მათემატიკის მოძულეების მთელი წესები და სიბრძნე მალე ავიწყდებათ. ამიტომ ზრდასრულ ასაკში ყველამ არ იცის როგორ ამოხსნას სწორად ფრჩხილებიანი ან სხვა რთული ელემენტებით დატვირთული მაგალითი.
დღეს პაპარაცის ამ სტატიაში გთავაზობთ რამდენიმე მაგალითს, რომელიც სერიოზულ თავსატეხს უჩენს ზრდასრულ ადამიანებს. შეეცადეთ თქვენც გადადოთ დროებით გვერდზე საქმეები, ჩვენთან ერთად ამოხსნათ მაგალითები და თან შეამოწმოთ პასუხები.
როგორ ამოვხსნათ მაგალითი სწორად
1 . ერთი შეხედვით, ამ მაგალითში არაფერია რთული, თუმცა მისი ამოხსნის დროს ხშირად უშვებენ შეცდომებს. პირველ რიგში ყურადღება მიაქციეთ ფრჩხილებს, რათა მიხვიდეთ სწორ პასუხამდე, რომელიც სტატიის ბოლოში შეგხვდებათ.
2 . მეორე მაგალითში გვხვდება ოთხივე ძირითადი მათემატიკური მოქმედება. მოგიწევთ გაყოთ, გაამრავლოთ, შეკრიბოთ, გამოაკლოთ. იმედი გვაქვს, ამ ყველაფერს სწორი თანმიმდევრობით გააკეთებთ და იპოვით სწორ პასუხს.
3 . მესამე მაგალითი ყველაზე რთულია, მაგრამ გარწმუნებთ, კალკულატორი არ დაგჭირდებათ. თუ გაიხსენებთ დაწყებითი კლასის მათემატიკის წესებს, სწორ პასუხსაც იპოვით.
პასუხები:
პირველ რიგში უნდა გახსნათ ფრჩხილი და შემდეგ შეასრულოთ მათემატიკური მოქმედება: 8 ÷ 4 (5 – 3) = 8 ÷ 4 × 2 = 2 × 2 = 4. თუ წესებს გაიხსენებთ, ყველაფერი ძალიან მარტივია.
2 . მეორე მაგალითის სწორად ამოსახსნელად უნდა გავიხსენოთ, რომ ჯერ სრულდება გაყოფა და შემდეგ გამრავლება: 2 × 5 + 5 ÷ 5 – 2 = 10 + 1 – 2 = 9. ესეც მარტივია, ხომ?
3 . აქაც, პირველ რიგში, უნდა დავიწყოთ მოქმედებით ფრჩხილებში: 24 ÷ 6 (4 – 3 + 2 – 1) = 24 ÷ 6 × 2 = 4 × 2 = 8.
იმედი გვაქვს, რომ ეს მაგალითები დაგეხმარებათ გონების გავარჯიშებაში. შეგიძლიათ სცადოთ უფრო რთული მაგალითების ამოხსნაც, რაც აიძულებს თქვენს გონებას უკეთ იმუშავოს.