გარესამყაროს ცვლილებები გარდაუვალია. მრავალი ექსტრასენსის, ტაროლოგისა და ნუმეროლოგის მტკიცებით, ეს უკვე დაწყებულია. 2022 წელი ათვლის წელია. რთულია ამასთან შეკამათება მსოფლიოში მიმდინარე დღევანდელი მოვლენების გათვალისწინებით. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გავაანალიზებთ იმ ინფორმაციას, რომელიც ვედების ექსპერტმა ვლადიმირ დრევსმა მოგვაწოდა.
გარესამყაროს ცვლილება
დრევსი აცხადებს, რომ კაცობრიობის ყველა წარმომადგენელი ახლა ძილის მდგომარეობაში იმყოფება. ჩვენ ყველას გვძინავს და ყველა ხედავს რეალობის საკუთარ ნაწილს. ამიტომაა, რომ ადამიანების ხედვა ასეთი განსხვავებულია. გარკვეული რელიგიის თითოეული მიმდევარი ფიქრობს, რომ ჭეშმარიტება შეიცნო, მაგრამ ის მხოლოდ ფაზლის მცირე ნაწილს ხედავს.ვლადიმირ დრევსი მოგვითხრობს საინტერესო მეტაფორულ ისტორიას. სამ ადამიანს, რომლებსაც სპილო არასდროს უნახავთ, თვალებს უხვევენ და სპილოსთან შეხების უფლებას აძლევენ. შემდეგ, მათ სთხოვენ ცხოველის აღწერას. თუმცა კითხვაზე, რა არის სპილო, ყველა განსხვავებულად პასუხობს. ვინც სპილოს ხორთუმს შეეხო, ამბობს, რომ სპილო შლანგია. ვინც გვერდს შეეხო, ამბობს, რომ სპილო კასრია. და ადამიანი, რომელიც კუდს შეეხო, აცხადებს, რომ სპილო არის თოკი. თითოეული ადამიანი თავისებურად მართალია, მაგრამ ყველა ხედავს სიმართლის მხოლოდ ერთ ნაწილს.
როგორ მოვემზადოთ გარესამყაროს ცვლილებებისათვის – ვლადიმირ დრევსი თვლის, რომ მსოფლიო ცვლილებებისათვის მთავარი მზადება ცნობიერების გაღვიძებაში მდგომარეობს. ადამიანები, რომლებმაც ამ გამოღვიძებას მიაღწიეს, განთავისუფლდნენ მიჯაჭვულობისაგან, სიხარბისაგან და ყველაფრისაგან, რაც მათ ხელს უშლიდა სიმშვიდისა და ნამდვილი ბედნიერების მოპოვებაში.ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ გააცნობიერონ თავიანთი ნამდვილი ბუნება, გულგრილები ხდებიან მატერიალურ სამყაროში მიმდინარე ცვლილებების მიმართ. რა არის ადამიანის ნამდვილი არსი? ის ღმერთის ნაწილია. ის მარადიულია, არასოდეს დაბადებულა და, შესაბამისად, ვერ შეწყვეტს არსებობას. მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ჩვენს მატერიალურ გარსს არც თუ ისე დიდი მნიშვნელობა აქვს.
გამოღვიძებასთან ერთად მოდის უშიშრობა. ადამიანებს, რომლებმაც საკუთარი თავი მარადისობის ნაწილად გააცნობიერეს, ძლიან ცოტა რამის თუ ეშინიათ. ყველაფერი, რაც შეიძლება მოხდეს, დაემართება არა მათ, არამედ მხოლოდ მათ მატერიალურ გარსს. შიში ქრება და ადამიანი იწყებს ამ სამყაროს სხვა თვალით ხედვას. სიხარბე, შური და სხვა დაბრკოლებები ქრება სინამდვილისაკენ მიმავალ გზაზე. ადამიანი იწყებს ბუნების, ხეების და მის გარშემო არსებული ბუნებრივი სამყაროს შემჩნევას.
ცხოვრებისეული სიბრძნე და რჩევა რედაქციისაგან:ვლადიმირ დრევსი თვლის, რომ გამოღვიძება მდგომარეობს ცრუ ეგოს მოშორებაში. ადამიანები, რომლებიც თავს ღმერთებად თვლიან, ისე შორს არიან გამოღვიძებისაგან, როგორც არასდროს. მათ სურთ გარშემო ყველაფრის გაკონტროლება, რადგან მათ, სამწუხაროდ, არ შეუძლიათ ცხოვრება კონტროლის გარეშე. ადამიანი, რომელიც ამისგან თავისუფლდება, იწყებს ყველას სიყვარულს. ის ყველას ისე უყურებს, როგორც დას და ძმას.
ვლადიმირის შეხედულება ძალიან საინტერესოა და უდავოდ იმსახურებს საყოველთაო ყურადღებას. რას ფიქრობთ გამოღვიძებაზე და იმაზე, თუ როგორ იცვლება სამყარო ახლა? მართლა უნდა გვეშინოდეს რაიმესი თუ არა?