ბაზარში ყველაზე მაგარ ატმებს დავეძებ, რათა მოვამზადო არომატული მურაბა, რომელიც ახალ ხილზე უფრო გემრიელი გამოდის

257

შეიძლება თუ არა, რომ ტკბილმა ატამმა მაღაზიაში ნაყიდი არც თუ ისე ჯანსაღი კანფეტები ჩაგვინაცვლოს? რა თქმა უნდა. თანამედროვე ტკბილეული ყოველთვის ვერ დაიკვეხნის იდეალური შემადგენლობით. მარტივად რომ ვთქვათ, უმჯობესია ისინი ბავშვებს საერთოდ არ მივცეთ. ამ დროს ბუნებრივი ხილი და კენკრა დაგვეხმარება. წარმოიდგინეთ, როგორი გემრიელი ატმის მურაბა შეგიძლიათ მოუმზადოთ თქვენს საყვარელ შვილებსა თუ შვილიშვილებს. დღეს, პაპარაცის რედაქციამ მოგიმზადათ ფანტასტიკური რეცეპტები, რომლებიც აუცილებლად უნდა სცადოთ.

ტკბილი ატამი

ამ სტატიაში გთავაზობთ მურაბის ორ რეცეპტს, ატმის მურაბის და ვაშლატამის მურაბის. მურაბისთვის ხილის არჩევისას ყურადღება მიაქციეთ მათ ფორმასა და ტექსტურას. შეიძინეთ მწიფე, მაგრამ არა ძალიან რბილი ატამი და ვაშლატამა. მომზადების დროს რბილი ხილი შეიძლება ჩაიშალოს და ფაფად იქცეს.მაღაზიაში ან ბაზარში ატამი ნაზად მოსინჯეთ თითით. თუ ნაყოფი მკვრივი და ოდნავ მყარია, მაშინ იდეალურია მურაბის დასამზადებლად. შეგიძლიათ ოდნავ მომწვანო ატამიც კი შეიძინოთ. ის მაინც ტკბილი იქნება, რადგან რეცეპტში შაქარია და ატამი კი მომზადების პროცესში არ გაფუჭდება.

ინგრედიენტები

  • 2 კგ ატამი;
  • შაქარი 1,2 კგ;
  • ვანილის ექსტრაქტი;
  • წყალი.

მომზადების წესი 

  1. ატამი კარგად გარეცხეთ ცივი წყლით და ნაჭრებად დაჭერით. ზომა თავად განსაზღვრეთ. ნაყოფი შეგიძლიათ დაჭრათ მხოლოდ ოთხ ნაწილად ან შეგიძლიათ დაჭრათ უფრო პატარა ნაჭრებად. გააკეთეთ ისე, როგორც უფრო მოგწონთ.
  2. სქელ ძირიან ქვაბში ჩაასხით წყალი და ჩაამატეთ შაქარი. ჯერ სიროფი უნდა მომზადდეს. როგორც კი შაქრის კრისტალები მთლიანად დაიშლება, შეგიძლიათ ჩაყაროთ ხილის ნაჭრები. ატამი, ასევე გამოყოფს საკმარისი რაოდენობის სიროფს, ამიტომ ბევრი წყალი არ დაგჭირდებათ.
  3. მურაბა უნდა მოხარშოთ სამი გამეორებით – 8 საათიანი ინტერვალით. ხილი მიიყვანეთ ადუღებამდე და გაზქურა გამორთეთ. გაიმეორეთ კიდევ ორჯერ. როგორც კი ატამი ადუღებას დაიწყებს, ძალიან ნაზად მოურიეთ, რათა ხილის ნაჭრები არ დაზიანდეს. მომზადების ბოლო ეტაპამდე, არომატის მისაცემად, უნდა დაამატოთ ცოტაოდენი ვანილის ესენცია.

ბიუჯეტური ვარიანტი

ინგრედიენტები

  • 1 კგ ვაშლატამა;
  • 1 კგ შაქარი;
  • 200 მლ წყალი;
  • 2 ს.კ ლიმონის წვენი.

მომზადების წესი

  1. ვაშლატამა ისევე შეარჩიეთ, როგორც ატამი. ის არ უნდა იყოს ზედმეტად რბილი, მაგრამ არც ზედმეტად მყარი. დაჭერით პატარა ნაჭრებად, თითოეული დაახლოებით 2 სმ სისქის.
  2. შემდეგ, უნდა მოამზადოთ სიროფი. მისი მომზადების პრინციპი იგივეა, რაც მურაბის პირველ რეცეპტში. ურიეთ შაქარი და წყალი იქამდე, სანამ შაქრის კრისტალები მთლიანად არ დაიშლება. როგორც კი გაზქურას გამორთავთ და სიროფს ოდნავ გააგრილებთ, დაუმატეთ ლიმონის წვენი. ის ხელს შეუწყობს იმას, რომ ვაშლატამამ უკეთ შეიწოვოს სიტკბო, ფორმის დაკარგვის გარეშე.
  3. მოათავსეთ ვაშლატამის ნაჭრები ჯერ კიდევ თბილ სიროფში და დატოვეთ ასე ერთი დღე-ღამის განმავლობაში. დროდადრო ურიეთ. თავსახური ჯობია არ დააფაროთ. საკმარისი იქნება თუ ქვაბს დააფარებთ მსუბუქ ქსოვილს ან მარლას.
  4. იგივე უნდა გაიმეოროთ კიდევ ორჯერ. უნდა ჩართოთ გაზქურა, მიიყვანოთ ვაშლატამა ადუღებამდე, გამორთოთ და დატოვოთ ერთი დღე-ღამის განმავლობაში, არ დაგავიწყდეთ მორევა. მესამე, ანუ ბოლო ჯერზე, ნელ-ნელა უნდა აორთქლდეს სითხის დაახლოებით 20%. ამას დაახლოებით 30 წუთი დასჭირდება, დაბალ ცეცხლზე ხარშვისას.

ტკბილი ატამი დაუვიწყარი დელიკატესისათვის – ეს მურაბა შეგიძლიათ შეინახოთ მაცივარში, ჩვეულებრივ ქილებში. ის ფორმას შესანიშნავად ინარჩუნებს ოთახის ტემპერატურაზეც, შაქრის დიდი რაოდენობის გამო. ატმის ან ვაშლატამის მურაბა შეგიძლიათ მიირთვათ ცალკეც და ასევე გამოიყენოთ ტორტების, ნამცხვრების და კოქტეილების მომზადების დროს.ჩვენ კი გთავაზობთ თქვენი პატარებისათვის ნამდვილი დღესასწაულის მოწყობას. მაგალითად, ატმის მურაბა იდეალურად მოუხდება ასეთი დღესასწაულის მენიუს. დაალაგეთ ყველაზე ლამაზი სერვისი და ლამაზ ჭიქებში არომატული ჩაი დაასხით. მიიტანეთ ატმის მურაბა, ახალი ხილი, ნაღები და შოკოლადი. გარწმუნებთ, რომ პატარები აღფრთოვანებულები იქნებიან და ეს დღე აუცილებლად დაამახსოვრდებათ მთელი ცხოვრების მანძილზე.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს