თანამედროვე სამყარო განსხვავდება იმისგან, რაც ადრე იყო. ჩვენი ბებია-ბაბუის თაობისთვის უცხო იყო გამოცდილების და ემოციების ერთმანეთისთვის გაზიარება. ბევრს ეშინოდა საკუთარი ინდივიდუალობის ჩვენების. დღეს კი, თითქმის ყველა ადამიანი თამამად საუბრობს თავის გრძნობებზე სოციალურ ქსელში და ახალი ნაცნობობის დროს, მზად არის დაუყოვნებლივ მოყვეს ყველაფერი თავისი ცხოვრების შესახებ. მაგრამ რამდენად ღირს ამის გაკეთება? დღეს პაპარაცის რედაქცია გიწვევთ სასაუბროდ ამ თემაზე. მოდით ვისაუბროთ იმაზე, თუ რატომ შეიძლება დააზიანოს ადამიანი ზედმეტმა გულახდილობამ.
გულღია ადამიანების სამყარო
ამ დროში ნამდვილად მოდური გახდა გულღიობა და გულახდილობა. ეს განსაკუთრებით იგრძნობა სხვადასხვა ბლოგერის მაგალითზე, რომლებიც გამომწერებს უზიარებენ თავისი პირადი ცხოვრების ყველა დეტალს. ამაში არც ტელევიზია ჩამორჩება. გაიხსენეთ, რამდენი სხვადასხვა სახის თოქ-შოუ გამოვიდა ბოლო წლებში. გადაცემის გმირები საკუთარ პრობლემებსა და განცდებზე საუბრობენ. ბევრი მზად არის იჩხუბოს ახლობელ ადამიანებთან პირდაპირ ეთერში და საერთოდ არ ფიქრობს ასეთი ქმედების შედეგებზე.ადრე ადამიანები ერთმანეთთან სულ სხვანაირად ურთიერთობდნენ. ისინი უფრო თავშეკავებულები იყვნენ და აწონ-დაწონებდნენ თითოეულ მათ ნათქვამს. ასე ვთქვათ, გულწრფელობის მოდა გამოჩნდა სოციალური ქსელების განვითარებასთან ერთად.
გარდა ამისა, შეიცვალა ურთიერთობა მშობლებსა და შვილებს შორის. თანამედროვე დედები და მამები ცდილობენ აღზარდონ შვილი ისე, რომ ბავშვი სრულიად ენდოს მათ და ეს ნიშნავს, რომ ახალგაზრდა თაობა ადრეული ასაკიდან იწყებს სხვანაირად აზროვნებას. ბევრისთვის მშობლები, უპირველეს ყოვლისა, მეგობრები ხდებიან, რომლებსაც აბსოლუტურად ყველაფერი შეგიძლია უთხრა.ერთის მხრივ, ეს მშვენიერია, რადგან ქცევის ასეთმა მოდელმა შეიძლება გადაარჩინოს ოჯახის წევრები მომავალში შესაძლო პრობლემებისგან. თუმცა, ამავდროულად, ეს შეიძლება იყოს სირთულეების მთავარი მიზეზი. ადამიანი ზედმეტად მიმნდობი ხდება, ამიტომ ის ადვილად საუბრობს ყველაფერს თავისი ცხოვრების შესახებ სხვა ადამიანებთანაც.
რაზე არ უნდა ვისაუბროთ ხალხში – არის რაღაცეები, რაზეც არ უნდა ესაუბროთ სხვა ადამიანებს. განსაკუთრებით მაშინ, თუ მათ პირველად ხედავთ. ჯერ ერთი, თქვენ ზუსტად არ იცით, ვისთან გაქვთ საქმე. რა მოხდება, თუ ეს ადამიანი თქვენს სიტყვებს გამოიყენებს თქვენს წინააღმდეგ? მეორეც, გულის გადაშლა უცნობი ადამიანისთვის, უცნაური ქცევაა.მაგალითად, არ არის საჭირო პირადი ცხოვრების დეტალების გაზიარება, ასევე საუბარი იმ პრობლემებზე, რომლებსაც გაუძელით. ცალკე ტაბუდადებული თემაა მშობლები. შესაძლოა, რთული ბავშვობა გქონდათ. ხდება, რომ მშობლებსა და შვილებს შორის ურთიერთობა იდეალურისგან შორს არის. მაგრამ რაც არ უნდა ცუდი იყოს შენი დედ-მამა, სხვა ადამიანთან საუბრისას მათზე ნეგატიური კონტექსტი არ არის სწორი.
თანამოსაუბრეს შეიძლება უბრალოდ არ ესმოდეთ თქვენი, რადგან თავად მას არასოდეს ქონია მსგავსი პრობლემები. შედეგად ორივე მათგანი აღმოჩნდებით უხერხულ მდგომარეობაში, რადგან დიალოგის შემდგომი მიმდინარეობა ჩიხში შევა. თუ ნამდვილად გჭირდებათ გულის გადაშლა, უმჯობესია ფსიქოლოგთან მიმართოთ. ის აუცილებლად დაინტერესდება თქვენი მდგომარეობით და დაგეხმარებათ რთული სიტუაციიდან თავის დაღწევაში.თუ გარშემომყოფებს გამუდმებით უყვებით თქვენს ცხოვრებაზე, შეიძლება ამით უბედურება მიიზიდოთ. როგორც წესი, ასეთი საუბრები საკმაოდ დიდ რესურსს მოითხოვს. გამოდის, რომ თქვენ ხარჯავთ ენერგიას და შინაგან ძალას, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ იგივე რაოდენობის რესურსი დაიბრუნოთ. ყველაზე ერთი შეხედვით ახლო მეგობარსაც კი არ შეუძლია ყოველთვის გაიზიაროს მთელი სიხარული ან ტკივილი, რასაც განიცდით.
რჩევა რედაქციისგან: რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ უნდა იცხოვროთ ჩაკეტილი ცხოვრების წესით და გახდეთ გულდახურული ადამიანი. უბრალოდ ფხიზლად იყავით და აკონტროლეთ, თუ რას ამბობთ და ვისთან. პირადი ცხოვრება, ჯანმრთელობა, მშობლებთან ურთიერთობა და ფინანსური მდგომარეობა არ არის ის საკითხები, რაზეც ყველასთან უნდა ისაუბროთ.
ეცადეთ, თავი თანამოსაუბრის ადგილას დააყენოთ, როცა ვინმეს სულის გადაყრა გსურთ. თუ გრძნობთ, რომ აქ და ახლა გჭირდებათ საუბარი, მიმართეთ დახმარებისთვის სპეციალისტს. მერწმუნეთ, ეს არის ერთადერთი სწორი გამოსავალი, რომელიც არ გამოიწვევს სხვა პრობლემების გაჩენას. თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხზე? გაგვიზიარეთ კომენტარებში.