ვყრი მარილს ტაფაზე, რათა მოვიშორო გარშემომყოფების ნეგატიური გავლენა.

24881

რატომ უნდა გავაცხელოთ მარილი ტაფაზე? თურმე ერთი ფრაზის და ერთი შეკვრა მარილის დახმარებით შეგიძლიათ გაიგოთ ვინ აზრის თქვენი ოჯახის მტერი.დღეს პაპარაცის რედაქცია გაგიზიარებთ ერთ საინტერესო ხერხს, რომელიც დაგეხმარებათ გათავისუფლდეთ უარყოფითი ზეგავლენისგან. ეს არის განწმენდის რიტუალი!

რატომ წვავენ მარილს ტაფაზე

ჩვენ ყოველდღიურად ვაწყდებით ნეგატივს სხვადასხვა ფორმით. სამწუხაროდ, გარშემო ბევრი შურიანი ადამიანია, რომელიც მზად არის ზიანი მიაყენოს სხვას. ეს ნეგატივი გამოიხატება ჯადოს ან გათვალვის სახით.მაგების აზრით, ამის სიმპტომებია: მუდმივი დაღლილობის შეგრძნება, მდგომარეობის გაუარესება, ჯანმრთელობის პრობლემები, რომლის მიზეზს ექიმები ვერ პოულობენ. შეიძლება გაჩნდეს უმადობა, აპათია, გაღიზიანება და ცუდი ფიქრები, ჩნდება ფობიები, ზოგჯერ ენერგეტიკული რყევების გამო ადამიანებს ესმით უცნაური ხმები.

ზიანი შეიძლება გამოვლინდეს უფულობის, სამსახურში წარუმატებლობის სახით. გაითვალისწინეთ, რომ ფული აქვს მას, ვისაც ენერგიის მაღალი დონე აქვს.ჩვეულებრივი სუფრის მარილი და ძველი ტაფა დაგეხმარებათ გაუმკლავდეთ ავ თვალს და ცუდ ენერგეტიკას.ამ მეთოდს დიდი ხნის წინაც იყენებდნენ ჩვენი წინაპრები. მარილს აქვს უნარი შთანთქას მთელი უარყოფითი ენერგია, გაასუფთავოს სივრცე. გაითვალისწინეთ, რომ ამ რიტუალის შემდეგ არ შეიძლება გამოყენებულ ტაფაზე საკვების მომზადება, არც დანის, რომელიც ასევე დაგჭირდებათ რიტუალის დროს.

მაშ ასე, რა უნდა გავაკეთოთ? ყველაფერი მარტივია: დადგით ცეცხლზე ტაფა და როდესაც კარგად გაცხელდება, დაყარეთ მარილი. ის უნდა ფარავდეს ტაფის მთელ ძირს.შემდეგ დაიწყეთ მარილის დანით მორევა და თან წარმოთქვით სიტყვები: “დაე, დაიწვას შიგნიდან ის, ვისაც ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ცუდი უნდა. ამინ!” უმჯობესია, ეს სიტყვები დაწეროთ ფურცელზე და წაიკითხოთ.ურიეთ დაახლოებით 15-20 წუთის განმავლობაში. ამის შემდეგ გააღეთ ყველა ფანჯარა, რათა ორპირი ქარის საშუალებით მარილიანი კვამლი გავიდეს თქვენი სახლიდან.

თუ ვინმემ გაგთვალათ, გაგიკეთათ ჯადო ან მოგიტანათ ნეგატიური ენერგიით დატვირთული ნივთი, გამოჩნდება 3 დღის განმავლობაში. მან შეიძლება მოგწეროთ, დარეკოს ან გესტუმროთ. ის აუცილებლად გთხოვთ რამეს: საჭმელს, სასმელს, სესხებას, თხოვებას. შეიძლება მოიტანოს საჩუქარი. ასევე, შეიძლება გქონდეთ წინასწარმეტყველური სიზმარი.მაშინაც კი, თუ ის თვალცრემლიანი გთხოვთ რამეს, უნდა უგულვებელყოთ მისი თხოვნა. საერთოდ, უმჯობესია, რიტუალიდან 3 დღის განმავლობაში არ ეკონტაქტოთ არავის.რიტუალის შემდეგ ტაფა და დანა უნდა გაირეცხოს და დამალოთ განცალკევებულ ადგილას. მარილი ჩაყარეთ პატარა ტომარაში ან პაკეტში და როცა მოახერხებთ, სადმე ტყეში, ბებერი, გამხმარი ხის ქვეშ დამარხეთ.

რჩევა რედაქციისგან: როგორც ხედავთ, ენერგეტიკული ზემოქმედებისგან გასათავისუფლებლად სულაც არ გჭირდებათ მკითხავებთან სიარული და ამას თავადაც მარტივად მოახერხებთ. შორს დაიჭირეთ თავი უსიამოვნო ადამიანებისგან! მარილი წაიღებს ყველა უბედურებას და სიმშვიდე დაისადგურებს თქვეს გარშემო.თქვენ რამდენად გჯერათ ასეთი რიტუალების? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს