ღაბაბი ვეღარ გაბედავს გაჩენას, თუ ყოველ დილით პირსახოცით ამ რიტუალს ჩაატარებთ.

465

როგორ მოვიშოროთ ეფექტურად ღაბაბი? ბევრ ლამაზმანს აწუხებს ეს კითხვა. ზოგი თვლის, რომ ეს პიკანტური პრობლემა ჭარბ წონასთან არის დაკავშირებული. სხვები დარწმუნებულნი არიან, რომ ღაბაბის სპონსორი სხეულის არასწორი პოზაა. განსაკუთრებით, ოფისში მუდმივი მუშაობისა და უმოძრაო ცხოვრების წესის პირობებში, მაგრამ რეალურად რა გვიშლის ხელს ლამაზი სახის ფორმის მიღწევაში? რა დაგვეხმარება ამ სიტუაციიდან სწორი გამოსავლის პოვნაში?

როგორ მოვიშოროთ ეფექტურად ღაბაბი

ზოგადად, ღაბაბის გაჩენის მრავალი მიზეზი არსებობს და ამას შეიძლება ზოგიერთმა სამედიცინო მიზეზმა შეუწყოს ხელი. მაგალითად, ფარისებრი ჯირკვლის პრობლემებმა, ან სხეულის არასწორმა პოზამ. თუ ხვდებით, რომ უფრო სერიოზული გარემოებები შეიძლება იყოს მიზეზი, უნდა მიმართოთ ექიმს.

უნივერსალური მეთოდი – თქვენ შეგიძლიათ გაუმკლავდეთ ღაბაბს სველი პირსახოცით. დაასველეთ ის ცხელ მარილიან წყალში: 1 ჩაის კოვზი მარილი ერთ ჭიქა სითხეზე.  დარწმუნდით, რომ წყალი არ არის ძალიან ცხელი. ნებისმიერი კოსმეტიკური მანიპულაცია არ უნდა იყოს მტკივნეული ან უსიამოვნო.მასაჟის დროს საჭიროა პერიოდულად განაახლოთ პირსახოცის ტენიანობა. დაასველეთ და ოდნავ გაწურეთ. პირსახოცი სველი უნდა იყოს, მაგრამ წყალი არ უნდა გასდიოდეს. შემდეგ თქვენ უნდა დაიჭიროთ პირსახოცი კიდეებით და მსუბუქად მიირტყათ ნიკაპის შიდა მხარეზე.მირტყმებს შორის შეგიძლიათ ნიკაპი ხელით დაიმასაჟოთ და შემდეგ კვლავ გამოიყენოთ პირსახოცი. დაიმუშავეთ არა მარტო კისრის ცენტრალური ზონა, არამედ გვერდითი მხარეებიც. შეასრულეთ დაახლოებით 100 მირტყმა. მასაჟის დასრულებს შემდეგ წაისვით კანზე ყინულის კუბები, ან შეისხურეთ გრილი წყალი.

უცნაური ხელსაწყო – ღაბაბთან ბრძოლა შეგიძლიათ გუაშას საშუალებითაც. ამისათვის დაგჭირდებათ არა მხოლოდ ქვის მასაჟორი, არამედ სახის კანის მოვლის შრატი. ამ შრატის მცირე რაოდენობა წაისვით ყელზე და ნაზად შეიზილეთ  ნეფრიტის ფირფიტით. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ უმჯობესია გამოიყენოთ ქვის გუაშა და არა პლასტმასის.გუაშათი მასაჟის გაკეთების ინსტრუქციები შეგიძლიათ იხილოთ ინტერნეტში, ან YouTube-ზე. ამ თემაზე უამრავი ვიდეო არსებობს, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ასეთი მასაჟისთვის არსებობს უკუჩვენებებიც. მაგალითად, თუ კანზე აკნეა, მაშინ გუაშას გამოყენება არ შეიძლება.პრობლემური კანის მქონე ადამიანებს ემუქრებათ კიდევ უფრო მეტი გამონაყარის გაჩენა, თუ ისინი გამოიყენებენ ასეთ ფირფიტას. გარდა ამისა, ზედმეტმა ზეწოლამ შეიძლება დააზიანოს კანი და გამოიწვიოს სისხლჩაქცევები. ძალიან ფრთხილად იყავით ლიმფურ კვანძებთან ახლო ადგილებშიც.

რჩევა რედაქციისგან: რა სახის მასაჟიც არ უნდა აირჩიოთ, გახსოვდეთ, რომ განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ კანთან. ყველას სურს იყოს კარგ ფორმაში და ლამაზად გამოიყურებოდეს. თუმცა, ლამაზი სხეული ბევრ მოვლას მოითხოვს და ეს ერთ დღეში არ მიიღწევა. მოეპყარით თქვენს სხეულს ყურადღებით და სიყვარულით. თქვენ რას ფიქრობთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს