2015 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ ქეთი ოლიდისმა პირობა დადო, რომ მის ხსოვნას უკვდავყოფდა. მამაკაცი 59 წლის ასაკში ფილტვის სიმსივნით გარდაიცვალა და საყვარელი ქალიშვილის ქორწინებას ვერ დაესწრო. ის ქორწინებამდე 2 წლით ადრე გარდაიცვალა…
„მამაჩემი ნამდვილი მეოჯახე იყო. მოსიყვარულე, მზრუნველი, მხიარული. ჩვენი კეთილდღეობისთვის ყველაფერს აკეთებდა, რაც შეეძლო. საავადმყოფოში დედის სახე არასდროს დამავიწყდება..ის ამბობდა, რომ ქვრივობისთვის მზად არ იყო.
როცა მამის დიაგნოზის შესახებ გავიგეთ, მე და ბენეტონი (მომავალი მეუღლე) უკვე 7 წელი ერთმანეთს ვხვდებოდი. მაშინ ბენეტონი ხელის სათხოვნელად მამასთან პირდაპირ საავადმყოფოში მივიდა და მიუხედავად იმისა, რომ დაავადება მამის გონებრივ მდგომარეობაზე გავლენას ახდენდა, მამამ თანხმობა უყოყმანოდ მისცა! – ამბობს ქეთი.
ქეთი ქორწილზე მამის არ არსებობს ვერ ურიგდებოდა. სწორედ ამიტომ, წვეულებაზე მხოლოდ ყველაზე ახლო ადამიანები დაპატიჟეს, რომ ცერემონია მშვიდ გარემოში ჩაეტარებინათ.
პატარძალმა მამისთვის საპატიო ადგილი გამოყო და სურათის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, გარდაცვლილი მამა ზეციდან ქორწილზე დასასწრებად ჩამოვიდა. მხოლოდ ამ მზის სხივებს შეხედეთ, რომელიც ახალგაზრდა წყვილს თავს დანათებს.
გარდა ამისა, გოგომ მამის დაკრძალვიდან აღებული სამგლოვიარო ყვავილებიდან კანფეტები გააკეთა. „ვარდები მამის საყვარელი ყვავილებია. ფურცლები გავახმე და ქორწინებამდე შევინახე.
კონცენტრირება იმ ჭარბ სიყვარულზე გავაკეთე, რომელიც გარს მეხვია და არა იმაზე, რომ მამა აღარ მყავდა. მამის სიყვარული ჩემს ცხოვრებას ავსებდა და ყოველთვის შეავსებს და ქორწილის დღეზე არაფერი შეცვლილა. ის იქ იყო და ამას ყველა გრძნობდა“.