საზოგადოების ზეწოლის გამო, ქალმა უარი თქვა ავადმყოფ ვაჟზე. ნახეთ, რა მოხდა ერთ თვეში!

2162

ახალზელანდიელმა სემუელ ფორესტმა და სომხეთის მოქალაქე რუზან ბადალიანმა ბედნიერი ოჯახი შექმნეს, თუმცა ვაჟის დაბადებამ ყველა მოლოდინი დაამსხვრია. ბავშვი, სახელად ლეო, დაუნის სინდრომით გაჩნდა, რის გამოც მშობელმა დედამ მასზე უარი თქვა.

ქალმა არაფერი იცოდა შვილის დიაგნოზზე. მან ექიმებისგან მოისმინა, რომ ლეო ვერასდროს ისწავლიდა საუბარს, სიარულსა და დამოუკიდებლად ჭამას. გარდა ამისა, მასზე ზეწოლას ახდენდა საზოგადოება, რომელიც “ასეთ” ბავშვებს არ იღებდა.

ამავდროულად, სემუელი რთული არჩევნის წინაშე დადგა: ჩაებარებინა ლეო ბავშვთა სახლში თუ ცოლს გაშორებოდა. საბოლოო ჯამში, მამაკაცმა ვაჟი თავის სამშობლოში, ახალ ზელანდიაში წაიყვანა.

ახლობლები გმირ მამას დაეხმარნენ, გაუხსნეს საიტი ფულის შესაგროვებლად, სადაც უმოკლეს დროში 500 000$-ზე მეტი შეგროვდა ბავშვის საჭიროებისთვის.

განშორებიდან ერთი თვის შემდეგ, რუზანი და სემუელი ერთმანეთს Skype-ში დაუკავშირდნენ. ყოფილი გრძნობები გაცოცხლდა, ამიტომ რუზანმა გააუქმა განქორწინება და, ქმრის შემოთავაზებით, მასთან გადავიდა საცხოვრებლად.

ქალი ამტკიცებს, რომ შემოსულ თანხას მის გადაწყვეტილებაზე გავლენა არ მოუხდენია. სხვათა შორის, ბიჭი სწრაფად ვითარდება, ისწავლა სიტყვა “მამა” და ახლა “დედას” სწავლობს.

-“მართალია, ბავშვი ცოტათი ჩამორჩება თანატოლებს, თუმცა ჩვენ მაინც მზად ვართ, მას მთელი სიყვარული გავუზიაროთ. მე ვთვლი, რომ დაუნის სინდრომი – ეს იარლიყია. თუ ცოტათი ვეცდებით, ადამიანებს ყველაფერთან შეგუება შეგვიძლია.” – თქვა სემუელმა.

სამწუხაროდ, რუზანის გადაწყვეტილებამ, უარი ეთქვა ბავშვზე, გამოიწვია განსჯები და აგრესია მზის ბავშვებთან დაკავშირებული საზოგადოებების მხრიდან. მთავარია, რომ ახლა ოჯახი გაერთიანდა და მშობლები ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ განსაკუთრებულმა ბავშვმა თავი კარგად იგრძნოს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს