გამოუცდელი დიასახლისები ხშირად ერთსა და იმავე შეცდომებს უშვებენ კორნიშონის დამარინადებისას, თუმცა, უბრალოდ, რეცეპტის მიხედვით უნდა გაკეთდეს

405

გიყვართ კორნიშონის მარინადი? ეს ლამაზი, ზურმუხტისფერი პატარა კიტრები, ნამდვილად იპყრობს მრავალი ადამიანის ყურადღებას. მაგრამ, ისეთი გემრიელი უნდა მოამზადოთ, რომ მისი ჭამა ისევ და ისევ უნდოდეთ. ჩვენ უკვე ვიცით ამ დელიკატესის საიდუმლო და სწორედ, მას გაგიზიარებთ პაპარაცის დღევანდელ სტატიაში. ამ ზაფხულს აუცილებლად სცადეთ კორნიშონის დამარინადება, სწორედ ამ რეცეპტის მიხედვით.

კორნიშონის მარინადი

ყურადღებით შეარჩიეთ დასამარინადებელი კიტრი. გვესმის, რომ ყველას არა აქვს იდეალური ბოსტნეულის შერჩევის შესაძლებლობა, თუმცა უნდა ეცადოთ, რომ შეიძინოთ მხოლოდ მკვრივი, ხრაშუნა და სუფთა კიტრი. კიტრს არ უნდა ჰქონდეს არანაირი ლაქები, ნაკაწრები და დაზიანებები. სწორედ, ასეთი კორნიშონი გადაიქცევა გემრიელ მწნილად.შესაძლოა, ადრე თქვენ ძალიან გულგრილი იყავით კორნიშონის მარინადის მიმართ და ეს გასაგებიცაა, რადგან ისინი ხომ პატარებია და არც ისე თვალშისაცემი. თუ ეს მარინადი სახლში არ მოგიმზადებიათ, მაშინ ნამდვილად არ გეცოდინებათ, თუ რამდენად გემრიელი შეიძლება იყოს ის. ეს იმიტომ, რომ მაღაზიაში ნაყიდი კიტრი, მართლაც არ გამოირჩევა განუმეორებელი გემოთი. მარინადის ეს რეცეპტი კი სამუდამოდ შეგაცვლევინებთ წარმოდგენას კორნიშონზე.

იმისთვის, რომ კორნიშონი გემრიელი გამოვიდეს, აუცილებლად უნდა იზრუნოთ მარინადის მწვანილის კარგ ნაკრებზე. ამ ნაკრებში აუცილებლად უნდა შედიოდეს პირშუშხას ფესვები, ალუბლისა და მოცხარის ფოთლები, კამის ქოლგები და ოხრახუში. კიდევ რომელი ინგრედიენტები დაგვჭირდება? მოგითხრობთ დეტალურად.

ინგრედიენტები

  • კორნიშონი;
  • 1 ს.კ მარილი;
  • 2,5 ს.კ შაქარი;
  • 3 ს.კ ძმარი (9%);
  • წიწაკა ჩილი;
  • ნიორი;
  • მდოგვის მარცვლები;
  • წყალი.

მომზადების წესი

  1. კიტრი, აუცილებლად უნდა გააჩეროთ ცივ წყალში 4 – 5 საათის განმავლობაში. ამ დროის გასვლის შემდეგ, ბოსტნეული კიდევ ერთხელ უნდა გარეცხოთ. ეს რეცეპტი გათვლილია მწნილის ლიტრიანი ქილისთვის. კომპონენტების რაოდენობა შეგიძლიათ თქვენი სურვილის შესაბამისად დაარეგულიროთ.
  2. ქილა საჭიროებს სტერილიზაციას. როგორც კი ამას გააკეთებთ, სუფთა ქილის ძირზე დაალაგეთ ალუბლისა და მოცხარის ფოთლები, კამა, წიწაკა, მდოგვი. არ დაგავიწყდეთ პირშუშხას, დაფნის ფოთლისა და ჩილის დამატება. ქილა თანდათან შეავსეთ კორნიშონებით.
  3. კორნიშონის ქილაში ჩაასხით მდუღარე წყალი და ქილას თავსახური დააფარეთ. ასე გააჩერეთ 7 წუთის განმავლობაში. შემდეგ, ეს წყალი ცალკე ჭურჭელში უნდა გამოასხათ, დაამატოთ მარილი, შაქარი და უნდა მიიყვანოთ ადუღებამდე.
  4. გაითვალისწინეთ, რომ მარილისა და შაქრის რაოდენობა გათვლილია სწორედ 1 ლიტრიანი ქილისთვის და არა 1 ლიტრი სუფთა სითხისთვის. როგორც კი წყალი ადუღდება, ჩაასხით კორნიშონის ქილაში და ჩაამატეთ ძმარი. ამის შემდეგ, ქილა მოხუფეთ და ბნელ ადგილას მოათავსეთ.

რეცეპტი ძალიან მარტივია, თუმცა კორნიშონი ძალიან გემრიელი გამოდის და ბევრ მარილსაც არ საჭიროებს. თუ თქვენც ამზადებთ კორნიშონის მარინადს, მაშინ აუცილებლად გაგვიზიარეთ თქვენი რეცეპტიც.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს