოთ პირსახოცები

ძმარი – ძმარი არბილებს ხისტ წყალს და მოქმედებს როგორც ქსოვილის დამარბილებელი საშუალება. ის აგრეთვე, აშორებს უსიამოვნო სუნს და აქვს მადეზინფიცირებელი თვისება. დაუმატეთ 100 მლ. სუფრის ძმარი სარეცხი საშუალების განყოფილებაში და ჩართეთ მანქანა. ხოლო, თუ გსურთ ძველი, გაუხეშებული პირსახოცების გაახლება, უმჯობესია, მოამზადოთ ძმრის ხსნარი: ცხელ წყალში ჩაყარეთ 2 ს/კ ზღვის მარილი, 2 ს/კ სოდა, 200 მლ 9%-იანი ძმარი და 2 ს/კ კონდენციონერი. მიღებულ ნარევში ჩაალბეთ პირსახოცი 4 საათის განმავლობაში, შემდეგ კი გარეცხეთ 60 გრადუსამდე ტემპერატურაზე.

ცივი წყალი და სოდა – თუ გარეცხვის შემდეგ პირსახოცი გაუხეშდა, საკმარისია, ჩაალბოთ ის მთელი ღამით ცივ წყალში, შემდეგ გაწურეთ და გაფინეთ სუფთა ჰაერზე. ასევე, კარგად არბილებს მარილი. 1 ლიტრ წყალში აურიეთ 2 ს/კ მარილი, ჩაალბეთ პირსახოცი 40 წუთის განმავლობაში, შემდეგ გაავლეთ სუფთა წყალში და გაფინეთ.

შამპუნი – საერთოდ, უმჯობესია, არ გარეცხოთ პირსახოცები სარეცხი ფხვნილით. ის მაინც რჩება ბოჭკოებში და აუხეშებს ქსოვილს. გამოიყენეთ თხევადი სარეცხი საშუალება, ან კაფსულები, შეგიძლიათ თავად მოამზადოთ კონდენციონერი: აიღეთ 10 მლ. სუფრის ძმარი, 2 ს/კ შამპუნი, აურიეთ კარგად და ჩაასხით სარეცხი საშუალების განყოფილებაში.

ბურთულები სარეცხისთვის – სპეციალური ბურთულები გამოიყენება შალის ქსოვილების გასარეცხად, ისინი აგრეთვე, ხელს უწყობენ პირსახოცის ქსოვილის გასწორებას. შეგიძლიათ გამოიყენოთ ტენისის ბურთებიც. ამ ხერხით პირსახოცები გაცილებით რბილი გახდება.

პირსახოცის რეცხვის წესი – ამბობენ, რომ თეთრეული და პირსახოცები განცალკევებით, მაღალ ტემპერატურაზე უნდა გაირეცხოს, მაგრამ ეს არ არის სწორი, რადგან მაღალი ტემპერატურა პირსახოცს აუხეშებს. ამიტომ რეცხვის რეჟიმი არ უნდა აღემატებოდეს 60 გრადუსს. რაც უფრო მაღალი იქნება ტემპერატურა, მით უფრო უხეში იქნება პირსახოცი გარეცხვის შემდეგ.ძირითადი რეცხვის რეჟიმის შემდეგ სასურველია პირსახოცის გავლება დამატებით. ასევე, ზომიერად უნდა გამოიყენოთ სარეცხი საშუალება. თუ პირსახოცზე არის ლაქები, ჯერ ჩაალბეთ თბილ ან ცივ წყალში და შემდეგ შედეთ სარეცხ მანქანაში.გაუთოვება უნდა მოხდეს მხოლოდ ორთქლის რეჟიმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქსოვილი დაზიანდება. დააკვირდით ეტიკეტს. ზოგჯერ პირსახოცი შეიცავს სინთეტიკურ ბოჭკოებს და გაუთოვება უკუნაჩვენებია.

რჩევა რედაქციისგან: სწორი მოხმარების შემთხვევაში, პირსახოცი ხარისხს შეინარჩუნებს რამდენიმე წლის განმავლობაში. არასდროს შეინახოთ სველი, ან ტენიანი პირსახოცი სარეცხის კალათაში. ის დაუყოვნებლივ უნდა გარეცხოთ ხოლმე, რადგან ტენიან გარემოში მრავლდება ბაქტერიები და ჩნდება უსიამოვნო სუნი.

თქვენ გამოგიყენებიათ სტატიაში მოცემული საშუალებები? გაგვიზიარეთ კომენტარებში.