არ მეგონა, რომ პარიზული ფლანის მომზადება ასე ადვილი იქნებოდა სახლში.

0
207

ფრანგული დესერტები ჩემი სისუსტეა! ბოლო დრომდე მეჩვენებოდა, რომ ყველაფერი ვცადე, სანამ პარიზული ფლანის რეცეპტი არ შემხვდა. ტკბილი ნამცხვრის ცომი და ჰაეროვანი კრემი ვანილის არომატით, არავის დატოვებს გულგრილს.დღეს პაპარაცის ამ სტატიაში გაგიზიარებთ ფრანგი შეფ-მზარეულის ვივიენ ლებეკის რეცეპტს პარიზული ფლანის მოსამზადებლად. ეს არის დესერტი, რომელზეც უარს ვერ იტყვი!

ფრანგული დესერტი

ინგრედიენტები ცომისთვის

  • 250 გრ. ფქვილი
  • 1 კვერცხის გული+ წყალი (75 მლ-მდე)
  • 5 გრ. მარილი
  • 30 გრ. შაქარი
  • 125 გრ. კარაქი

ინგრედიენტები მოხარშული კრემისთვის

  • 500 მლ. რძე
  • 250 მლ. ნაღები
  • 3 კვერცხი
  • 2 კვერცხის გული
  • 80 გრ. სახამებელი
  • 10 გრ. ვანილის შაქარი
  • 200 გრ. შაქარი

მომზადების წესი

  1. მიქსერის თასში მოათავსეთ ფქვილი და კუბებად დაჭრილი ცივი კარაქი ათქვიფეთ ფაფისებური მასის მიღებამდე. შეგიძლიათ კარაქი სახეხზე გახეხოთ, შემდეგ კი შეაზილოთ ფქვილი. დაამატეთ მარილი და შაქარი, კარგად აურიეთ.
  2. გააცალკევეთ კვერცხის გული ცილისგან. ჯობია გული აწონოთ და თუ 75 მლ-ზე ნაკლებია, მაშინ წყალი უნდა დაუმატოთ. შეურიეთ ცომს კვერცხის გული წყლით და მოზილეთ, დააგუნდავეთ, გადაახვიეთ სამზარეულოს ცელოფანში და შედგით მაცივარში მინიმუმ 30 წუთით, სასურველია 2 საათით.
  3. ჩააფინეთ საცხობ ფორმაში პერგამენტის ქაღალდი. ცომი გააბრტყელეთ თხლად, ჩადეთ ყალიბში, ფრთხილად მოჭერით ზედმეტი ნაწილები. დაჩხვლიტეთ ჩანგლით რამდენიმე ადგილას. ფორმა ცომით შედგით მაცივარში ნახევარი საათით.
  4. მოხარშული კრემის მოსამზადებლად ჩაასხით სქელძირიან ქვაბში რძე და ნაღები, მიიყვანეთ ადუღებამდე.
  5. ცალკე ჯამში ათქვიფეთ კვერცხის გულები შაქართან და ვანილთან ერთად. დაუმატეთ სახამებელი და აურიეთ. ჩაასხით მდუღარე რძეში. მოხარშეთ შესქელებამდე, ურიეთ სისტემატიურად სილიკონის ჯოხით.
  6. დაასხით მზა კრემი ცომზე და თანაბრად გადაანაწილეთ ფორმის მთელ ზედაპირზე. აცხვეთ ნამცხვარი წინასწარ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 30 წუთის განმავლობაში, შემდეგ შეამცირეთ სითბო 160 გრადუსამდე და აცხვეთ კიდევ 20 წუთი. გაითვალისწინეთ, რომ ფლანის ზედაპირი კარგად უნდა შეიბრაწოს.
  7. მზა ნამცხვარი 5-10 წუთის განმავლობაში დატოვეთ ღუმელში გასაცივებლად, შემდეგ გადაიტანეთ რკინის ბადეზე და გააგრილეთ კიდევ ნახევარი საათი. ნამცხვარი შეინახეთ მაცივარში მთელი ღამით, რომ კარგად გაიჟღინთოს და მხოლოდ ამის შემდეგ მიიტანეთ სუფრაზე. გემრიელად მიირთვით!

რჩევა რედაქციისგან: როგორც ხედავთ, ნამცხვარი “Paris Flan” რეალურად უმარტივესი გამოსაცხობია, გაგეღიმებათ კიდეც, ისეთი ელემენტარულია! ეს დესერტი გამოირჩევა ასევე, ინგრედიენტების ხელმისაწვდომობით.თქვენ გიყვართ ფრანგული დესერტები? რომელი მოგწონთ ყველაზე მეტად? გაგვიზიარეთ კომენტარებში.