მოვიდა მწვანე ლობიოს სეზონი და მოყვარულები სხვადასხვა გემრიელ კერძს ამზადებენ მისგან. როგორ შევარჩიოთ გემრიელი და ჯანსაღი მწვანე ლობიო? როგორ მოვამზადოთ, რომ მისი გემო კარგად გაიხსნას? პაპარაცის დღევანდელ სტატიაში შემოგთავაზებთ მარტივ და საჭირო რჩევებს.
მწვანე ლობიო
მწვანე ლობიო მართლაც გემრიელი პროდუქტია, მაგრამ ზოგჯერ ვერ იყიდით იმას, რაც საჭიროა. გამყიდველები მომხმარებლებს სთავაზობენ ბოსტნეულს, რომელიც უფრო ძველია და არა ქორფას, ახალგაზრდას. ასეთი ლობიოს გემო სრულიად განსხვავებულია და ცხადია, ყველას არ მოეწონება. როგორ შევარჩიოთ ხრაშუნა, ახალი, ნაზი და ჯანსაღი მწვანე ლობიო?მაღაზიაში ან ბაზარში ბოსტნეულის არჩევისას ყურადღება მიაქციეთ მის ფერს. ახალგაზრდა ლობიოს უნდა ჰქონდეს ხასხასა ფერი. შეიძლება იყოს მწვანე, ყვითელი ან თუნდაც მოიასამნისფრო, ეს დამოკიდებულია ლობიოს ჯიშზე. აირჩიეთ მხოლოდ თხელი და გრძელი ბოსტნეული, ყოველგვარი დაზიანების გარეშე. ხარისხიანი და ახალი ახალგაზრდა ლობიო ტკაცუნებს შუაზე გატეხვისას.
მწვანე ლობიოს სწრაფი მომზადების რეცეპტი
ინგრედიენტები
- 500 გრ. მწვანე ლობიო
- 1 თავი ხახვი
- 2 ცალი პომიდორი
- 2 კვერცხი
- ნიორი
- სანელებლები
- მცენარეული ზეთი
მომზადების წესი
- მცენარეულ ზეთში მოშუშეთ წვრილად დაჭრილი ხახვი ოქროსფრამდე. ხახვს დაუმატეთ წვრილად გახეხილი პომიდორი, რომელსაც წინასწარ გაფცქვნით. ამისთვის პომიდორი მოათავსეთ მდუღარე წყალში რამდენიმე წამით, შემდეგ კი ყინულიან წყალში გადაიტანეთ.
- როგორც კი პომიდორი ტაფაზე წვენს გაუშვებს, დაუმატეთ მწვანე ლობიო და ხარშეთ დაბალ ცეცხლზე. როდესაც ლობიო დარბილდება, გამორთეთ გაზქურა, დაუმატეთ სანელებლები, ნიორი, საყვარელი მწვანილი.
- ომლეტის მოყვარულებს შეუძლიათ დაუმატონ ლობიოს სასურველი რაოდენობის კვერცხი.
გემრიელი პასტა მწვანე ლობიოთი და ქათმით
ინგრედიენტები
- 250 გრ. მაკარონი
- 200 გრ. მწვანე ლობიო
- 200 გრ. ქათმის ფილე
- 150 გრ. პომიდორი ჩერი
- 3 ს/კ ზეითუნის ზეთი
- ნიორი
- ლიმონი
- ბაზილიკი
- სანელებლები გემოვნებით
მომზადების წესი
- თუ წინა რეცეპტი ძალიან მარტივი მოგეჩვენათ, მაშინ გთავაზობთ სადღესასწაულო კერძის ვარიანტს. ასეთი პასტის მირთმევა საპატიო სტუმრებისთვისაც შეიძლება. მოხარშეთ მაკარონი შეფუთვაზე მითითებული ინსტრუქციის მიხედვით და მოათავსეთ საწურზე.
- პარალელურად, ორ ტაფაზე დაიწყეთ ლობიოს და ქათმის ფილეს მომზადება. ფილე დაჭერით პატარა ნაჭრებად და შეწვით ზეთში. დაუმატეთ თქვენი საყვარელი სანელებლები.
- მეორე ტაფაზე გააცხელეთ ზეითუნის ზეთი, დაუმატეთ ნივრის ნაჭრები, მწვანე ლობიო და სანელებლები. მოხარშეთ ეს ინგრედიენტები თავდახურული დაახლოებით 10-15 წუთი, დაბალ ცეცხლზე. არ დაგავიწყდეთ დროდადრო მორევა.
- 10 წუთის შემდეგ ლობიოს დაუმატეთ მაკარონი და დაჭრილი პომიდორი, ლიმონის წვენი და ცოტაოდენი ლიმონის ცედრა. საჭიროების შემთხვევაში, კიდევ დაამატეთ ერთი სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი.
- სტუმრებს უნდა მიართვათ შემწვარ ქათმის ფილესთან და წვრილად დაჭრილ ბაზილიკთან ერთად. შეგიძლიათ თავზე მოაყაროთ გახეხილი ყველი.
მწვანე ლობიო დიდი ოჯახისთვის: და ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ კერძებისა, რომლის დამზადებაც შესაძლებელია მწვანე ლობიოთი. წადით მაღაზიაში, შეიძინეთ ჯანსაღი ბოსტნეული და დაიწყეთ ექსპერიმენტი. მოამზადეთ სხვადასხვა კერძები, უბრალოდან დაწყებული, უფრო რთულით დამთავრებული. თქვენ გიყვართ მწვანე ლობიო? რომელ კერძს ამზადებთ მისგან? გაგვიზიარეთ კომენტარებში.