მოგესალმებით! დღეს პაპარაცის რედაქცია გთავაზობთ სტატიას, თემაზე: რა იყო, რა არის, რა იქნება?განეწყვეთ ტაროს გასაშლელად. ეს ძალიან მარტივია: მოდუნდით და გაათავისუფლეთ საკუთარი გონება ზედმეტი ფიქრებისაგან. იფიქრეთ მხოლოდ საკუთარ თავზე, იმ სიტუაციაზე, რომელშიც აღმოჩნდით, თქვენს მამაკაცზე (თუ გაშლა მასზეა).დასაწყისისთვის, ცოტას თქვენს შესახებ ვისაუბრებთ, რათა გაიგოთ, სათქვენოა თუ არა ეს გაშლა, თქვენზეა თუ არა საუბარი.
თქვენ გამოხვედით, როგორც ხმლების დედოფალი, ეს კი არის იმ ქალის კარტი, რომელსაც, არც თუ ისე მარტივი ხასიათი აქვს. თქვენ იმ ადამიანებს მიეკუთვნებით, ვინც საკუთარ თავს აფასებს, იცის რა უნდა ცხოვრებისაგან, ძალიან თავდაჯერებული ხართ, ამჯობინებთ, დაეყრდნოთ საკუთარ გონებას და არა გრძნობებს.ზოგადად, ემოციონალური კუთხით თქვენ საკმაოდ ცივი ხართ, არავის არ აჩვენებთ იმას, რასაც სინამდვილეში გრძნობთ, ამა თუ იმ პერიოდში.ძალიან მომთხოვნი ხართ გარშემომყოფების მიმართ, არავის აძლევთ უფლებას, რომ შეუფერებლად მოგექცეთ. თუ ვინმე გაწყენინებთ, დიდხანს გემახსოვრებათ ამის შესახებ.
ახლა, ერთგვარ ემოციონალურ გაურკვევლობაში ხართ. ერთი მხრივ, გსურთ ცხოვრებაში რაიმე ახალი ეტაპის დაწყება და რაღაცის კარდინალურად შეცვლა.მაგალითად, სამსახურის ან საცხოვრებელი ადგილის შეცვლა. მაგრამ, მეორე მხრივ – თითქოს გეშინიათ უარის თქმა სტაბილურობაზე, რომელსაც უკვე მიეჩვიეთ.მაშ ასე, რა იყო წარსულში? კარტი გვიჩვენებს სიტუაციას, რომელიც დაკავშირებულია მამაკაცთან. მამაკაცი არის რთული ადამიანი. მის დასახასიათებლად ამოვიდა კარტი – იმპერატორი.
შესაძლოა, მამაკაცი თავისუფალი არ არის, დაქორწინებულია ან ვინმესთან აქვს მუდმივი ურთიერთობა. ან, შესაძლოა თქვენ გქონდათ მასთან ასეთი ურთიერთობა, მაგალითად, შესაძლოა, საუბარი თქვენს ყოფილ მეუღლეს ეხებოდეს.წარსულში მამაკაცი ძალიან ცუდად მოიქცა. თქვენი ურთიერთობის სტატუსის მიუხედავად, მამაკაცმა უბრალოდ გაწყვიტა ეს ურთიერთობა, უეცრად და სპონტანურად და ამავდროულად, არაფრის ახსნა არ დაუწყია.უბრალოდ, ასეთი გადაწყვეტილება მიიღო და იმაზე დიდად არ დაფიქრებულა, თუ რა ზიანი, წყენა და ტკივილი შეეძლო მოეყენებინა თქვენთვის. ამ სიტუაციაში ის ფიქრობდა მხოლოდ საკუთარ თავზე და საკუთარ ინტერესებზე.
რა ხდება ახლ? ბევრის შემთხვევაში ისეა, რომ თქვენ ახლა უფრო ბავშვებთან ურთიერთობაზე ხართ კონცენტრირებული. ვიღაცას, შესაძლოა, შვილი ახლახან შეეძინა, ნებისმიერ შემთხვევაში, ახლა ბავშვს (ბავშვებს) თქვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი უკავია.თუ შვილები არ გყავთ, კარტი გვიჩვენებს, რომ ახლა თქვენს ცხოვრებაში დადგა საკმაოდ საინტერესო პერიოდი, როდესაც ბევრს ურთიერთობთ ადამიანებთან, პოპულარობით სარგებლობთ საკუთარ გარემოცვაში.პრინციპში, ძალიან აქტიური ცხოვრებით ცხოვრობთ, აწყობთ გეგმებს, ფიქრობთ იმაზე, რომ დროა ყველაფერი შეცვალოთ, აღარ იფიქროთ წარსულზე და ახალი ცხოვრება დაიწყოთ.
რა იქნება? სამწუხაროდ, კარტი გვიჩვენებს რთულ პერიოდს. კერძოდ კი, ბევრის შემთხვევაში გამოდის უთანხმოება ახლობლებთან ურთიერთობაში და ეს შესაძლოა დაკავშირებული იყოს ფინანსურ-საყოფაცხოვრებო საკითხებთან.ვერ ვიტყვით, რომ ეს პრობლემები სერიოზულია, მაგრამ, მაინც არის ერთგვარი ნერვიულობა უფულობის გამო, ოჯახში უთანხმოების გამო, ამ ყველაფრის გადატანა მოგიწევთ. მაგრამ, მთვარის მიხედვით, ეს ნერვიულობა უფრო ილუზორულია, სიტუაციას ზედმეტად ადრამატიზირებთ.
ამიტომ, ამ ეტაპიდან, ასე თუ ისე, უმტკივნეულოდ გამოსასვლელად, ეცადეთ ფხიზელი თვალით შეხედოთ საგნებს, პრობლემებს, მათი გადაწყვეტის დროს ნუ ჩართავთ ამ მომენტისათვის არა საჭირო ემოციებს.