ფეტვის სასუქი, რომელ მცენარეს უხდება და როგორ უნდა მოვამზადოთ იგი

104

პომიდორს მხოლოდ ორგანულ სასუქს ვაწოდებ. გასულ ზაფხულს საფუარით გამოვკვებე, წელს კი მარცვლეულის ბალზამი უნდა მივცე. ფეტვის სასუქი პომიდორისათვის სასარგებლოა, ადამიანისათვის კი – სრულიად უსაფრთხო. გადამოწმებულია მრავალი თაობის მიერ! პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში, საუბარია ფეტვის სასუქსა და მის მომზადების წესზე.ასეთ სასუქს, ჩემს სოფელში თითქმის ყოველი მეორე იყენებს. სწორედ, მეზობლისგან ვისწავლე მისი მომზადების ტექნოლოგია. ძალიან მარტივია, თუ იცი პროპორციები.

რატომ არის ფეტვის სასუქი ასეთი ეფექტური და როგორ მოვამზადოთ ის სწორად – პომიდორისათვის ფეტვის სასუქის მოსამზადებლად, 2 კგ ფეტვს უნდა დაასხათ 10 ლიტრი ნადგამი ან წვიმის წყალი. ნაყენი უნდა დაყენდეს მინიმუმ 4 დღის განმალობაში. შემდეგ, სითხე უნდა გადაწუროთ და უნდა ჩაამატოთ 200 გრამი ნაცარი. მორწყვის წინ, კონცენტრატი უნდა გააზავოთ წყლით, თანაფარდობით 1 : 1.გამოცდილი მებოსტნეები, ამ სასუქის გამოყენებას გვირჩევენ სეზონის განმავლობაში სამჯერ: პირველად – ყვავილობამდე, მეორედ – ნასკვების გამოჩენამდე. ბოლოს კი – ნაყოფის მოსხმის წინ.

ასეთი სასუქი თქვენი მცენარეების ძლიერ იმუნიტეტს უზრუნველყოფს, ნაყოფი კი მსხვილი და ტკბილი იქნება. ამას გარდა, სასუქი ნიადაგის შემადგენლობასაც გააუმჯობესებს. ის გახდება უფრო ფხვიერი და ნაყოფიერი.ფეტვის სასუქი ეფექტურია არა მხოლოდ პომიდორის, არამედ ბულგარული წიწაკის მოსაყვანადაც. თქვენ რით ანებივრებთ თქვენი ბოსტნის მცენარეებს, შემოდგომაზე უხვი მოსავლის მიღების მიზნით? გაგვიხარდება, თუ თქვენს გამოცდილებასაც გაგვიზიარებთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს