ბევრმა ჩვენგანმა უკვე მოიმარაგა შორტები ზაფხულისთვის. გარდერობის ამ ელემენტის გარეშე ცხელ და მზიან ამინდში ძალიან დაგვცხება. პაპარაცის ამ სტატიაში ვთავაზობთ სასარგებლოს სასიამოვნოსთან შერწყმას და პირსახოცებისგან ხელნაკეთი შორტების შექმნას.
საზაფხულო შორტები
სოციალურ ქსელებში ასეთი შორტები ნამდვილ მოდურ აღმოჩენად იქცა. ის იყიდება პატარა ონლაინ მაღაზიებში. ხალხი სიამოვნებით ყიდულობს და ტოვებს აღფრთოვანებულ მიმოხილვებს. ზოგი წერს, რომ იდეა საკმაოდ სახალისოა და რატომაც არ უნდა ჩავატაროთ ჩვენც ეს ექსპერიმენტი? მითუმეტეს, თუ სახლში ძველი პირსახოცები დაგვიგროვდა.
საინტერესო ქმნილება – ყველას გექნებათ სახლში პირსახოცები, რომელსაც აღარ იყენებთ, მაგრამ გადაყრაც გენანებათ. მართლაც, რატომ უნდა გადაყაროთ, როცა შეიძლება მეორე სიცოცხლე აჩუქოთ ნივთს? გარწმუნებთ, რომ ეს არ არის რთული საქმე და ნამდვილად ღირს შრომად.მოკლედ, მოიმარაგეთ პირსახოცი, მაკრატელი, ძაფები, რეზინა, სახაზავი, მარკერი. შეგიძლიათ ინტერნეტში მოიძიოთ შორტის თარგი, ან გარისკოთ და თავად დახატოთ. თუ სახლში საკერავი მანქანა გაქვთ, ჩათვალეთ გაგიმართლათ, რადგან საქმეს უფრო სწრაფად გააკეთებთ. თუ არ გაქვთ, არც ეგ არის პრობლემა და ხელითაც მოახერხებთ.უმჯობესია, აიღოთ დიდი პირსახოცი. დახაზეთ მასზე თარგი, ამოჭერით და შეკერეთ. უფრო ხელმარჯვე ქალებს კი შეუძლიათ შექმნან ასეთი შორტები პატარა პირსახოცებისგან.
ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი ხელით – აიღეთ ზომები იმ მოდელისგან, როგორიც გსურთ რომ გამოვიდეს თქვენი ორიგინალური შორტები. ეს ზომები მონიშნეთ გაშლილ პირსახოცზე, დატოვეთ 1 სმ-ით მეტი ნაწილი. ზემოთ უნდა მოაქციოთ ის ნაწილი, რომელზეც საბოლოოდ დამაგრდება რეზინა.დაიწყეთ შორტის კერვა შიდა მხრიდან. შეეცადეთ არ გააკეთოთ ძალიან დიდი ნაკერები, გირჩევთ ფართო ტოტების გაკეთებას, რათა კომფორტული იყოს და კანს არაფერი უშლიდეს ხელს სუნთქვაში. როგორც კი დაასრულებთ შორტის ორი ნაწილის კიდეების შეკერვას, ჩადეთ მასში რეზინა.
სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ შორტებს გარე ჯიბეებიც დააკეროთ. ამისთვის გამოდგება დარჩენილი პირსახოცის ნაჭრები. სხვათა შორის, თუ ფანტაზიას მეტ თავისუფლებას მისცემთ, შეგიძლიათ ასეთი შორტები ნამდვილ ხელოვნების ნიმუშად აქციოთ. მაგალითად, ნუ გააკეთებთ იდეალურ ნაკერებს, შეურიეთ ფერადი ქსოვილები. ან საერთოდ შორტების მაგივრად შექმენით ქვედაბოლო.
უნიკალური შორტები – გარდერობის ამ ელემენტის სილამაზე არა მხოლოდ მის უნიკალურობაშია, არამედ კომფორტულობაში. განსაკუთრებით, თუ თქვენ უნდა იმუშაოთ. ვთქვათ, ბოსტანში, ან ყვავილების ბაღში. ასეთ შორტებში კანი სუნთქავს და საჭიროების შემთხვევაში, ხელების გასაწმენდადაც არ დაგენანებათ. გარდა ამისა, ასეთი შორტები მხოლოდ თქვენ გექნებათ და მეზობლებს შეშურდებათ შენი ოქროს ხელების. სცადეთ და გაგვიზიარეთ ფოტოები კომენტარებში.