ისტორია, რომელიც თურქეთში გადაგვხდა თავს. ამის შემდეგ დავიჯერე, რომ მარილი ნამდვილად შველის გათვალვას

7536

მოგესალმებით! პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში –  ახალგაზრდა დედა, საკუთარი შვილის ისტორიას გვიყვება და მკითხველის აზრი აინტერესებს.ამ ზაფხულს დასასვენებლად თურქეთში გავფრინდით. მე და ჩემს ქმარს ერთი ვაჟი და ერთი ქალიშვილი გვყავს.ძალიან გაოცებული ვიყავი იმით, რომ ყველა და ყოველთვის ყურადღებას აქცევდა ჩვენს ქალიშვილს. ჩენი მარიამი ორ ნახევარი წლისაა. ის ძალიან ლამაზია, ცისფერთვალება, ხვეული თმით. ის ანგელოზს წააგავს. როდესაც ჩვენი პატარა იღიმის, ლოყებზე არაჩვეულებრივად ლამაზი ფოსოები უჩნდება.

მას ყურადღებას აქაც აქცევდნენ, მაგრამ თურქეთში მუდმივად და ყველა! მას ყველა უღიმოდა. ადგილობრივებს მისი ხელში აყვანა სურდათ, ცდილობდნენ რაიმე ტკბილეული მიეცათ.განსაკუთრებულად უცნაურად მოიქცა ჩვენს ოტელში მომუშავე ოფიციანტი. ის რამდენიმე დღე უბრალოდ ჩერდებოდა ჩვენს მაგიდასთან და ღიმილით შესცქეროდა ჩვენს გოგონას. ერთხელაც, ხელში აიყვანა და ორივე ლოყაზე აკოცა. მე შოკი მივიღე, ჩემი მეუღლე კი მზად იყო მას მუშტებით მივარდნოდა. ოფიციანტი გაგვექცა და თარჯიმნის დახმარებით ცდილობდა ჩვენთვის აეხსნა, რომ ფეხმძიმე ცოლი ჰყავდა და ძალიან ოცნებობდა იმაზე, რომ მასაც ასეთი ლამაზი გოგონა შესძენოდა.

ჩვენ ძალიან დიდხანს ვერ ვეგუებოდით იმას, რომ ჩვენს გოგონას ასეთ ყურადღებას აქცევდნენ. თურქებისთვის კი – ეს ურთიერთობის სრულიად ნორმალური მანერაა. ისინი უბრალოდ ძალიან მეგობრულები არიან.შვებულების ბოლოსკენ, ჩვენ უკვე მივეჩვიეთ ჩვენი გოგონას ასეთ პოპულარობას. ბევრ გამყიდველს ჩვენი პატარა ისე მოსწონდა, რომ კარგ ფასდაკლებას გვიკეთებდნენ.როდესაც ამის შესახებ დედაჩემს მოვუყევი, მას კინაღამ ისტერიკა დაემართა:

– ისინი ხომ მას გათვალავენ! ის ჭირვეულობასაც დაიწყებს და ღამეც ცუდად დაიძინებს! სასტუმროს ნომრიდან გასვლის წინ, აუცილებლად დააყარეთ თავზე მარილი!მე, ზოგადად ცრუმორწმუნე ადამიანი არ ვარ, სხვადასხვა ნიშნების, ჯადოს და გათვალვის არ მჯერა. თუმცა, ჩვენს მარიამს, ღამე მართლაც ძალიან ცუდად ეძინა, ხშირად იღვიძებდა და ტიროდა.

გადავწყვიტე, დედაჩემისთვის დამეჯერებინა. სასტუმროს ნომრიდან გასვლის წინ, ყოველთვის ვაყრიდი მარიამს თავზე ცოტაოდენ მარილს. მართლაც, პატარას უკეთესად ეძინა და აღარც ჭირვეულობდა.იქნებ, უბრალოდ ადაპტაცია გაიარა? ან, იქნებ ხალხურმა საშუალებამ უშველა? იქნებ, მართლაც გათვალული იყო და მარილმა უშველა?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს