ბევრი ადამიანი, ხელზე შემოხვეულ წითელ ძაფს იყენებს, როგორც ბოროტი თვალის საწინააღმდეგო თილისმას, მაგრამ ყველამ არ იცის, რომ შემოსასვლელი კარის სახელურზე მიბმულ იმავე ძაფს კიდევ უფრო მეტი ძალა აქვს. განსაკუთრებით, თუ ერთ ძლიერ ფრაზას წარმოთქვამთ. ეს გამიზიარა ერთმა ბალახეულით მკურნალმა ბებიამ, რისთვისაც დიდი მადლობა მას!პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში მოგითხრობთ, რა შეუძლია წითელ ძაფს, ბოროტების საწინააღმდეგო ყველაზე ძლიერ ამულეტს. მე არა მარტო ხელზე ვიკეთებ, არამედ ყველგან ვკიდებ!
წითელი ძაფი ხელზე
მეზობელს უყვარს ჩემი კარის სახელურის გულიანად მოქაჩვა. სულ ვფიქრობდი, რატომ აკეთებდა ამას… მაგრამ, თურმე, ქვეცნობიერად ჩვენს სახლზე ყრიდა თავის ნეგატივსა და შურს. და მართლაც, იყო პერიოდი, როცა რაღაცეები კარგად ვერ იყო და სახლში ატმოსფერო ნამდვილად არ იყო ჰარმონიული და მშვიდობიანი.ეს ყველაფერი ასე გაგრძელდებოდა და უცნობია, რამდენად შორს წავიდოდა, რომ არა ეს რჩევა წითელი ძაფით. ნეგატივთან გამკლავების ამ მარტივი, მაგრამ ეფექტური ხალხური მეთოდის ჯადოსნური თვისებები დიდი ხანია ცნობილია.
წითელი ძაფი აცილებს ადამიანს მისკენ მიმართულ მთელ უარყოფით ენერგიას, იცავს ბოროტი თვალისა და ჯადოსაგან, ცუდი ზრახვებისგან, მოტყუებისგან, მლიქვნელობისაგან, ინტრიგებისგან, ბნელი ჯადოქრობისაგან და უბრალოდ ბოროტი ადამიანებისგან. იცავს სიღარიბის, წარუმატებლობის და სნეულებებისგან. მისი თვისებების წყალობით, ბევრი საკუთარ შვილებსაც კი იცავს.თავად წითელი ფერი – ცეცხლის ფერია, რომელსაც შეუძლია მოიგერიოს ბოროტება და ნეგატივი.
არსებობს ერთი მარტივი გზა წითელი ძაფისგან ამულეტის გასაკეთებლად, რომელსაც შეუძლია დაიცვას არა მხოლოდ ადამიანი, არამედ სახლი, მაღაზია ან ოფისი.აუცილებელია, დღის პირველ ნახევარში, სასურველია დილით, ნებისმიერი წითელი ძაფის აღება. შეკარით იგი შესასვლელი კარის სახელურზე შიგნითა მხრიდან. ძაფის ბოლოები მოჭერით, დატოვეთ 1 სანტიმეტრი. ორივე ბოლო მარჯვენა ხელში დაიჭირეთ და შემდეგი სიტყვები წარმოთქვით: ”ვინც აქ შემოდის, ბოროტებას ზღურბლს მიღმა ტოვებს. ჭეშმარიტად”.ამ სიტყვების შემდეგ ნებისმიერი ბოროტება მოიკვეთება, ვერანაირი ნეგატივი ვერ შემოაღწევს თქვენს სახლში ან მაღაზიაში. ეს რიტუალი შეიძლება განმეორდეს, როდესაც ძაფი გამოუსადეგარი გახდება ან ფერს დაკარგავს.
რედაქციისაგან: ითვლება, რომ წითელი ძაფი იცავს მის მფლობელს ნეგატივის, სიძულვილის, ბოროტი თვალისა და შურისგან.ეს სამაჯური ასევე იზიდავს წარმატებასა და კეთილდღეობას. თუ ასეთ ძაფს შემოსასვლელ კარზე მიაბამთ, მაშინ უბედურება გვერდს აუვლის თქვენს სახლს ან სამსახურს.ზუსტად არ ვიცი ეს როგორ მუშაობს. ამის მეცნიერული მტკიცებულებები არ არსებობს, მაგრამ მეჩვენება, რომ აქ მთელი აზრი ძაფში კი არ არის, არამედ ადამიანის რწმენაშია. ადამიანს სჯერა, რითაც გამოიმუშავებს ენერგიას სასურველის მისაღებად და რიტუალი იწყებს მუშაობას.
თქვენც ატარებთ წითელ ძაფს? გჯერათ მისი მოქმედების?