რაჰათ-ლუქუმის ყიდვას აზრი არ აქვს, თუ ის თურქული არ არის, უმჯობესია, სახლში მოამზადოთ.

0
475

თუ თქვენ აღმოსავლური ტკბილეულის მოყვარული ხართ, გირჩევთ, თავად მოამზადოთ რაჰათ-ლუქუმი. ის ბევრად უკეთესი გამოდის, ვიდრე მაღაზიაში ნაყიდი!რაჰათ-ლუქუმი თურქულად ნიშნავს “ზეციურ სიამოვნებას” და ეს მართლაც ასეა. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში მოცემული რეცეპტით ის გამოდის ტკბილი, ნაზი, რბილი, ელასტიური და არომატული.

რჰხათ-ლუქუმი

ინგრედიენტები

  • 1 ს/კ შაქარი
  • 6 ჭიქა წყალი
  • 3 ს/კ სახამებელი
  • 0.5 ჭიქა თხილი ან ნუში
  • 0.5 ჭიქა შაქრის პუდრა
  • 4 ს/კ ფქვილი

მომზადების წესი

  1. შეგიძლიათ აიღოთ ნებისმიერი თხილეული, მაგრამ ჩემი ფავორიტია თხილი ან ნუში, ასევე საინტერესო გამოდის არაქისით. თხილი უნდა გასუფთავდეს და შუაზე გაიჭრას.
  2. გახსენით სახამებელი სამ ჭიქა ცივ წყალში, კარგად აურიეთ და დადგით 10 წუთის განმავლობაში.
  3. დანარჩენი სამი ჭიქა ჩაასხით ქვაბში, ჩაყარეთ შაქარი. მიიყვანეთ სიროფი ადუღებამდე, დროდადრო ურიეთ. დუღილის დრის მოხადეთ წარმოქმნილი ქაფი.
  4. შემდეგ ჩაუშვით სიროფში სახამებლიანი ნარევი და სწრაფად ურიეთ, დაუმატეთ თხილი, ადუღეთ შესქელებამდე – 15-20 წუთი დაახლოებით.
  5. შემდეგ უნდა მოამზადოთ ფორმა. წაუსვით ცხიმი და სწრაფად გადაიტანეთ მასზე მასა. უნდა გამოვიდეს 2-2.5 სმ. სიმაღლის მართკუთხა ფენა, მოუსწორეთ ზედაპირი და გააცივეთ ოთახის ტემპერატურაზე 7-8 საათის განმავლობაში.
  6. გაცივებული და გამყარებული რაჰათ-ლუქუმი დაჭერით კუბებად, ამოავლეთ შაქრის პუდრასა და სახამებელში. გემრიელად მიირთვით!

რჩევა რედაქციისგან: როგორც ხედავთ, ამ დესერტის მომზადებას ძალიან ცოტა ინგრედიენტები სჭირდება, შედეგი კი უბრალოდ გასაოცარია! არსებობს მოსაზრება, რომ რაჰათ-ლუქუმი განსაკუთრებით გემრიელი ხდება ერთი კვირის შემდეგ, მაგრამ მეეჭვება, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ვინმემ მისი შენახვა შეძლოს…წყლის ნაცვლად რაჰათ-ლუქუმი შეგიძლიათ გააზავოთ ხილის წვენით. თუ გამოიყენებთ მარწყვის წვენს, ის გამოვა წითელი, ან ვარდისფერი, ხოლო თუ გამოიყენებთ ფორთოხლის წვენს, მიიღებთ ნარინჯისფერს.

თქვენ გიყვართ რაჰათ-ლუქუმი? გაგისინჯავთ მისი ნამდვილი გემო? გაგვიზიარეთ კომენტარებში.