ამერიკელი ჯეს ჰოგანი, კანზასიდან, მეექვსე შვილს ელოდა. ბოლოს და ბოლოს, ხუთი გოგოს შემდეგ, მას ვაჟი უნდა გასჩენოდა. თუმცა, არავინ ელოდა, რომ მაქსის დაბადება ასეთი ამაღელვებელი და დასამახსოვრებელი მოვლენა იქნებოდა.
საქმე ისაა, რომ თავიდან ჯესმა და მისმა ქმარმა, ტრევისმა გადაწყვიტეს, რომ ქალი სახლში იმშობიარებდა. ამასთან, ისინი შეუთანხმდნენ ფოტოგრაფ ტემის, რომელიც ნებისმიერ მომენტში უნდა მოსულიყო და მომხდარი აღებეჭდა ფოტოებზე.
ხოლო, როცა ქალმა წყლები დაღვარა, წყვილი მიხვდა, რომ დამოუკიდებლად ვერ გაუმკლავდებოდნენ. მაშინ ტრევისმა სწრაფად ჩასვა ცოლი მანქანაში და საავადმყოფოსკენ გაეშურა. გზაში ჯესმა მოასწრო ექიმისა და ტემისთვის დარეკვა, ისინი მშობიარობის ადგილზე უნდა მისულიყვნენ.
უკვე უშუალოდ საავადმყოფოს წინ, ქალმა იგრძნო, რომ ბავშვი სადაცაა დაიბადებოდა. ტემი ექთნებთან გაიქცა მათ გასაფრთხილებლად, ხოლო ტრევისი ცოლს მანქანიდან გადმოსვლაში დაეხმარა.
საავადმყოფოს დერეფანში ჯესმა იგრძნო, რომ მაქსის თავი უკვე ჩნდებოდა და მეუღლეს დაუყვირა: “ტრევის, ბავშვი დაიჭირე!”
მამაკაცმა ქმარი პირდაპირ იატაკზე დააწვინა და დაეხმარა მას. სწორედ იმ მომენტში მოვიდნენ ექთნები, ხოლო ტემიმ მომხდარის დაფიქსირება მოასწრო.
ნამდვილად იღბლიანი შემთხვევა იყო! მაქსი სამყაროს 3:38 მოევლინა, წყლის დაღვრიდან მხოლოდ 25 წუთში. ჯესი თავის ქმარს დღემდე გმირს უწოდებს, რადგან მან შეძლო, არ ჩავარდა პანიკაში და საგანგებო სიტუაციას გაუმკლავდა.
ახლა დიდი ოჯახი ერთად იყრის თავს და უფროს დებს არ სჯერათ, რომ მათ პატარა ძმა ჰყავთ.
ამ შემთხვევას უკეთ აღწერს ქვემოთ მოცემული ვიდეო, რომელიც ტემის მიერ გადაღებული ფოტოებითაა აწყობილი.