ქალისთვის უმაღლესი განათლება წარმოუდგენლად მნიშვნელოვან როლს თამაშობს. განათლებული ქალი ჯანსაღად და რაციონალურად აზროვნებს. ის სწორ გადაწყვეტილებებს იღებს ხოლმე და კარგ მაგალითს აძლევს შვილებს.
უმაღლესი განათლება ქალებისთვის
რას იძლევა უმაღლესი განათლება? რა თქმა უნდა, ის იძლევა ცოდნას იმ სპეციალობაში, რომელიც ადამიანმა აირჩია. თუმცა, ცოდნასთან ერთად, ის ასევე იძლევა ბევრ სასარგებლო უნარს, რომლის გარეშეც ზრდასრული ცხოვრება გაცილებით რთული იქნებოდა. მაგალითად, უნივერსიტეტი გასწავლის ხალხის გარჩევას, რთული სიტუაციებიდან თავის დაღწევას, პრობლემის სწრაფად მოგვარების უნარს და მრავალი სხვა.ხანდახან სწორედ უნივერსიტეტში სწავლისას ხვდება ადამიანი, თუ რისი გაკეთება სურს სინამდვილეში. სოციალური უნარები სწრაფად იზრდება, ადამიანებთან მოლაპარაკების, მიმიკის შენარჩუნებისა და სტრესულ სიტუაციებში სიმშვიდის უნარი, ხელს უწყობს ადამიანს მომავალში სამსახურის პოვნას და მის შენარჩუნებას.
ბევრ ქალს ეშინია იმ ინტელექტისა და რაციონალურობის გამოვლენა, რომელსაც ფლობენ. ნაწილობრივ, ეს მამაკაცებთან არის დაკავშირებული. სუსტი კაცები გაურბიან ჭკვიან ქალებს, რადგან ისინი ბევრად უფრო ძლიერები და გონიერები არიან და ეშინიათ, რომ დაუცველად და ინფანტილურად გამოიყურებიან ასეთი ახალგაზრდა ქალბატონების ფონზე.თუმცა, რაში სჭირდება ჭკვიან, განათლებულ ქალს სუსტი, დაუცველი მამაკაცი, რომელსაც არ შეუძლია საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება? სამწუხაროდ, არიან ჭკვიანი ქალები, რომლებსაც, ძალიან ეშინიათ მარტოობის. ასეთი ადამიანები ხშირად თავს წარმოაჩენენ სრულიად განსხვავებულად იმისგან, რაც სინამდვილეში არიან, რათა არ დააფრთხონ მამაკაცები.
არ უნდა გეშინოდეთ მარტო ყოფნის. ეს პრობლემა თუ გაქვთ, შეიძლება ქორწინებამაც ვერ მოგიგვაროთ და მარტოობა წყვილში, ბევრად უფრო მტკივნეული იქნება. ვინმესთან ურთიერთობის დაწყების გამძაფრებული სურვილი იწვევს იმას, რომ თქვენ ართმევთ საკუთარ თავს ღირსეული პარტნიორის პოვნის შანსს, ისეთის, ვინც ინტელექტუალური და გონებრივი ასპექტებით იქნება შენი ტოლი.
რჩევა რედაქციისგან: საწყენია ახალგაზრდა ქალბატონების ცქერა, რომლებიც სულელ კაცებზე ქორწინდებიან. ხშირად ასეთი ქორწინებები მალევე ინგრევა, რადგან ადამიანებს საერთო არაფერი გააჩნიათ. მათ განსხვავებული ინტერესები, განსხვავებული სასაუბრო თემები და ცხოვრების სტილი აქვთ.მედიისა და ლიტერატურის მიერ თავს მოხვეული ერთ-ერთი მთავარი მითი არის ის, რომ ამ სამყაროში მხოლოდ ერთი ადამიანი არსებობს ჩვენთვის. საბედნიეროდ, ეს სრული სისულელეა. სამწუხაროდ, ამ უაზრო შეხედულებამ ბევრი ადამიანის ცხოვრება დაანგრია. თქვენ შეგიძლიათ ააგოთ მაღალი ხარისხის, ბედნიერი ურთიერთობები თითქმის ყველა ადეკვატურ ადამიანთან, რომელიც შეესაბამება თქვენს ინტელექტუალურ და გონებრივ დონეს.
არ ღირს ურთიერთობის შენარჩუნება მხოლოდ იმიტომ, რომ მრავალი წელი იყავით ერთად. რამდენი მსგავსი წყვილია დაახლოებული მღელვარე ახალგაზრდობის პერიოდში… ამ ასაკში ჯერ კიდევ არ ვიცით, რა არის მნიშვნელოვანი და როგორი პარტნიორის ნახვა გვსურს ჩვენს გვერდით. გატაცება წავიდა, გაჩნდა შეჩვევა. ყველაფერზე, რაც არ მოგვწონდა, თვალები დავხუჭეთ. თუმცა, დარჩება თუ არა ბრძენი ადამიანი მხოლოდ შეჩვევაზე დამყარებულ ურთიერთობაში? თქვენ რას ფიქრობთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.