ჩვენ არ გვაქვს თქვენი ზომის ტანსაცმელი! თქვენ ხომ 58 ზომა გინდათ! გამოგვიცხადეს მე და დედაჩემს ძალიან ძვირადღირებული ტანსაცმლის მაღაზიაში

690

მოგესალმებით! პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გოგონა მოგვითხრობს ამბავს, რომელიც მას ტანსაცმლის მაღაზიაში შეემთხვა და მკითხველის აზრი აინტერესებს.ეს ისტორია მე და დედაჩემს ერთი კვირის წინ გადაგვხდა თავს, მაგრამ ჯერაც ვერ დავმშვიდებულვართ. აი რა მოხდა.დედაჩემს პალტოს ყიდვა უნდოდა. ჩვენ უამრავი მაღაზია მოვიარეთ და ვერაფერს შესაფერის ვერ ვპოულობდით.შემდეგ, ძვირადღირებული ტანსაცმლის ერთ-ერთ მორიგ მაღაზიაში შევედით. გამყიდველს აუხსენით, რას ვეძებდით და ვისთვის გვინდოდა.

  • – რა ზომა მოგიტანოთ? – იკითხა გამყიდველმა.
  • – 58, – უპასუხა დედაჩემმა, – პატარა არ ვარ!
  • – რას ამბობთ! მართლა 58? რატომღაც უფრო გამხდარი ჩანხართ! ჩვენ ყველა ზომა გვაქვს! აუცილებლად შეგირჩევთ რაიმეს! – წარმოთქვა გამყიდველმა და ტანსაცმლის მოსატანად წავიდა.

მან მოიტანა ძალიან ბევრი ქურთუკი და სხავადასხვა პალტოები. მის დასახმარებლად კიდევ ერთი გამყიდველი გამოვიდა. ისინი ერთად აქებდნენ თითოეულ პალტოს, რომელსაც დედაჩემი იზომავდა.მე კი ამ დროს ფასებს ვათვალიერებდი. გამყიდველებს დედაჩემისთვის სულ უფრო და უფრო ძვირიანი ტანსაცმელი მოჰქონდათ. სრულიად შემთხვევით შევნიშნე პალტო, რომელიც ჩვენ უკვე მოვიზომეთ სხვა მაღაზიაში, მაგრამ აქ ის ორ ნახევარჯერ უფრო ძვირი ღირდა!

ვფიქრობდი, როგორ გამეყვანა დედაჩემი ამ მაღაზიიდან, მაგრამ მალევე ყველაფერი თავისთავად მოგვარდა.დედაჩემს ერთი პალტო მოეწონა და მან გამყიდველს სთხოვა, რომ მისი ზომა გამოეტანა, მან კი უპასუხა:

– უი არა! რას ამბობთ! თქვენ ხომ 58 ზომა გჭირდებათ!მე უბრალოდ შოკი მივიღე ასეთი უტაქტობის გამო. დედაჩემმა მაშინვე მოიწყინა.გამყიდველი მიხვდა, რომ ზედმეტი წამოსცდა.მას ხომ შეეძლო ეთქვა, რომ უბრალოდ არ ჰქონდათ დედაჩემის ზომა და ეგ არის. რა საჭირო იყო ყურადღების აქცენტირება იმაზე, რომ დედაჩემი ასეთი მსხვილია? შეეძლოთ მოეცადათ მაინც, სანამ ჩვენ წავიდოდით და ამაზე მერე ელაპარაკათ. ნუთუ მას ჰგონია, რომ დედაჩემმა თავად არ იცის, რომ დიდი ზომის ტანსაცმელი სჭირდება?

ეს შეიძლება ეპატიოს გამყიდველს, რომელიც მუშაობს უბრალო მაღაზიაში ან ბაზარში. მაგრამ, როდესაც ძვირადღირებულ მაღაზიაში შედიხარ, გამყიდველები ასე არ უნდა მოიქცნენ, მომსახურება უმაღლესი დონის უნდა იყოს!მე და დედაჩემი ამ მაღაზიიდან გამოვედით და მისთვის სხვა მაღაზიაში ვნახეთ ძალიან ლამაზი ზამთრის პალტო, რომელიც სამჯერ უფრო იაფი ღირდა, ვიდრე ის პალტოები, რომლებიც იმ მაღაზიაში დავათვალიერეთ.თქვენ რა რეაქცია გექნებოდათ, თუ ძვირადღირებული ნივთების მაღაზიაში ასეთ რაღაცას გეტყოდნენ?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს