ჩემი უმცროსი ქალიშვილი ჩემზე განაწყენდა იმის გამო, რომ მისი აზრით, მემკვიდრეობა არასწორად გავყავი

2249

მოგესალმებით! პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – ქალბატონი საკუთარ ისტორიას მოგვითხრობს და მკითხველის აზრი აინტერესებს.ახლა საავადმყოფოში ვწევარ. ცოტა ხნის წინ ძალიან მძიმე ოპერაცია გადავიტანე. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. ცოცხალი გადავრჩი.მე ეს უნდა მიხაროდეს, მაგრამ არ გამომდის და ამის მიზეზი ჩემი უმცროსი ქალიშვილია.ვფიქრობ, ბევრი დამეთანხმება, რომ ზოგჯერ სულიერი ჭრილობები უფრო ღრმაა და უფრო მტკივნეულიც, ფიზიკურთან შედარებით. ასეთი სულიერი ჭრილობები ადამიანს მშვიდად ცხოვრებისა და სიცოცხლით ტკბობის საშუალებას არ აძლევს. ადამიანს ამის გამო ღამის მშვიდი ძილიც კი უფრთხება.

ჩემს ისტორიას მოგიყვებით.ჩემმა უმცროსმა ქალიშვილმა, ნათიამ, უარი თქვა ჩემთან ურთიერთობაზე და ამის მიზეზი ფულია.მე თამარი მქვია. მრავალშვილიანი დედა ვარ. ჩემი უფროსი ქალიშვილი, სალომე, დიდი ხნის წინ გათხოვდა. იგი სამი შვილის დედაა. ისინი სალომეს მეუღლის ბინაში ცხოვრობენ. მათ დიდი ბაღი და ბოსტანი აქვთ. სალომე და მისი მეუღლე ბევრს შრომობენ იმისთვის, რომ საკუთარ შვილებს ჩააცვან, აჭამონ და ასე შემდეგ.ჩემი შუათანა ვაჟიშვილი, გიორგი, ჩემთან ერთად ცხოვრობს. ის დაქორწინებულია და ჰყავს ერთი შვილი.უმცროსი ქალიშვილი, ნათია, ისიც გათხოვილია. მას ორი შვილი ჰყავს და თავისი მეუღლის სახლში ცხოვრობს.

მე აგარაკი მქონდა. ჩემი შვილები ბოლო დროს ბევრს კამათობდნენ იმის გამო, თუ ვის უფრო ბევრი ხილი და ბოსტნეული მიჰქონდა ჩემი აგარაკიდან. ამიტომ, მე გადავწყვიტე, აგარაკი გამეყიდა და თანხა შვილებს შორის გამეყო. თუმცა, მაინც, უფრო მეტი ფული სალომეს მივეცი: მას ხომ სამი შვილი ჰყავს. ნათია კი ამის გამო გამინაწყენდა და ჩემთან ურთიერთობა აღარ უნდა.საავადმყოფოში ვწევარ და ჩემთვის ერთხელაც არ დაურეკია.არ ვიცი ჩემი შვილი როგორ შემოვირიგო, თუმცა დანაშაულის გრძნობა საერთოდ არა მაქვს.

მაგრამ, ხომ არ შეიძლება, რომ ფულის გამო, საკუთარ დედაზე თქვა უარი…

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს