ფასები სანტექნიკაზე დღითიდღე მატულობს. უნიტაზის, ნიჟარის და ცემენტის საყიდლად ბევრად მეტი თანხის გადახდა მოგიწევთ, ვიდრე რამდენიმე თვის წინ. ექსპერტების აზრით, ეს მხოლოდ დასაწყისია და ფასების მატება კიდევ არის მოსალოდნელი. რა უნდა გააკეთოს ამ დროს ადამიანმა? დღეს პაპარაცის რედაქცია შეეცდება ამ კითხვებზე პასუხის გაცემას.
ფასები სანტექნიკაზე
როგორც ხედავთ, ეკონომიური კრიზისი ყველა სფეროს შეეხო. ერთ-ერთი მხარეა სანტექნიკა. რა ხდება ამ ეტაპზე სანქციების ფონზე რუსეთში?კრიზისს აქ არავინ ელოდა, რადგან რუსეთი თავად აწარმოებს სანტექნიკის დიდ ნაწილს და იმპორტირებული საქონლის წილი 15%-ზე მეტი არ იყო. მიუხედავად ამისა, ფასებმა საკმაოდ მოიმატეს ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე.ამას გარდა, არის სეგმენტები, რომელიც მთლიანად იმპორტზეა დამოკიდებული და მთავარი მომწოდებელი ჩინეთია.
ფასების ზრდა უნიტაზებზე, ნიჟარებსა და აბაზანებზე პირდაპირ კავშირშია ნედლეულის ღირებულების მომატებასთან. სანქციების გამო მიწოდების პროცესი მთლიანად შეჩერებულია. მაგალითად, რუსეთი უკრაინისგან ყიდულობდა თიხას კერამიკისთვის. ახლა ეს შეუძლებელია გასაგები მიზეზების გამო. ამიტომ მწარმოებლები ეძებენ ახალ მიმწოდებლებს.მიმწოდებლები მოინახა, მაგრამ მოთხოვნა იმდენად დიდია, რომ პრობლემები შეიქმნა ლოჯისტიკასთან დაკავშირებით და ამის მოგვარებას დრო სჭირდება. მომხმარებლებს აშფოთებს ის საკითხიც, რომ ამის გამო შეიძლება გაფუჭდეს ხარისხი, რაზეც ცალსახა პასუხის გაცემა რთულია.რაც უფრო მაღალი იქნება ნედლეულის ღირებულება, მით უფრო მეტი ფასი ექნება აბაზანებს, უნიტაზებსა და ნიჟარებს. ფასები კი მუდმივად იზრდება, რადგან ვალუტის კურსის გამო ბაზარი არასტაბილურია. ევროპელმა მიმწოდებლებმა კარგა ხანია დატოვეს რუსეთის ბაზარი, ამიტომ ნედლეულის შეძენა ჩინური და თურქული კომპანიებისგან უნდა მოხდეს.
რა გაძვირდა სანტექნიკის ბაზარზე – გაძვირდა არა მარტო უნიტაზები და ნიჟარები. საგრძნობლად მოიმატა ფასებმა საშხაპე კაბინებსა და მის აღჭურვილობაზე. სტატისტიკური მონაცემებით ეს ზრდა შარშანდელთან შედარებით 10-ჯერ მეტია. დინამიურად იზრდება ფასები აბაზანის სხვადასხვა აქსესუარებზე: დისპენსერებზე, საშრობებზე, ხელსახოცებზე…
ეს ყველაფერი კი მეტყველებს იმაზე, რომ დღეს რუსეთში რემონტის გაკეთება ძალიან ძვირი სიამოვნებაა. ხალხმა ეს უკეთესი დროისთვის უნდა გადადოს, მაგრამ როდის დადგება ეს დრო არავინ იცის.რუსეთის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ ცხოვრობს ისეთ პირობებში, რომელიც საკმაოდ შორს არის თანამედროვე ცივილიზაციისგან. გარეუბნებში მაცხოვრებელ ხალხს ომამდეც არ უოცნებია უნიტაზებსა და ნიჟარებზე. აქედან გამომდინარე, მათი გაძვირება რუსეთის დიდ ნაწილს არც შეაწუხებს.
რაც შეეხება მათ, ვისაც კომფორტულად ცხოვრება სურს, თავად გადაწყვეტენ საკუთარ პოზიციას. ზოგი ალბათ, ემიგრაციაში წავა, ზოგი კი დინებას მიჰყვება. თქვენ რას ფიქრობთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.