მოგესალმებით! დღეს პაპარაცის რედაქცია გთავაზობთ სტატიას, თემაზე: მამაკაცი ცივია, გაიგნორებთ, არ საუბრობს გრძნობებზე. რატომ? შეიცვლება თუ არა რაიმე მომავალში?განეწყვეთ ტაროს გასაშლელად. ეს ძალიან მარტივია: მოდუნდით და გაათავისუფლეთ საკუთარი გონება ზედმეტი ფიქრებისაგან. იფიქრეთ მხოლოდ საკუთარ თავზე, იმ სიტუაციაზე, რომელშიც აღმოჩნდით, თქვენს მამაკაცზე (თუ გაშლა მასზეა).
თქვენს დასახასიათებლად ძალიან კარგი კარტები გამოვიდა, კერძოდ კი ხმლების ტუზი უფროს არკან – ძალასთან ერთად. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ ხართ ძალიან ძლიერი ხასიათის, გაბედული და თავდაჯერებული ქალი.საჭირო მომენტებში თქვენ შეგიძლიათ ემოციების შეკავება და უარის თქმა იმაზე, რაც თქვენ აღარ გჭირდებათ.მაგალითად, სამსახურზე, რომელიც არ გიყვართ, ურთიერთობებზე, რომლებსაც სიხარული აღარ მოაქვს. თქვენ არ გეშინიათ მარტო დარჩენის, გაურკვევლობაში დარჩენის, თქვენ მზად ხართ ცვლილებებისათვის.იცით, რომ როდესაც ერთი კარი იხურება, აუცილებლად იღება სხვა კარი – ახალ, უკეთეს ცხოვრებაში.
თქვენ, საკმაოდ კარგად ერკვევით ადამიანებში, ინტუიციურად გრძნობთ, როდესაც ვინმეს უნდა თქვენი მოტყუება, შეცდომაში შეყვანა. თქვენ ცდილობთ ასეთი ადამიანები “მოიკვეთოთ” ყოველგვარი ემოციებისა და სინანულის გარეშე.
მამაკაცი, პირდაპირ დუღს ემოციებით, თანაც, კოშკის მიხედვით, ეს ემოციები ნეგატიურია. ეჭვიანობა, ბრაზი, დიდი უკმაყოფილება იმის გამო, რაც ახლა მის თავს ხდება. თითქოს, ყველაფერი რაც მას გააჩნია ნადგურდება, უკან დაუბრუნებლად მიდის.მაგრამ, ის ცდილობს ემოციებს არ აყვეს, ებრძვის მათ და გარეგნულ სიმშვიდეს ინარჩუნებს. სხვაგვარად როგორ იქნება? ის ხომ “მაგია”, მამაკაცი, რომელიც მიჩვეულია ფიქრს, საკუთრ გონებაზე დაყრდნობას და არა რაღაც გრძნობებზე, რომლებსაც ის არავითარ მნიშვნელობას არ ანიჭებს.ყოველთვის მშვიდია, კონცენტრირებულია სამსახურზე, საკუთარ საქმეებზე. საკუთარ პროფესიაში მას ნამდვილად ბევრის მიღწევა შეუძლია, რადგან “მაგი” – საკუთარი საქმის პროფესიონალია.
ვიღაცის შემთხვევაში კარტი გვიჩვენებს მამაკაცს, რომელიც თავისუფალი არ არის, რომელიც ქორწინებაში იმყოფება ან სერიოზულ ურთიერთობაშია. შესაძლოა, სწორედ თქვენ გაქვთ მასთან ასეთი ურთიერთობა (ამას ცოტა მოგვიანებით გავიგებთ).ან, მამაკაცი პოტენციურად მზად არის სტაბილური პირადი ცხოვრებისთვის, მაგრამ იმ პირობით, რომ ურთიერთობა მის მიერ მოფიქრებული სცენარით განვითარდება. ის ეცდება, რომ სწორედ ასე იყოს, რადგან ის მოხერხებული და მარჯვე მანიპულატორია, დახვეწილი ფსიქოლოგი.
შევხედოთ თქვენს ურთიერთობებს. აქ ორი ძირითადი ვარიანტია: ან მამაკაცი მართლაც არ არის თავისუფალი, ჰყავს მეუღლე ან მუდმივი პარტნიორი და თქვენი ურთიერთობა კი საიდუმლოა და აგებულია ფიზიკურ ლტოლვაზე, მგრძნობიარე ემოციებზე.ან ეს ქალი, ვისთანაც ის სტაბილურ ურთიერთობაშია – თქვენ ხართ. ნებისმიერ შემთხვევაში, არის ერთგვარი არჩევანის სიტუაცია. ეს არის ან არჩევანი თქვენსა და სხვა ქალს შორის, ან არჩევანი, რომელიც მამაკაცის წინაშე დგას თქვენს შორის არსებულ ურთიერთობასთან დაკავშირებით.რადგან, მას თქვენს მიმართ გააჩნია ემოციები, ვნება, მაგრამ იგი მიჩვეული არ არის და საჭიროდაც არ თვლის მათ გამოვლენას.
მოდით გავიგოთ, რა არის მიზეზი იმისა, რომ მამაკაცი თქვენს მიმართ ცივია. პირველ რიგში, პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძირითადი მიზეზი ამ მამაკაცის რთული ხასიათში იმალება.ამას გარდა, მამაკაცს მიაჩნია, რომ თქვენც რთული ქალი ხართ. შესაძლოა ფიქრობდეს, რომ რაღაც მომენტებში თქვენ მასზე ძლიერი ხართ და შეგიძლია მას აჯობოთ, ეს კი მისთვის მიუღებელია.მას თქვენს მიმართ პრეტენზიებიც გააჩნია, იგი უკმაყოფილოა ურთიერთობით. შეიძლება ფიქრობდეს, რომ თქვენ მას არასერიოზულად ექცევით (თუმცა, ფაქტი არ არის, რომ ეს ნამდვილად ასეა, მაგრამ ის ასე ფიქრობს).მას ესმის, რომ თქვენ ის ქალი არ ხართ, რომელიც მას გაეკიდება, რომ თქვენ საკუთარი საქმეებიც გაქვთ, საკუთარი ცხოვრება, რომელიც ასევე მოითხოვს თქვენს თანამონაწილეობას. მას ესმის, რომ ის თქვენთვის არ წარმოადგენს სამყაროს ცენტრს და სწორედ, ეს არის მისი თქვენადმი პრეტენზიების ძირითადი ნაწილი. კარტი გვიჩვენებს ძალიან ინტენსიურ ბრძოლას გრძნობებთან და ემოციებთან.
გრძნობები არის, მამაკაცი შეყვარებულია, თქვენს მიმართ ემოციებს განიცდის, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ მას არ შეუძლია ამის გამოვლენა. ის ხომ გონებით ცხოვრობს და არა ემოციებით.შეიცვლება თუ არა რაიმე მომავალში? სამწუხაროდ, კარტი არ გვიჩვენებს სწრაფ ცვლილებებს. თუმცა, მამაკაცს, დრო და დრო, გაუჩნდება იმის სურვილი, რომ რაიმე კარგი საქციელი ჩაიდინოს, თავი გამოავლინოს.მაგრამ, მრავალრიცხოვანი შინაგანი ბლოკები და რწმენა ხელს უშლის ამის გაკეთებაში. ამიტომაც, სიტუაცია ასევე დარჩება გაურკვეველი, როდესაც, თითქოსდა უყვარხართ, გრძნობები გააჩნია, მაგრამ არ ავლენს მათ.