ერთხელ მაინც თუ ყოფილხართ თურქეთში, ნამდვილად შენიშნავდით საოცარ თურქულ მენტალიტეტს. ის რაღაცით ჩვენსას წააგავს, მაგრამ ხან ისე განსხვავდება, რომ გაოცებს. სხვა რელიგია, ისტორია, გეოგრაფიული მდებარეობა და კულტურა – გავლენას ახდენს აზროვნებასა და ცხოვრების წესზე.პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში თურქების რამდენიმე თვისებაზე ვისაუბრებთ. ზოგიერთი რამ შეიძლება მოგეწონოთ, ზოგი კი თქვენს გაკვირვებას გამოიწვევს. ამ ქეყანას მდიდარი ისტორია აქვს და საინტერესო ადათ-წესები გააჩნია.
აუჩქარებლად – ტიპური თურქული ქუჩა, ჩვეულებრივ, კაფეებითაა მოფენილი, რომელთა ტერასებზეც უამრავი ადამიანია. ისინი გაზეთს კითხულობენ, ყავას სვამენ, ჩილიმს ეწევიან, ერთმანეთს ესაუბრებიან და ნარდს თამაშობენ. და ეს ჩვეულებრივ სამუშაო დღეს! დიახ, თურქები მოზომილი ცხოვრებით ცხოვრობენ, ყოველი წუთით ტკბებიან და არსად არ ჩქარობენ. სწრაფი ტემპი, რომელსაც ჩვენ მიჩვეულები ვართ, მათთვის უცხოა. ცხოვრებისადმი ასეთი მიდგომის მეორე მხარე – არაპუნქტუალურობაა.
შავი თავსაბურავი – ჩვეულებრივ, ასეთი თავსახვევებით სტამბულში შუახნის მამაკაცები შეგხვდებიან. და არა, ესენი არ არიან უცნაური რიტუალების მქონე სექტის წევრები. უბრალოდ, თურქები ძალიან განიცდიან გამელოტებას და მდიდრული თმის დაკარგვას. სტამბულში კი უამრავი კლინიკაა, სადაც თმის გადანერგვა კეთდება.
სახელები პატარძლის ფეხსაცმლის ძირებზე – თუ როდესმე თურქულ ქორწილში დაგპატიჟებენ, დაუფიქრებლად დათანხმდით! თქვენ უამრავი საინტერსო წესის მოწმე გახდებით. მაგალითად, ჩვენ მიჩვეული ვართ, რომ პატარძალი ისვრის თაიგულს და ის გოგონა, რომელიც მას დაიჭერს, მის შემდეგ უნდა გათხოვდეს. თურქულ ქორწილში კი პატარძალი გასათხოვარი მეგობრების სახელებს თავისი ფეხსაცმელის ძირებს აწერს. ის გოგონა, რომლის სახელიც პირველი წაიშლება, მის შემდეგ გათხოვდება!
საკეისრო კვეთა – თურქი ქალები სულ უფრო ხშირად ირჩევენ საკეისრო კვეთის ჩატარებას, მაშინაც კი, როდესაც ამის არანაირი წინაპირობა არ არსებობს. საქმე ისაა, რომ თურქი გოგონები ბავშვობიდანვე სინაზისა და უსაზღვრო სიყვარულის ატმოსფეროში იზრდებიან და მათ უბრალოდ არ სურთ ტკივილის ატანა, ბუნებრივი მშობიარობის დროს. თურქი მამაკაცები ხშირად ესწრებიან მშობიარობის პროცესს და ფოტოებსაც კი იღებენ.
მეუღლეები ერთმანეთს სახელებით არ მიმართავენ – უცნაურია, მაგრამ თურქეთში მეუღლეები ერთმანეთს სახელებით არასოდეს არ მიმართავენ, ჩხუბის დროსაც კი. ამისთვის სპეციალური თურქული სიტყვები არსებობს, რომლებიც ითარგმნება, როგორც “ჩემო მზეო”, “ჩემო ანგელოზო”, “ჩემო სულო” და “ჩემო სიყვარულო”. თურქები თვლიან, რომ სახელები იმისთვის არის საჭირო, რომ მეგობრებს ან ნაცნობებს მიმართონ, ცოლს და ქმარს კი ასეთი ფორმალობა არ სჭირდება.
ბავშვების გარწევა – საყოველთაოდ ცნობილია, რომ თურქეთში ბავშვებზე ძალიან ზრუნავენ, უფრთხილდებიან და დიდი მოწიწებით ეპყრობიან. ისინი საკუთარ შვილებს არა ხელებით, არამედ კალთაზე დაწვენილებს არწევენ! სხვათა შორის, ეს მეთოდი შესანიშნავად მუშაობს. ამას გარდა, ხელები თავისუფალია და ბავშვიც შესანიშნავად ხედავს დედამისს.
ადგილობრივი კერძების დასახელებები – ზოგიერთი ტრადიციული თურქული კერძის დასახელებას დასცინიან არა მხოლოდ ტურისტები, არამედ თავად თურქებიც. როგორი იქნება თქვენი რეაქცია, როდესაც საკონდიტროში ნახავთ დესერტებს “ქალების ჭიპები” ან “საროსკიპოს დესერტი”. “ტყვიაგაუმტარ კოტლეტებზე” რას იტყოდით? აუცილებლად შეუკვეთეთ ასეთი სასაცილო დასახელებების მქონე კერძები, ისინი, ჩვეულებრივ, ძალიან გემრიელია.
დაბადების დღეები – ჩვეულებრივ, თურქეთში დიდი მასშტაბით მხოლოდ ბავშვების დაბადების დღეებს აღნიშნავენ. რატომღაც, ზრდასრული ადამიანები რესტორნებში არ იკრიბებიან და ერთმანეთს საჩუქრებს არ ჩუქნიან. ზრდასრული ადამიანის დაბადების დღე, ჩვეულებრივ, ვიწრო ოჯახურ წრეში აღინიშნება – ფინჯან ჩაის და დესერტთან ერთად. მეგობრებს, შეიძლება მხოლოდ მესიჯით მიულოცონ ხოლმე.
სისუფთავეზე გადარევა – თურქი ქალების უმრავლესობა თითქმის ყოველთვის სახლის დასუფთავებით არის დაკავებული. თურქები სისუფთავის მოყვარულები არიან და ამ მხრივ ძალიან პრეტენზიულებიც. მათ შეიძლება წყლის წვეთებიც კი არ მოეწონოთ, რომლებიც ონკანზე ჭურჭლის გარეცხვის შემდეგ დარჩება! ქალი, რომელიც თურქზე გათხოვებაზე ოცნებობს, შესაძლოა იმედგაცრუებული დარჩეს ამ სცენარით.
სასმელი წყლის შადრევნები – თურქულ ქუჩებში შეგიძლიათ ნახოთ სასმელი წყლის უამრავი შადრევანი. თქვენ იტყვით, რომ ეს გასაკვირი არ არის, რადგან ეს ქვეყანა ცხელი კლიმატით გამოირჩევა. მაგრამ, ეს შადრევნები, ხშირად, გარდაცვლილი ნათესავების ხსოვნისათვის არის გაკეთებული. ჩვეულებრივ, მათ ზემოთ არის დაფები ადამიანების სახელებით. ითვლება, რომ გამვლელები წყალს დალევენ და გარდაცვლილის სულისათვის ილოცებენ.
სხვანაირი ტუალეტი – ტრადიციული თურქული ტუალეტი ყველასათვის ნაცნობია: ხვრელი, კაფელით დაფარულ იატაკში. მის გვერდით, როგორც წესი, დასაბანი დოქია. მაგრამ, ასევე არის თანამედროვე თურქული ბიდე-ტუალეტებიც, რომლებშიც სპეციალური ონკანია ჩამონტაჟებული.
ხელებზე კოცნა – უფროსი თაობის მიმართ პატივისცემის გამოსახატავად საჭიროა ხელებზე მთხვევა და ხელის შუბლთან მიტანა. ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაკეთდეს უფრო უმცროსი ასაკის ადამიანების, ან თანატოლების შემთხვევაში. ასეთი ჟესტი თვითდამცირებად ჩაითვლება.
შეიძლება მოგატყუონ – ეჭვგარეშეა, თურქები კარგი მოვაჭრეები არიან. თურქულ მაღაზიაში იმასაც კი იყიდით, რაც არასოდეს დაგჭირვებიათ. მაგრამ, ფრთხილად იყავით: ზოგიერთმა გამყიდველმა, ტაქსის მძღოლმა ან სხვა პროფესიის წარმომადგენელმა, შეიძლება მოგატყუოთ.
თავსმოხვეული მეგობრობა – თურქები ხშირად ვერ ამჩნევენ პირად საზღვრებს. მათ შეუძლიათ ნებისმიერ დროს მოვიდნენ თქვენს სანახავად, მოწვევის გარეშე. შეუძლიათ ნებართვის გარეშე შეგეხონ თქვენ, შეეხონ თქვენს შვილებს, თქვენ ნივთებს და უტაქტო კითხვები დაგისვან. ისინი მუდამ განსაკუთრებულ ყურადღებაც აქცევდნენ უცხოელებს. მათ ამოძრავებთ ან ადგილობრივი ადათ-წესების სწავლების სურვილი, ან უბრალო ინტერესი.
სახლში ფეხსაცმლის გარეშე – თურქულ ბინებში ფეხსაცმლით სიარული მიღებული არ არის. კედები, სანდლები, ჩუსტები, ჯერ კიდევ ზღურბლამდე უნდა გაიხადოთ. ხშირად, ფეხსაცმელი პირდაპირ კორიდორში დევს ან სულაც, ქუჩაში. სახლის დიასახლისი მოგცემთ სახლის ჩუსტებს ან თქვენ შეგიძლიათ თქვენი ჩუსტები გაიყოლოთ.
არასოდეს მბეზრდება ამ საოცარი ქვეყნის შესწავლა, სადაც დასავლეთი ხვდება აღმოსავლეთს. ყოველი ჩემი იქ ჩასვლა – არის ახალი პატარა მოგზაურობა, რომელიც ფარდას ხდის საოცარ კულტურას. თქვენც თუ იცით თურქების საინტერსო ადათ-წესების შესახებ?