მოდის მოყვარულმა გოგონამ, რა უნდა გაითვალისწინოს, როდესაც გარეთ გამოსვლას ლეგინსებით გადაწყვეტს. განვიხილოთ მთავარი შეცდომები

158

მგონი ყველამ იცის, თუ როგორი კომფორტულია ქალის ლეგინსები. მშვენიერი ქალბატონები იცვამენ ამ სამოსს და ყოველთვის არ ფიქრობენ იმაზე, თუ როგორ გამოიყურება ის მათ ფიგურაზე. საკმაოდ ლამაზად ზის თუ არა? უჩვენებს თუ არა სხეულის ნაკლს მთელ მსოფლიოს? ამაში, რა თქმა უნდა, სამარცხვინო არაფერი არ არის. მაგრამ, არსებობს რჩევები, რომლებიც ლეგინსების იდეალური ვარიანტის შერჩევაში დაგეხმარებათ და ამ რჩევებს პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გთავაზობთ.

ქალის ლეგინსები – უკეთესი იქნება თუ ლეგინსების ყიდვისას ყურადღებას მოდურ ტენდენციებზე გაამახვილებთ, მაგრამ რეალობას არ უნდა მოწყდეთ. მაგალითად, თუ გოგონა დარწმუნებულია, რომ ექსტრემალურად დაბალწელიან ლეგინსებში თავს არაკომფორტულად იგრძნობს, მაშინ ასეთები არ უნდა იყიდოს. უკეთესია, უპირატესობა მიენიჭოს ისეთ სამოსს, რომელიც მისთვის უფრო კომფორტული იქნება.ბევრი ქალი ლეგინსებს სპორტული აქტივობებისთვის ყიდულობს. მაგრამ, ვიგრძნობთ კი თავს კომფორტულად სამოსში, რომელიც მუდმივად გვიჭერს ან გვძვრება სხეულიდან? უმჯობესია, ლეგინსების რამდენიმე ვარიანტის მოზომვა და იდეალური ვარიანტის ამორჩევა. ეს ეხება ლეგინსების ინტერნეტით შეძენასაც. იყავით ძალიან ყურადღებით, რათა არ შეცდეთ ქსოვილის ტიპსა და ზომაში.

კომფორტული ტანსაცმელი – ლეგინსებს ირჩევენ არა მხოლოდ სპორტდარბაზისთვის, არამედ სხვა შემთხვევებისთვისაც. მაგრამ, უკეთესია აირჩიოთ მაქსიმალურად ნეიტრალური ვარიანტი, რათა არ შეცდეთ. მაგალითად, ნათელი და ფერადი ფერების ლეგინსების მთლიან იმიჯთან შეხამება უფრო რთული იქნება. ამას გარდა, ზოგიერთ ნახატს  მოცულობის მომატებაც შეუძლია.თუმცა, თუ სწორედ ასეთი ლეგინსების ყიდვა გინდათ, მაშინ თავს ეჭვებით ნუღა დაიტანჯავთ. უბრალოდ, რამდენიმე ცალი უნდა იქონიოთ და შეუხამოთ საჭიროების შემთხვევაში. მუქი ფერის ლეგინსები საოფისედ გამოდგება, ხოლო ფერად ნახატებიანი – პიკნიკებისთვის ან გასასეირნებლად.

გუშინდელი დღე – ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ მოკლე ლეგინსების არჩევისას. დაგვეთანხმეთ, რომ ზოგიერთი მათგანი საკმაოდ უცნაურად გამოიყურება. მათმა ზომამ და ფორმამ ხშირად შეიძლება ვიზუალურად დაამოკლოს ფეხები და მოცულობა შემატოს თეძოებს. რა თქმა უნდა, თუ ფიგურა უნაკლოა, მაშინ ასეთი ლეგინსების ჩაცმაც შეიძლება. მაგრამ, მოდას ამაში ეჭვი ეპარება. ასე რომ, თუ რაიმე შემოკლებული გინდათ, მაშინ უკეთესი იქნება ყურადღება ველოსიპედის შორტზე გაამახვილოთ.

უჩვეულო გამოსავალი – თამამი სამოსის მოყვარულთათვის ქალის ლეგინსები შესანიშნავია. თუ ვინმეს სელებრითების იმიჯის დაკოპირება სურს წითელი ხალიჩიდან, მაშინ ლეგინსების გარეშე შეუძლებელია. მაგრამ, ყურადღებით იყავით. საუბარი იმ ლეგინსებზე არ არის, რომლებითაც თქვენ სარბენად გამოდიხართ ან სახლში დადიხართ.საზეიმო გამოსვლებისთვის შეგიძლიათ მოძებნოთ ლეგინსები ბრჭყვიალებით, არასტანდარტული ფერადი ჩანართებით, ფერების საინტერესო პალიტრებით. როდესაც ვინმე ასეთ ლეგინსებს დაინახავს, ნაკლებად დაებადება კითხვა: “ვიღაცას საშინაო ტანსაცმლის გამოცვლა დაავიწყდა?” დღესასწაულებისათვის შეარჩიეთ უჩვეულო კოსტიუმები, მაგრამ არ დაგავიწყდეთ საკუთარი ფიგურის თავისებურებების გათვალისწინებს. საჭიროა, რომ ყველაფერი იყოს ჰარმონიული და ეფექტური.

ელეგანტური ლეგინსები  – არ შეიძინოთ ლეგინსების ის მოდელები, რომლებიც მოძველებულად გეჩვენებათ. ამ სტატიაში უკვე ვახსენეთ, რომ უკეთესი იქნება თუ არ ავირჩევთ მოკლე ლეგინსებს. მაგრამ, სიტუაციას გაართულებს მხოლოდ მოკლე ლეგინსები – ქვედაბოლოსთან ან ტუნიკასთან ერთად. ეს ტრენდი ნამდვილად იყო მოდის პიკზე 10 – 15 წლის უკან.დაფიქრდით, გიხდებათ თუ არა ლეგინსები ვიზუალურად. ეს უდავოდ, სხეულის თავისებურებებზეა დამოკიდებული. თუმცა, უნაკლო ფიგურის მქონე ქალები, შეიძლება უფერული ფერებისა და უფორმო ქსოვილების ხაფანგში აღმოჩნდნენ. ნუ დაუშვებთ ამას. უმჯობესია, თანხა უფრო ხარისხიან ტანსაცმელში დახარჯოთ, ვიდრე ორჯერ გადაიხადოთ და განწყობა გაიფუჭოთ.

ყველა ქალბატონს მოვუწოდებთ უყვარდეს საკუთარი სხეული და დააფასოს იგი. თუ გაქვთ რაიმე სახის მინუსები, მაშინ იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ დამალოთ ისინი გონივრულად. რა თქმა უნდა, თუ საერთოდ გსურთ ამის გაკეთება. ნუ გეშინიათ ექსპერიმენტების. ამისთვის, უნდა შეიძინოთ რამდენიმე ცალი ლეგინსი აბსოლუტურად სხვადასხვა ფერის, ტექსტურისა და ფორმის. გარდაისახე, განვითარდი და ანათე – ამას ხომ ყველა ქალი იმსახურებს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს