მოცვის სასარგებლო თვისებები, რომელიც მეცნიერებმაც დაამტკიცეს.

1053

მოცვს ხშირად სუპერ-კენკრას უწოდებენ ანტიოქსიდანტების მაღალი შემცველობის გამო. 2 ჭიქა მოცვის მიღება ბევრად აღემატება სხვა ხილისგან მიღებულ სარგებელს.

ლურჯი მოცვი ყინვაგამძლე, ბუჩქოვანი, კენკროვანი კულტურაა, რომელიც იძლევა ლურჯი ფერის მრგვალ ნაყოფს. ვერ იტანს გვალვას. ხასიათდება მაღალი მდგრადობით დაავადებების მიმართ.

მაღალი კვებითი და დიეტური თვისებების გამო, იგი ფართოდ გავრცელდა მსოფლიოში და მომხმარებელთა დიდ ყურადღებას იმსახურებს.

იყიდება

კენკრის ორიგინალური, მომჟავო–მოტკბო გემო კიდევ უფრო ზრდის მის პოპულარობას.
იჭმევა ნედლად. ლურჯი მოცვი საზაფხულო მოხმარების კენკრაა და იკრიფება მაისის დასასრულიდან აგვისტომდე. ხასიათდება მკვრივი ნაყოფით, ვიდრე სხვა ნებისმიერი კენკროვანი კულტურა.

მოცვი თქვენი ჯანმრთელობისა და მოხდენილი სხეულის სადარაჯოზეა! გთავაზობთ მოცვის სასარგებლო თვისებების ჩამონათვალს:

  • მოცვს შეუძლია ცხიმის წვის გენების აქტივაცია, განსაკუთრებით ეს აქტუალურია ადამიანებისთვის, რომლებსაც წონაში დაკლება სურთ მუცლის არეში. დამტკიცებულია, რომ ადამიანები, რომლებიც მოცვს რეგულარულად იღებენ, მუცლის არეში ცხიმს 77%-ით წვავენ.
  • მოცვი შეიცავს ბუნებრივი ფიტონუტრიენტების ჯგუფს (მცენარეული საკვები ნივთიერებები) მათ პროანტოციანიდინებს უწოდებენ და გააჩნიათ უნიკალური თვისება, დაიცვან ტვინი დაზიანებისგან, რასაც ტოქსინები იწვევს.
  • მოცვში შემავალი ფიტონუტრიენტები ამცირებს თავისუფალი რადიკალების დონეს, რომლებიც დაკავშირებულია სიბერესთან და ასაკობრივ დაავადებებთან.
  • მოცვი აუმჯობესებს თავის ტვინის მუშაობას და მეხსიერებას. ჩატარებული ცდების თანახმად, მოცვის რეგულარული მიღება ამცირებს მოტორიკას და იძლევა დადებით შედეგს მეხსიერების გაუმჯობესებაში.
  • მოცვი შეიცავს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ვიტამინებს: С, Е, რიბოფლავინს, ნიაცინსა და ფოლის მჟავას.
  • მოცვი მდიდარია მინერალებით: რკინა, მაგნიუმი, მარგანეცი და კალიუმი.მოცვი ანთებისსაწინააღმდეგო შესანიშნავი საშუალებაა: ის ზრდის მინარევებს, რომლებსაც სითბური შოკის ცილები ეწოდება, რომელთა რაოდენობა ასაკთან ერთად იკლებს. ეს მინარევები ხელს უწყობს ანთებისა და დაზიანებების შემცირებას, განსაკუთრებით თავის ტვინში.
  • მოცვი ზრდის დოპამინის გამომუშავებას, რომელიც თავს კარგად გვაგრძნობინებს.

დაბოლოს, მოცვი ძალიან გემრიელი კენკრაა და მისი მოხმარება სიამოვნებას მოგანიჭებთ!