მას ისე უნდოდა შვილი, რომ უცნაური გადაწყვეტილება მიიღო. ქმარმა ვერ გაუძლო და მიატოვა იგი…

0
1392

გახსოვთ ძველი ამბავი, რომელშიც ქმარი ცოლს იმისთვის გაეყარა, რომ დეტექტიური წიგნების პირველ ფურცელზე მკვლელის სახელს წერდა? ამ სტატიის მთავარ გმირს უფრო ძლიერი მიზეზი ჰქონდა, თუმცა, ალბათ, იგი უნდა დახმარებოდა ცოლს იმ სიტუაციაში, რომელშიც იგი აღმოჩნდა…

კრის და ელის ვინსტონების ოჯახი საკმაოდ მყარი ჩანდა. თუმცა, ერთხელ ქალს კიდევ ერთი შვილის შეძენა მოუნდა და ყველაფერი შეიცვალა.

ქალი უკვე 39 წლის იყო. მას 5 შვილი ჰყავდა – 12-დან 20 წლამდე. თუმცა, ელისს ისევ მოუნდა, დედა გამხდარიყო… უბრალოდ, მას ჯანმრთელობა არ უწყობდა ხელს. ქალმა პრობლემა თავისებურად გადაწყვიტა: მან უბრალოდ იყიდა რეალისტური თოჯინა, რომელიც ძალიან ჰგავს ნამდვილ ბავშვს.

ელისი ერთ სათამაშოზე არ გაჩერებულა. ეს თოჯინები კი იაფი ნამდვილად არ ღირს. ქალს უბრალოდ შეუყვარდა თავისი პირველი “პლასტმასის ბავშვი” და მოუნდა კიდევ ერთის, შემდეგ კიდევ ერთის შეძენა.

თავიდან, კრისი ითმენდა ქალის უცნაურ საქციელს. იგი ფიქრობდა, რომ ეს ელისისთვის ერთგვარი თერაპია იყო. თუმცა, ქალი ყიდულობდა და ყიდულობდა ახალ თოჯინებს. საერთო ჯამში, მან 12 000 ფუნტი დახარჯა. მამაკაცისთვის ბოლო წვეთი ის იყო, რომ სათამაშოების აქსესუარები სახლის ყველა კუთხეში ეყარა, თვითონ “ბავშვები” კი ელისმა საწოლში მოათავსა.

ელისი ამბობს, რომ იგი მსგავს დასასრულს ელოდა. მას ესმოდა, რომ კრისს არ შეეძლო მისი “შვილების” მიღება, თუმცა, მათ იმდენად მიეჯაჭვა, რომ უარის თქმა ვეღარ შეძლო.

ახლა ქალს 50 თოჯინა ჰყავს! უფრო რეალისტურ და ძვირადღირბეულ ეგზემპლარებს დამატებითი ფუნქციებიც აქვთ – გულისცემა და თვალების მოძრაობა.

ქალი ხსნის, რომ თოჯინებს ნამდვილებად მიიჩნევს, და მათზე ზრუნვა აბედნიერებს. საინტერესო შემთხვევაა, არა?

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი