წითელი თევზი ფოლგაში – შეიძლება წარმოუდგენლად მომგებიანი რეცეპტი იყოს ნებისმიერი დიასახლისისათვის. ამ კერძს მრავალი უპირატესობა გააჩნია, ის საკმაოდ სწრაფად მზადდება და მის შემდეგ არ მოგიწევთ ძალიან ბევრი ჭურჭლის გარეცხვა. ამას გარდა, მომზადების ასეთი უნივერსალური მეთოდის წყალობით, სრულფასოვანი კერძი მიიღება. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ამ კერძის რეცეპტს შემოგთავაზებთ. რომელი ინგრედიენტები დაგვჭირდება?
წითელი თევზი ფოლგაში
რატომ ვსაუბრობთ სრულფასოვან კერძზე? ეს თევზი პორციებად უნდა მიართვათ. თევზის ერთი ნაჭერი ცხვება ფოლგაში მოთავსებულ ბოსტნეულის ბალიშზე. როგორც კი მზად იქნება, მაშინვე უნდა მიართვათ სტუმრებს. შეგიძლიათ დაამატოთ მხოლოდ მწვანილი ან სოუსი.ამას გარდა, ასეთი თევზის მომზადების შემდეგ არ დაგჭირდებათ ცხიმიანი საცხობი ფორმის რეცხვა. დრო ფუჭად რომ არ დაკარგოთ, ამიტომ ზღვის პროდუქტი ფოლგაში მოამზადეთ. თუ ის არ გაქვთ, შეგიძლიათ პერგამენტის ქაღალდი გამოიყენოთ, თუმცა ნავისებური ფორმის გაკეთება ფოლგის შემთხვევაში უფრო მარტივია.
ინგრედიენტები
- 4 ნაჭერი წითელი თევზი;
- 1 შეკვრა გაყინული ბოსტნეული;
- ლიმონი;
- სანელებლები.
მომზადების წესი
- თევზი, საკუთარი გემოვნებით შეარჩიეთ. მაგალითად, შეგიძლიათ აიღოთ ორაგული. ის ნამდვილად გემრიელია და ფასითაც ხელმისაწვდომი. დაჭერით თევზი საჭირო რაოდენობის ნაჭრებად. მანამდე, კარგად გარეცხეთ და აცადეთ გადნობა, თუ თევზი საყინულიდან გამოიღეთ.
- თევზის თითოეულ ნაჭერს უნდა შეასხუროთ ცოტაოდენი ლიმონის წვენი და ყველა მხრიდან სანელებლები წაუსვათ. დატოვეთ 10 წუთით დასასვენებლად, რათა ლიმონმა და სანელებლებმა საკუთარი საქმე გააკეთოს.
- ამ დროის განმავლობაში, ფოლგის ან პერგამენტისაგან გააკეთეთ სპეციალური “ნავები”. ამ ნავებში რამდენიმე კოვზი გაყინული ბოსტნეული მოათავსეთ, მარილი მოაყარეთ და ზემოდან ორაგულის ნაჭერი დაადეთ.
- თევზი და ბოსტნეული 20 წუთით უნდა მოათავსოთ წინასწარ გახურებულ ღუმელში. თვალყური ადევნეთ მომზადების პროცესს, თევზი არ უნდა დაიწვას ან არ უნდა გამოშრეს.
წითელი თევზი ფოლგაში ახალი ბოსტნეულითა და როზმარინით
ზემოთ მოცემული რეცეპტის ვარიანტი განკუთვნილია ძალიან დაკავებული ადამიანებისათვის. რამე ხომ უნდა მოამზადო, როდესაც ბევრი საქმე გაქვს და სტუმრები უკვე გზაში არიან. ბევრი არაფერია გასაკეთებელი, უბრალოდ უნდა იყიდო თევზი და გაყინული ბოსტნეული. რამდენიმე მოძრაობა – და კერძი მზადაა. მაგრამ, შესაძლებელია თუ არა მისი მოდერნიზება, თუ ადამიანებს მეტი თავისუფალი დრო აქვთ. უდავოა, პასუხი დადებითი იქნება.თუ გსურთ, რომ თევზი ნამდვილად არომატული გამოვიდეს, მაშინ ის გრილზე უნდა მოამზადოთ. ამ შემთხვევაში, ჭურჭლის გარეცხვას ვერ გადაურჩებით, მაგრამ ეს ამად ღირს. მაშ ასე, გაზქურას გრილით ვანაცვლებთ, გაყინულ ბოსტნეულს კი – ახალი ბოსტნეულით. ბოსტნეულიც შეგიძლიათ შეწვათ გრილზე, თევზთან ერთად.
რომელი ბოსტნეული შევარჩიოთ? ასორტიმენტი საკამოდ მრავალფეროვანია. მაგალითად, შეგიძლიათ აიღოთ ბროკოლი ან ყვავილოვანი კომბოსტო, სოკო, ბულგარული წიწაკა, ახალი კარტოფილი, ყაბაყი ან ბადრიჯანი. მოკლედ, ნებისმიერი, რომელიც მოგესურვებათ. კერძს აუცილებლად უნდა დაამატოთ როზმარინის ტოტი, არომატისათვის. ფოლგაში ან გრილზე მომზადებული წითელი თევზი აუცილებლად მოეწონებათ თქვენს ძვირფას სტუმრებს.