მარწყვის სეზონზე ვსწავლობთ მარწყვის ტირამისუს მომზადებას

264

მიყვარს დესერტები, რომლებსაც გამოცხობა არ სჭირდება! ახლა მარწყვის სეზონია და ვსწავლობთ მარწყვის ტირამისუს მომზადებას. მისი მომზადება ძალიან მარტივია, გამოდის გემრიელი, არომატული და ძალიან ლამაზი. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში, გთავაზობთ უკრაინელი დიასახლისის ლილია ცვიტის რეცეპტს.

მარწყვის ტირამისუ

ინგრედიენტები

  • 1 შეკვრა ორცხობილა “სავოიარდი”
  • 200 გრამი მარწყვი;
  • 100 გრამი მარწყვის ჟელე;
  • 30 გრამი შაქარი;
  • 100 მლ წყალი.

კრემის ინგრედიენტები

  • 500 მლ ნაღები;
  • 250 გრამი ყველი მასკაპონე;
  • 80 გრამი შაქრის პუდრი;
  • 16 გრამი ვანილის შაქარი.

ინგრედიენტები დეკორისათვის

  • 1 შეკვრა ნამცხვრის ჟელე;
  • 2 ს. კ შაქარი;
  • 250 მლ წყალი;
  • 300 გრამი მარწყვი.

მომზადების წესი

  1. სიროფის მოსამზადებლად, რომლითაც ნამცხვარი უნდა გაიჟღინთოს, აიღეთ 100 გრამი მარწყვი და დააბლენდერეთ. ჩაასხით ქვაბში, დაასხით წყალი და ჩაამატეთ შაქარი. მიიყვანეთ ადუღებამდე, შემდეგ კი გააგრილეთ ოთახის ტემპერატურამდე.
  2. მარწყვი გარეცხეთ, გაასუფთავეთ და დაჭერით მეორედ ან მეოთხედ ნაწილებად.
  3. კრემის მოსამზადებლად ათქვიფეთ ნაღები მსუბუქი ქაფის კონსისტენციამდე. დაუმატეთ შაქრის პუდრი, ვანილის შაქარი და მასკაპონე. ათქვიფეთ მიქსერით, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
  4. შემდეგ, ვიღებთ სავოიარდის ორცხობილებს და ვაჭრით საჭირო სიგრძეს. მე მხოლოდ ძირებს ვაჭრი, რათა ორცხობილა კარგად გაჩერდეს.ორცხობილები მჭიდროდ დაალაგეთ საცხობი ფორმის შიდა მხარეს ისე, რომ შაქრიანი მხარე მოექცეს გარეთა მხარეს. შეგიძლიათ გამოიყენოთ საკონდიტრო რგოლიც. ორცხობილები დაალაგეთ საცხობი ფორმის ძირზეც. შეგიძლიათ გამოიყენოთ მთელი ორცხობილებიც და ნაჭრებიც.
  5. ძირზე დალაგებულ ორცხობილებს წაუსვით მარწყვის სიროფი, შემდეგ წაუსვით კრემი. კრემზე, მარწყვის ნაჭრები დაალაგეთ. მარწყვი არ დაინანოთ, ის ზედმეტი არასოდეს არ არის.
  6. ისევ გადაუსვით კრემი ისე, რომ მარწყვი დაიფაროს. შემდეგ, დაალაგეთ ორცხობილების შემდეგი ფენა, რომელიც უხვად უნდა გაიჟღინთოს სიროფით. ორცხობილებს გადაუსვით კრემი. ტორტს ზემოდან კაკაო მოაყარეთ და გააჩრეთ მაცივარში 2 – 3 საათის განმავლობაში.
  7. ჟელეს პაკეტის შიგთავსი ჩაყარეთ ქვაბში, ჩაამატეთ შაქარი, დაასხით წყალი და დადგით ცეცხლზე. ურიეთ და მიიყვანეთ ადუღებამდე.
  8. როდესაც ტორტი კარგად გამყარდება, მოხსენით საცხობი რგოლი. მას შეგიძლიათ შემოახვიოთ ლამაზი ლენტი. მარწყვი სათითაოდ ჩააწეთ მომზადებულ ცხელ ჟელეში და ტორტზე დაალაგეთ.

ამ ხრიკის წყალობით მარწყვი ტორტის ზედაპირზე დიდხანს არ გაშრება. თუმცა, თქვენ შეგიძლიათ ამ ნაბიჯის გამოტოვება, თუ ამ ტორტის შეჭმას ერთ დღეში აპირებთ. გემრიელად მიირთვით!სხვათა შორის, სავოიარდის ორცხობილა, სურვილისებრ, შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ბისკვიტით ან ფენოვანი ორცხობილით. ის შეგიძლიათ სახლშიც მოამზადოთ. იგი მზადდება თეთრ ფუმფულა ქაფამდე ათქვეფილი ცილით, რომელიც მას სირბილეს ანიჭებს, ზემოდან კი – შაქარს ამ შაქრის პუდრს აყრიან.

მარწყვის ტირამისუ და ერთი ბოკალი ლიმონათი – ეს არის ზუსტად ის, რაც ზაფხულის სიცხეში გვჭირდება. ტორტი არ არის მსუყე, ჰაეროვანია და აქვს გამოხატული მარწყვის გემო. ის ნამდვილად გასიამოვნებთ თქვენც და თქვენს სტუმრებსაც!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს