ბინის ქოთნის ყვავილებით გაფორმების დროს სახლში შეგვაქვს ნათელი ფერები და ზაფხულის ბაღის სიხალისე. თუმცა, ზოგიერთმა ყვავილმა შეიძება დისკომფორტი შეგვიქმნას. რატომ ხდება ასე და რომელი მცენარე არ უნდა ინახებოდეს სახლში, რათა დავიცვათ საკუთარი თავი, ბავშვები და შინაური ცხოველები საფრთხისგან. პასუხი ამ კითხვაზე პაპარაცის დღევანდელ სტატიაშია.
სურო – ეცადეთ ეს დეკორატიული მცენარე რაც შეიძლება შორს გქონდეთ ბავშვებისა და შინაური ცხოველებისგან, რადგან სუროს მრავალი სახეობა შხამიანია, ხოლო ფოთლებზე, ა ყვავილებზე შეხებამ შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია.
ეუფორბია – ეუფორბიას ოჯახის მრავალ წევრს შეუძლია დამწვრობა გამოიწვიოს. ამიტომ ამ მცენარეს მხოლოდ რეზინის ხელთათმანებით უნდა შევეხოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, რისკავთ კანის გაღიზიანებით და წყლულების გაჩენით.
პუანტესია – მცენარის მეორე სახელია შობის ვარსკვლავი. მართლაც, პუატენსიას კაშკაშა ყვავილები ზამთრის პერიოდში წითელ ვარსკვლავს ჰგავს. თუმცა, აქ საქმე ყვავილებში კი არა, მის ფოთლებშია.ამ მშვენიერ ყვავილს თავისი ნაკლი აქვს. მცენარის ღერო შეიცავს წვენს, რომელიც იწვევს ძლიერ დამწვრობას კანთან შეხებისას. ამიტომ, უმჯობესია, შობის ვარსკვლავი უსაფრთხო ადგილას გყავდეთ.
კალადიუმი – ყვავილი, რომელსაც ხალხი “სპილოს ყურს” უწოდებს, ცნობილია თავისი ფორმითა და ფერით, მაგრამ ყველამ არ იცის, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საშიში მცენარე კატებისა და ძაღლებისთვის. თუ ცხოველი მას შეჭამს, გამოიწვევს ძლიერ წვას და შეშუპებას.
ოლეანდრა – ეს ბუჩქი ღია, ვარდისფერი ყვავილებით ძალიან მიმზიდველად გამოიყურება. თუმცა, მისი ერთი ფოთოლიც კი ძლიერ მოწამვლას იწვევს. ყოფილა შემთხვევა, რომ მისი ტოტები შამფურებად გამოიყენეს, რაც ფატალური შედეგით დასრულდა.
ქლოროფიტუმი – ერთ-ერთი ყველაზე უპრეტენზიო ოთახის მცენარეა, რომელიც ჰაერს წმენდს. ამისთვის მეტსახელი “მტვარსასრუტიც” კი შეარქვეს. უფრო მეტიც, ფენ შუის მომხრეები ამტკიცებენ, რომ ქლოროფიტუმს მფლობელის ცხოვრებაში ჰარმონია და სიმშვიდე მოაქვს და ის იდეალური კანდიდატია თქვენი ოთახის გასალამაზებლად.თუმცა, ამ მცენარეს აქვს მახვილი კიდეები. თუ ბავშვი, ან ცხოველი შემთხვევით გადაყლაპავს ფოთლის ნაწილს, გარდაუვალი იქნება ლორწოვანი გარსის დაზიანება. ქლოროფიტუმი ძალიან ჰგავს ბალახს, რომელსაც ცხოველები ღეჭავენ ხოლმე კუჭის გასაწმენდად. ამიტომ მაქსიმალურად მოარიდეთ მათ.
დიფენბაჰია – ამ მცენარის სამშობლო სამხრეთ ამერიკაა და აქვს ულამაზესი, დიდი, ღია მწვანე ფოთლები. მიუხედავად ამისა, მისი წვენი ძალიან ტოქსიკურია.კანთან შეხებისას ის იწვევს ძლიერ გაღიზიანებას, ხოლო პირის ღრუში მოხვედრისას ენისა და სანერწყვე ჯირკვლების შეშუპებას. შედეგად, ადამიანი დროებით კარგავს მეტყველების უნარს.
პოპულარული მცენარეები, რომლების გვპარავენ ჯანმრთელობას
კრასულა – ზოგს მიაჩნია, რომ ფულის ხე შთანთქავს ცუდ ენერგიას, ზოგი თვლის, რომ მას შეუძლია სახლში კეთილდღეობის მოზიდვა. ამიტომ თითქმის ყველას აქვს სახლში ეს მშვენიერი მცენარე.მაგრამ, ბევრმა არ იცის, რომ კრასულას ფოთლები შეიცავს დარიშხანს. ამის გამო მისი კუჭში მოხვედრა ძალიან საშიშია. ერთი სიტყვით, თუ სახლში პატარა ბავშვები და შინაური ცხოველი გყავთ, ჯობია ეს მცენარე თავიდან მოიშოროთ.
ზამიოკულკასი – ზამიოკულკასთან, ანუ დოლარის ხესთან მრავალი შეხედულებაა დაკავშირებული. მისი აყვავება მოასწავებს რაიმე კარგ მოვლენას: ქორწილს, კარიერულ წინსვლას, მოულოდნელ მოგებას… თუმცა, ეს მცენარეც შხამიანია და მოარიდეთ ბავშვებსა და ცხოველებს.
სანსივიერა – ეს მცენარე ზემოთ აღმართული, ტყავისებური ფოთლებით ბევრისთვის ცნობილია როგორც “დედამთილის ენა”. ამბობენ, რომ სანსივიერა იცავს სახლს ბოროტი სულებისა და ნეგატიური ენერგიისგან. თუმცა, იცოდეთ, რომ ისიც ტოქსიკურია და ფრთხილად იყავით.
როგორც ხედავთ, არსებობს ოთახის მცენარეები, რომელიც საშიშია ადამიანებისა და შინაური ცხოველებისთვის. ზოგი მათგანი შხამიანია, ზოგი იწვევს ალერგიასა და თავის ტკივილს. ამიტომ, სანამ სახლში ყვავილს მიიტანთ, კარგად შეისწავლეთ ყველა ინფორმაცია მის შესახებ. თქვენ რომელი მცენარეები გაქვთ სახლში? გაგვიზიარეთ კომენტარებში.