ვარსკვლავური ბიბლიის შემადგენელი 18 წესი თავის მოსავლელად.

269

მაკიაჟი საათზე მეტ დროს გართმევთ? ტუჩებს სირბილით იღებავთ? paparazzi-ის რედაქციის მიერ შემოთავაზებული ბიუთი-ხრიკები დაგეხმარებათ დროის ეკონომიაში, შეგინარჩუნებთ ჯანსაღ იერს და მომხიბვლელობას.

18 ბიუთი-ხრიკი სილამაზისთვის

1. თქვენ გაოცებული იქნებით, როდესაც გაიგებთ, რომ თქვენი პარფიუმის არომატი უფრო მძაფრი იქნება, თუკი მას მხრებსა და ზურგზე დაისხამთ. ამასთანავე თქვენი პარტნიორი ჩახუტებისას ან კოცნისას აღფრთოვანებული დარჩება!

2. ზაფხულში მაკიაჟი, რომ თანაბრად დაიტანოთ კოსმეტიკის გამოყენების წინ სახე ყინულის კუბებით გაიხეხეთ .

3. წარბების ფორმის დახატვისას ნუ შეეცდებით აბსოლიტური სიმეტრიის შექმნას: წარბები დები არიან და არა ტყუპები.

4. უარი თქვით შავ ლაინერზე, რადგან ის ვიზუალურად აპატარავებს თვალს. ნებისმიერი სხვა ფერი კი მას უფრო დიდს და მეტყველს გახდის.

5. ხშირი წამწამების ეფექტის მიღება პატარა ხრიკის წყალობით შეგიძლიათ. შეიღებეთ წამწამების ფესვებს შორის კანი შავი ლაინერით ან კაიალით

6. წითელი და ვარდისფერი ფერის ფრჩხილის ლაქი ყოველთვის აკურატულად გამოიყურება

7. თმები გაშრობას ზედმეტად დიდხანს უნდება, ხოლო ფენი ხელთ არ გაქვთ? შეიხვიეთ თმები ბამბის მაისურით, ის პირსახოცზე უკეთ შეიწოვს სისველეს.

8. კულულები დაიხვიეთ სახიდან წინ მიმართულებით — ამგვარად ხვეულები მაქსიმალურად გაუსვამენ ხაზს სკულპტურულ მახასიათებლებს.

9. ყველას დაუშვია ეს შეცდომა! ტუჩსაცხის ფერსა და ტექსტურას იდაყვზე კი არა, თითის ბალიშებზე ამოწმებენ. სხეულის სწორედ ამ ნაწილის ფერია ახლოს ტუჩის ფერთან.

10. წამოზრდილი ფრჩხილები, გელ-ლაკის საფარი შეგიძლიათ შენიღბოთ. მცირეოდენი გამჭვირვალე ლაკი ბლესკთან ერთად, ფრჩხილის ფუძესთან აკურატულად დამალავს მანიკურის სირცხვილს.

11. თმები “ალოკილი” მოეჩვენებათ, თუ სწორად გაიყოფთ მას. ხოლო ირიბი — სასწაულს მოახდენს და ვარცხნილობას მოცულობას მიანიჭებს.

12.  დასაკრობი წამწამები — ეს 2005 წ. გლამურული თოჯინების გასართობია. არსებობს უამრავი პროცედურა რომელიც შესანიშნავ ეფექტს მოგცემთ, – წამწამების ლამინირება და დახვევა.

13. თუ თქვენ ტალღოვანი თმა გაქვთ, გაიშრეთ ისინი, ორი მხრიდან პირსახოცის დაჭერით. მოერიდეთ მხეხავ მოძრაობებს.

14. ყველა ქალბატონს უნდა ჰქონდეს სწორედ ის წითელი ტუჩსაცხი, რომლითაც ისარგებლებენ განსაკუთრებულ შემთხვევებში. იდეალური მაკიაჟი საკუთარ თავში დარწმუნებული ქალბატონებისათვის!

15. გულდასმით გაიწმინდეთ კანი, გამოიყენეთ სპეციალური ჯაგრისი ან ღრუბელი. უამრავი ადამიანი არასათანადოდ აფასებს ამ მეთოდს. შეეცადეთ ეს პროცედურა კვირის განმავლობაში ჩაიტაროთ და თქვენ იხილავთ თუ როგორ გაუმჯობესდება თქვენი კანის მდგომარეობა.

16. ხანდახან სულ ახალი ტუშიც სქელდება ხოლმე. არ არის პრობლემა! უბრალოდ მოათავსეთ ის 10 წუთით, ცხელი წყლით სავსე ჭიქაში.

17. ნუ დაიტანთ ბზინვარე კოსმეტიკას ნაოჭებიან არეზე, რადგან ამგვარად ისინი უფრო შესამჩნევი გახდება.

18. ნაოჭების გაჩენის შესაფერხებლად, დაკავდით სახის იოგით. შეასრულეთ მარტივი ვარჯიშები: თითით აზიდეთ წარბები მაქსიმალურად ზემოთ, შემდეგ გვერდებზე და დააბრუნეთ საწყის პოზიციაზე. ასევე სასარგებლოა ქუთუთოების მასაჟი, აზიდეთ ისინი თითით ზემოთ, შემდეგ კი დაუშვით ქვემოთ.

ჩემთვის მაკიაჟის ეს საიდუმლოებები შეუცვლელი დამხმარე გახდა ყოველდღიური თავის მოვლის პროცედურებისას! თითქოს და ეს რამდენიმე ხრიკი იყო სილამაზისთვის, მაგრამ რამდენად სასიამოვნო და მიმზიდველი შეიძლება გახდე მათი წყალობით.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს