მოგესალმებით! დღეს პაპარაცის რედაქცია გთავაზობთ სტატიას, თემაზე: საიდუმლო კავშირი, აქვს თუ არა მომავალი ასეთ ურთიერთობას?
განეწყვეთ ტაროს გასაშლელად. ეს ძალიან მარტივია: მოდუნდით და გაათავისუფლეთ საკუთარი გონება ზედმეტი ფიქრებისაგან. იფიქრეთ მხოლოდ საკუთარ თავზე, იმ სიტუაციაზე, რომელშიც აღმოჩნდით, თქვენს მამაკაცზე (თუ გაშლა მასზეა).
ვნახოთ, რა გრძნობები გაქვთ იმ ადამიანის მიმართ, ვის შესახებაც დაუსვით შეკითხვა კარტს. ამოვიდა უფროსი არკანი – ძალა, რომელიც გახასიათებთ, როგორც ძალიან ძლიერ ქალს, რომელსაც არ ეშინია წინაღობების და წინააღმდეგობების, პირიქით, თქვენ ოსტატურად ლახავთ მათ და გამოცდილებას იგროვებთ.გარეგნულად მიმზიდველი ხართ, თავს უვლით, უფრო ზუსტად, აქტიურ ცხოვრებას ეწევით. ნებისმიერ შემთხვევაში, მიჩვეული არ ხართ ერთ ადგილზე გაჩერებას. თუმცა, როდესაც საჭიროა, შეგიძლიათ იყოთ თავშეკავებული და დაფიქრებული.მამაკაცის მიმართ, ვერ ვიტყვით რომ სერიოზულ გრძნობებს განიცდით, მაგრამ ის თქვენ გაინტერესებთ, ხშირად ფიქრობთ მასზე და მიგაჩნიათ, რომ ის აქტიური, მიმზიდველი, ქარიზმატული და თავდაჯერებული ადამიანია. თქვენ მისით დაინტერესებული ხართ.
თანაც, უკვე დიდი ხანია. ანდა, განწყობილი ხართ მასთან ხანგრძლივი ურთიერთობისათვის. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არ არის წამიერი რომანი.რაც შეეხება მამაკაცს, კარტი მას ნამდვილად ახასიათებს, როგორც აქტიურ, კომუნიკაბელურ, საკმაოდ ამბიციურ ადამიანს. მას მომავლის საკუთარი ხედვა აქვს, საკუთარი ცხოვრებისეული გეგმები.ეს გეგმები ძალიან ბევრია და ცხოვრების ბევრ სფეროს ეხება. ანუ, ადამიანმა მკაფიოდ იცის რა სურს და იცის, როგორ უნდა მიაღწიოს ამას.მამაკაცი სასიამოვნო მოსაუბრეა, იცის როგორ უნდა დააინტერესოს ადამიანი, და ეს, რა თქმა უნდა, მაშინ, როდესაც მას თავად სჭირდება.მამაკაცი ახლა რატომღაც თქვენგან ჩაკეტილია, არ გენდობათ, გაგირბით. მან თავად გაწყვიტა თქვენთან ურთიერთობა. თანაც, ეს თქვენთვის მოულოდნელად გააკეთა და ამასთანავე, არაფრის ახსნა არ დაუწყია.
თქვენს შორის საიდუმლო კავშირია, და თანაც მამაკაცმა ის შესაძლოა გაწყვიტა, თქვენთვის უცნობი მიზეზების გამო.ვნახოთ, როგორ განვითარდება ურთიერთობა მომავალში, აქვს თუ არა მომავალი ამ ურთიერთობას? სამწუხაროდ, ახლა ურთიერთობაში კრიზისია, იმედგაცრუებაა, წყენაა. და ეს მომავალშიც ასე გაგრძელდება.თანაც, ეს უმიზეზოდ არ მომხდარა, თქვენი ან მისი ახირების გამო, არსებული პრობლემების მიზეზები ადრეც იყო, რომლებსაც თქვენ ყურადღებას არ აქცევდით.ანუ, აქ მკაფიოდ ჩანს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი, როდესაც მოუგვარებელმა პრობლემებმა მოიტანა ის, რაც ახლა თქვენს შორის ხდება.მიუხედავად ამისა, თქვენს შორის მაინც შესაძლებელია რაიმე სახის ურთიერთობა, რადგან თქვენ რაღაც საერთო მიზნები გაქვთ, მაგალითად, შეიძლება თქვენ ერთად მუშაობდეთ. მაგრამ, ეს უფრო თქვენი ინიციატივით იქნება და ეს ურთიერთობა არ იქნება რომანტიკული ხასიათის.
კარტი ამბობს, რომ თქვენ მამაკაცისაგან კონკრეტულ მოქმედებებს დაელოდებით, მაგალითად იმას, რომ მან გადაწყვიტოს და გაამხილოს თქვენი კავშირი, აცნობოს ყველას თქვენი ურთიერთობის შესახებ, რომელიც უკვე თითქმის აღარც არის.ან, იმის მოლოდინი გექნებათ, რომ მამაკაცი დაგელაპარაკებათ და გარკვეულწილად გაირკვევა თქვენს შორის არსებული ურთიერთობა.მაგრამ, ეს არ მოხდება, თითოეულ თქვენგანს საკუთარი ცხოვრება აქვს და თქვენ ადგილი არ გაქვთ ერთი მეორის ცხოვრებაში.
ამიტომაც, ასეთ ურთიერთობას მომავალი არა აქვს. მამაკაცმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ მას ეს კავშირი არ სჭირდება, თუმცა უფრო სამართლიანი იქნებოდა თუ ამის შესახებ თქვენც გეტყოდათ, მაგრამ ის უპირატესობას ჩუმად ყოფნას ანიჭებს.