“მე მომწონს ორსულად ყოფნა!” დიდი ბრიტანეთის ყველაზე ნაყოფიერი სუროგატი დედის მოულოდნელი აღიარება

430

პრესაში კეროლ ჰორლოკს ხშირად მოიხსენიებენ, როგორც ყველაზე “ნაყოფიერი” სუროგატი დედა დიდ ბრიტანეთში. ვიღაც ამ ტიტულს ირონიით ამბობს, სხვა კი – პატივისცემით. თვითონ კეროლი დარწმუნებულია, რომ სამყაროს უკეთესობისკენ ცვლის. ქალის 15 ბავშვიდან მხოლოდ ორი ქალიშვილია მისთვის ღვიძლი შვილი.

დანარჩენები ჰორლოკმა იმისთვის გააჩინა, რომ უშვილო წყვილებისთვის მიეშვილებინა. დიდი ბრიტანეთის პირველი სუროგატი დედის ძალისხმევით, ახლა 9 ოჯახი ბედნიერად, სრულყოფილად ცხოვრობს.

თვითონ კეროლის ცხოვრებას მარტივს ვერ ვუწოდებთ. მისი პირველი ქალიშვილი, სტეფანი, მას “იღბლიანი შემთხვევითობის” შედეგად გაუჩნდა. ქალი ღიმილით ყვება, რომ 21 წლის ასაკში დაქორწინებისას, ფეხმძიმობას საერთოდ არ გეგმავდა. ახლა ქალი თვლის, რომ მისი ორი ქალიშვილი ღვთისგან ბოძებული საჩუქარია.

კეროლი იხსენებს: მისი ფეხმძიმობა ყოველთვის მარტივად მიმდინარეობდა და მისთვის ეს პერიოდი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი დრო იყო. ექიმები ამბობდნენ, რომ ჰორლოკის ორგანიზმი იდეალურადაა მოწყობილი ბავშვების გაჩენისთვის. ამიტომ, როცა ქალმა სუროგატული დედობის შესახებ გაიგო, ძალიან გაუხარდა.

თითოეულ ოჯახზე, რომელთაც კეროლი ეხმარებოდა, მას დიდხანს შეუძლია საუბარი. ერთ-ერთ ქალს, რომელმაც დასახმარებლად სუროგატ დედას მიმართა, რამდენიმეჯერ მოშორდა ბავშვი. სხვები უშედეგოდ ცდილობდნენ შვილის გაჩენას მთელი 23 წლის განმავლობაში. მესამე ნაწილმა კი თავიდან სხვა სუროგატ დედას მიმართა, თუმცა მას მოულოდნელად მოუნდა ბავშვის დატოვება თავისთვის.

ჰორლოკის ღვიძლი შვილები ყოველთვის მხარს უჭერდნენ მშობელს მის წამოწყებაში. როცა კეროლმა პირველად აჩუქა ბედნიერება სხვა ოჯახს, სტეფანი 5, ხოლო მეგანი 2 წლის იყო. თუმცა, უკვე ამ ასაკშივე აღტაცებით მიიღეს მათ ის ამბავი, რომ დედა ამ სახით დაეხმარებოდა სხვებს.

ახლა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სუროგატი დედის “კარიერა” დასასრულს მიუახლოვდა. ექიმებმა კეროლი გააფრთხილეს, რომ მისი ორგანიზმის რესურსები იწურება. მხოლოდ ამ სიახლემ აიძულა ქალს შეჩერება.

თქვენ რა აზრის ხართ სუროგაციასთან დაკავშირებით?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს