ზაფხულისთვის დიდი იმედები მაქვს, ამიტომ უკვე გავეცანი ანჟელა პერლის ტარო პროგნოზს 2022 წლის ივნისისთვის. ყოველთვის ვითვალისწინებ ამ პოზიტიური და ქარიზმატული ქალის რჩევებს: მან ზუსტად იცის, რას ამბობს!დღეს, პაპარაცის რედაქცია გთავაზობთ გაიგოთ, რა საოცრება ელოდება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს ივნისის თვეში.
ტაროს პროგნოზი 2022 წლის ივნისისთვის
ვერძი – წარმატების პლანეტა იუპიტერი ვერძის ნიშანში გადავიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს 2022 წლის ივნისში აუცილებლად გაუმართლებთ. ეს შესანიშნავი დროა, რათა მსოფლიოს საკუთარი თავი გააცნოთ! ფინანსებთან დაკავშირებით ყველაფერი კარგად იქნება: ფული საკმარისი იქნება ყველაფრისათვის, რაც თქვენთვის აუცილებელია.ჰარმონია შეიძლება დაარღვიოს შიშებმა. არ ღირს ნერვიულობა და ემოციებში გადავარდნა, რადგან საბოლოოდ ყველაფერი ისე დალაგდება, როგორც ვერძისთვის იქნება ხელსაყრელი. და, გთხოვთ, მოვლენებს ნუ ააჩქარებთ: ყველაფერი მოხდება მაშინ, როდესაც უნდა მოხდეს. რჩევა ანჯელა პერლისგან: “დაუჯერეთ საკუთარ ინტუიციას და თქვენს წინაშე სწორი გზა გაიხსნება!”
კურო – ზაფხულის პირველ თვეში კუროებს ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე ელოდება – მათ შეიძლება მიიღონ მხარდაჭერა ან ფინანსური დახმარება. მათზე ნათესავები და მეგობრები იზრუნებენ. სამსახურში მათი საქმეები დალაგდება, რაც კუროს სტაბილურ შემოსავალს მოუტანს. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ საქმეში აქცენტი კრეატიულობაზე უნდა გაკეთდეს.შესაძლებელია მოგზაურობები, რომლებიც დიდი სიხარულის მომტანი იქნება. ასევე, იქნება რაღაცის აღნიშვნის მიზეზებიც. ურთიერთობებში ყურადღება უნდა მიაქციოთ თქვენი მეორე ნახევრის თხოვნებს. ნუ კონცენტრირდებით მხოლოდ საკუთარ სურვილებსა და ამბიციებზე.
ტყუპები – ეს არის შესანიშნავი თვე ფინანსური თვალსაზრისით. შესაძლოა, გქონდეთ მოულოდნელი ფულადი შემოსავალი. ხარჯიც გექნებათ, მაგრამ ეს მხოლოდ თქვენს სასიკეთოდ იქნება. კარგი იქნება თუ დაკავდებით შემოქმედებით და ესთეტიკით.ტოქსიკური ურთიერთობები დაინგრევა, ჰარმონიულები კი პირიქით, გამყარდება. შესაძლოა, შეიტყოთ ფეხმძიმობის შესახებ. ჯანმრთელობა იქნება ძლიერი და სტაბილური!
კირჩხიბი – კირჩხიბს ვარსკვლავები უმეტესი დროის სახლში გატარებას ურჩევენ, ახლობელი ადამიანების წრეში. განსაკუთრებით დიდ ყურადღებას ახლა უმცროსი თაობა მოითხოვს. სკოლიდან თავისუფლება – ეს არის ბევრი თავისუფალი დრო. ამ ნიშნის წარმომადგენლებმა ხშირად უნდა ჰკითხონ საკუთარ შვილებს, თუ სად ატარებენ დროს თავიანთ მეგობრებთან ერთად.ივნისში კირჩხიბს ელოდება გამარჯვებები და კარიერული წინსვლა. შესაძლოა, ოჯახში იყოს უთანხმოებები, რომელთაც შეიძლება აარიდოთ თავი, თუ იცით მოსმენა და შეგიძლიათ გაუგოთ სხვა ადამიანს.
ლომი – ივნისი ლომისთვის ძალიან მალე გაიფრენს, თითქმის ელვისებურად! ამ ნიშნის წარმომადგენლებს ზაფხულის პირველ თვეში დიდი ცვლილებები ელოდება. შესაძლებელია ეს იყოს სამსახურის ან საცხოვრებელი ადგილის შეცვლა.ლომები მიიღებენ ძალიან მომგებიან შეთავაზებას, რაც აიძულებთ მათ ცხოვრებისეული გეგმების გადახედვას. იქნება ბევრი მოგზაურობა, ავტომობილის ყიდვა ან გაყიდვა. ლომს შეიძლება ვინმე ნათესავი ესტუმროს შორიდან. კარგი დროა სწავლის დასაწყებად.
ქალწული – ივნისში ქალწულებს შემოსავალი გაეზრდება. თქვენ შეგიძლიათ საკუთარ თავს მისცეთ არა მხლოდ იმის უფლება, რაც აუცილებელია, არამედ უფრო მეტიც საკუთარი სიამოვნებისათვის. ბიზნესი მოგებას მოგიტანთ და ან თქვენ შეძლებთ პარტნიორის ფულის გამოყენებას.შესაძლოა, საინტერესო ადგილას გამგზავრება ან მოგზაურობა. თვის მეორე ნახევარში ქალწულებს შეუძლიათ გამოავლინონ თავიანთი ლიდერული თვისებები და სხვებს წაუძღვნენ წინ. ჯანმრთელობა არ გიღალატებთ!
სასწორი – 2022 წლის ივნისი ძალიან წარმატებული იქნება ამ ნიშნისათვის, ცხოვრების ყველა სფეროში. თქვენ შეძლებთ მიაღწიოთ წარმატებას საკუთარ პროფესიაში. თქვენი მოთმინება და შრომა დაგეხმარებათ საუკეთესო შედეგების მიღწევაში!ზოგიერთი საკითხის გადაწყვეტა სხვა ადამიანებზე იქნება დამოკიდებული. ეს შეიძლება ეხებოდეს ფინანსებს ან სამსახურს. არ ინერვიულოთ, საბოლოოდ ყველაფერი თქვენს სასიკეთოდ მოგვარდება. შესაძლოა ოჯახს ახალი წევრი შემოემატოს.
ღრიანკალი – ივნისის პირველ ნახევარში ღრიანკალი კარიერას მეორე პლანზე გადადებს და დროს ურთიერთობებს დაუთმობს. ისინი შეიძლება მოგზაურობაში გაემგზავრონ, რაც მხოლოდ გააძლიერებს მათ გრძნობებს. იქნება ბევრი მოგზაურობა. ხელსაყრელია ავტომობილის ყიდვა ან გაყიდვა.ივნისის შუა რიცხვებიდან ამ ნიშნის წარმომადგენლების საქმეები ადგილიდან დაიძვრება. თანაც, თავად ღრიანკალი გააკონტროლებს საკუთარ პროექტებს. გუნდური მუშაობა მათ წამატებას მოუტანს!
მშვილდოსანი – ივნისში რაიმე ძველი დასრულდება და ახლი ცხოვრება დაიწყება. შესაძლებელია, ეს იყოს სამსახურის ან საცხოვრებელი ადგილის შეცვლა. ფინანსური კუთხით ეს თვე პროდუქტიულად ჩაივლის. იქნება უამრავი შესაძლებლობა საკუთარი პოტენციალის რეალიზებისთვის.თვე იქნება საკმაოდ აქტიური და ტრანსფორმაციული. უმრავი მშვილდოსანი მზადაა ამ ცვლილებებისათვის. იმისთვის, რომ თვემ ჰარმონიულად ჩაიაროს, ამ ნიშნის წარმომადგენლებმა არ უნდა დაივიწყონ დასვენების შესახებ!
თხის რქა – ეს თვე უმჯობესია საკუთარ თავს დაუთმოთ. შეგიძლიათ გაემგზავროთ მთაში ან აგარაკზე. სასიკეთოა მედიტაცია, ხატვა, კითხვა და საკუთარი ცხოვრების გაანალიზება. ეს ყველაფერი დაგეხმარებათ წახვიდეთ უფრო წინ – თქვენი ნამდვილი მიზნებისა და ამოცანების მიღწევის გზაზე.შესაძლოა შეიტყოთ ორსულობის შესახებ. ეს თვე იქნება საკმაოდ ტრანსფორმაციული და პროდუქტული, ყველა თვალსაზრისით!
მერწყული – შესაძლებელია ზღვაზე დასვენება ან საცხოვრებლად სხვაგან გადასვლა. ასევე, გექნებათ ხელსაყრელი შემოთავაზებები, რომლებიც მოგებას მოგიტანთ, მაგრამ გაზრდილ შრომას მოითხოვს. ანჟელა პერლი მერწყულებს ურჩევს თვალყური ადევნონ სამყაროს ნიშნებს, რომლებიც მათ მოგების შესახებ ატყობინებს.ნუ აყვებით ემოციებს. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მოგებისას ეცადეთ დაეყრდნოთ ლოგიკასა და გონებას. ასევე, ზაფხულის პირველ თვეს მნიშვნელოვანია მეტი დრო დაუთმოთ სულიერ პრაქტიკებს.
თევზი – ამ ნიშნის წარმომადგენლებს, რომლებიც კრეატივისა და შემოქმედების სფეროში მუშაობენ, სერიოზული ფინანსური წარმატება ელოდება. ეს ადამიანები მოახერხებენ ახალ თანამდებობაზე გადასვლას ან მათ ხელფასი გაეზრდება.დაოჯახებულ თევზებს შესაძლოა უთანხმოება შეექმნათ ბიუჯეტის არარაციონალურად განკარგვის ფონზე. ამის თავიდან ასაცილებლად, ეცადეთ ხარჯები თქვენს მეორე ნახევართან ერთად განიხილოთ. ჯანმრთელობის პრობლემა არ შეიქმნება!
რედაქციისაგან: გაითვალისწინეთ, რომ 4 ივნისამდე არაფერ ახლის დაწყება არ ღირს, რადგან ჯერ კიდევ იმოქმედებს რეტროგრადული მერკური. იმისთვის, რომ თვემ ჰარმონიულად ჩაიაროს, უფრო მეტი დრო უნდა გაატაროთ ბუნების წიაღში. სასიკეთოა, ბაღში ან ბოსტანში მუშაობა ან ოთახის მცენარეების მოვლა.მნიშვნელოვანია ოთახის განიავება. ერთ ადგილზე არ უნდა გაჩერდეთ დიდხანს. სასიკეთო იქნება საღამოს მედიტაციები, რადგან ნეპტუნის მოძრაობის გამო შესაძლებელია ძილის დარღვევა. წაიკითხეთ მსუბუქი, რომანტიკული სათავგადასავლო წიგნები, საიდანაც შთაგონების მიღება შეგიძლიათ.
როგორ მოგეწონათ ანჟელა პერლის ტაროს პროგნოზი? კმაყოფილი ხართ იმით, რაც ამ პოზიტიურმა ქალბატონმა გიწინასწარმეტყველათ?