სიყვარული, კარიერა და ჯანმრთელობა 2022 წლის ივნისში. ექსპრეს გაშლა

0
2743

მოგესალმებით! დღეს პაპარაცის რედაქცია გთავაზობთ სტატიას – ტაროს გაშლა, თემაზე: სიყვარული, კარიერა და ჯანმრთელობა 2022 წლის ივნისში.დღევანდელი გაშლა ზოგადია. ზემოთ მოცემულ ფოტოზე ამოირჩიეთ ერთ-ერთი ვარიანტი.

ვარიანტი 1. (ცისფერი ქვა)

ვინ ხართ თქვენ? თქვენს დასახასიათებლად ამოვიდა ეშმაკი, კარტი, რომელიც მოგვითხრობს, რომ თქვენ ხართ მაგნეტიკური, მიმზიდველი ქალი, რომელსაც ყურადღებას აქცევენ, კერძოდ კი – მამაკაცები. ამავდროულად, ეს კარტი გახასიათებთ, როგორც ძალიან ეგოისტ ქალს, რომელიც პირველ რიგში ფიქრობს საკუთარ სურვილებსა და მოთხოვნილებებზე. სხვათა შორის, ამ კარტის მიხედვით, ვიღაცას შეიძლება ჰქონდეს რაიმე დამოკიდებულებები, ცუდი ჩვევები, რომლებზეც უჭირს უარის თქმა.

სიყვარული. ხმლების ოთხიანის მიხედვით, გამოდის რაღაც სახის დაღლილობა, ემოციური გადაწვის მდგომარეობა. თუ წყვილი ხართ, კარტი საუბრობს გრძნობების გაციებაზე, ემოციურ დაშორებაზე. თუ თავისუფალი ხართ, ეს ძალიანაც არ დაგაღონებთ, პირიქით, თქვენ მიისწრაფვით სიჩუმისა და სიმშვიდისაკენ.

კარიერა. სამსახურში კი აქტიურობის პერიოდი გაქვთ, არის რაღაც ახალი წამოწყებები. პროექტები, რომლებსაც თქვენი ძალისხმევა დასჭირდება. ცხოვრების ამ სფეროში ახალი სამომავლო გეგმები გაჩნდება. ჯერ საბოლოო შედეგზე საუბარია ნაადრევია, თქვენ ჯერ საწყის ეტაპზე იმყოფებით, მაგრამ იმ მდგომარეობაში, როდესაც გსურთ აქტიურობა.

ჯანმრთელობა. ეტლი მიგვანიშნებს ტრავმის შესაძლებლობაზე, დაავადების გამწვავებაზე, განსაკუთრებით, ქრონიკული დაავადებების შემთხვევაში. ამიტომ, ჯანმრთელობას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოთ.

ვარიანტი 2. (წითელი ქვა)

ვინ ხართ თქვენ? ხმლების რვიანის მიხედვით, თქვენ ხართ ემოციონალურად ჩაკეტილი ქალი, ის რომელიც ყველგან და ყველაფერში ზღუდავს საკუთარ თავს, ცდილობს მკაცრ ჩარჩოებში მოქცევას. შესაძლოა, თქვენ ძალიან კრიტიკული ხართ საკუთარი თავის მიმართ. ან ახლა გაქვთ რაიმე სახის შეზღუდვები, მაგალითად, არავისთან არ შეგიძლიათ ურთიერთობა, ან გაქვთ დროებითი ფინანსური სიძნელეები.

სიყვარული. ცხოვრების ამ სფეროში ამოგივიდათ უფროსი არკანი – მაგი, რაც იმას გვეუბნება, რომ თქვენ ცდილობთ სიტუაციის გაკონტროლებას. მაგალითად, თუ ურთიერთობაში ხართ, თქვენ შეიძლება დაიწყოთ თქვენი პარტნიორის მკაცრად გაკონტროლება, რაც, რა თქმა უნდა, მას არ მოეწონება. ამიტომ, შეიძლება გაჩნდეს სირთულეები ემოციონალური დაშორების სახით. თუ თავისუფალი ხართ, მაშინ თქვენ გარშემომყოფებისგან ემოციონალურად ხართ ჩაკეტილი, ამიტომ აღნიშნულ პერიოდში ახალ ურთიერთობებს არ ელოდოთ და თანაც, ეს აღნიშნული პერიოდისათვის არც კი გჭირდებათ.

კარიერა. პენტაკლების ათიანის მიხედვით, სამსახურსა და ფინანსებში დაგიდგებათ ძალიან კარგი პერიოდი, რაც იმაზე მეტყველებს, რომ სამსახურსა და ფინანსებში მხოლოდ სტაბილურობა გელოდებათ და შემოსავალიც გაგეზრდებათ. თანაც ისე, რომ არც კი დაიძაბებით, თითქოსდა საკუთარი შრომის შედეგებს მოიმკით.

ჯანმრთელობა. ხმლების ორიანის მიხედვით, დიდი სიფრთხილით უნდა მიუდგეთ ყოველგვარ სამკურნალო პრეპარატებსა და საკვებ დანამატებს. თუ მათი მიღება გჭირდებათ, მაშინ მკაცრად უნდა დაიცვათ დანიშნულება და დოზირება, რადგან მსგავს საშუალებებს ერთი მხრივ სარგებლის მოტანა შეუძლია, მეორე მხრივ კი – ზიანის.

ვარიანტი 3. (სალათისფერი ქვა)

ვინ ხართ თქვენ? იეროფანტის მიხედვით, თქვენ ხართ ბრძენი, ცხოვრებისეული გამოცდილების მქონე ქალი, რომელსაც სხვისთვის ღირებული რჩევის მიცემა შეუძლია. ყოველთვის და ყველაფერში ცდილობთ მოიქცეთ სწორად, ისე, როგორც ამას თქვენგან გარშემომყოფები მოელიან. თქვენ, რაღაც დონით დამოკიდებული ხართ გარშემომყოფთა აზრზე და ითვალისწინებთ იმ ტრადიციებსა და ჩვეულებებს, რომლებიც თქვენს საზოგადოებაშია მიღებული.

სიყვარული. კარტმა მაშინვე გვიჩვენა მამაკაცი. თანაც, არა უბრალოდ მამაკაცი, არამედ ნათელი, აქტიური, ვნებიანი ადამიანი, რომელსაც ემოციების ჩუქება შეუძლია. მათთვის ვინც ურთიერთობაშია, მამაკაცი სწორედ ასე გამოავლენს თავს მითითებულ პერიოდში. იგი მზად იქნება მეტი კომუნიკაციისათვის, უფრო აქტიურად გამოიჩენს თავს ურთიერთობაში. თუ ახლა მარტო ხართ, მაშინ 2022 წელს შეგიძლიათ ასეთ მამაკაცთან შეხვედრას ელოდოთ.

კარიერა. მატერიალური კეთილდღეობა, სტაბილურობა სამსახურში, სასიამოვნო პერიოდი, რომლის განმავლობაშიც თავს თავდაჯერებულად იგრძნობთ. ეს ყველაფერი პენტაკლების ათიანის მიხედვით გელოდებათ. ვიღაცის შემთხვევაში კარტი გვიჩვენებს სამსახურში დაწინაურებას ან შემოსავლის ალტერნატიულ წყაროს, მაგალითად, სახლში მუშაობას. ზოგის შემთხვევაში – ფინანსური მდგომარების გაუმჯობესებაა.

ჯანმრთელობა. ხმლების რაინდის მიხედვით შესაძლებელია მწვავე დაავადებები, ტრავმები, მდგომარეობები, რომლებიც არც თუ ისე კარგ გავლენას მოახდენს თქვენს ჯანმრთელობასა და განწყობაზე. თუმცა, ამ კარტის მიხედვით არის სწრაფი დინება. ანუ, მწვავე პროცესი მკვეთრად გამოხატული სიმპტომებით, მაგრამ სწრაფი გამოჯანმრთელებით.