მანიპულაციის გასაღები ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

1555

მეტის ცოდნა მანიპულატორების შესახებ აუცილებელია, რათა არ იცეკვოთ მათ დაკრულ მელოდიაზე. სხვა ადამიანების ფარული ქცევების გაშიფვრა საუკეთესო დაცვაა მანიპულაციისგან. ამიტომ, კარგად უნდა იცოდეთ თქვენი სისუსტეები და საინტერესო ის არის, რომ ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს თავისი სისუსტე აქვს.დღეს პაპარაცის ამ სტატიაში მოგიყვებით თუ რა გვაძლევს საშუალებას ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნებით მანიპულირების. იმედი გვაქვს, ამ ინფორმაციას გონივრულად და თქვენთვის სასიკეთოდ გამოიყენებთ.

მანიპულაციისგან თავის დაცვა

  1. ვერძი და მორიელი. ზოდიაქოს ამ ნიშნების წარმომადგენლებს დიდი შინაგანი ძალა და ენერგია აქვთ. თუმცა, ხშირად ექცევიან საკუთარი ემოციების და განცდების გავლენის ქვეშ. მათი იმპულსურობა საკუთარი თავის წინააღმდეგ მუშაობს.ამიტომ ვერძებმაც და მორიელებმაც უნდა იმუშაონ საკუთარ მიზანდასახულობაზე, უნდა ისწავლონ სიმშვიდის შენარჩუნება მაშინაც კი, როდესაც ცდილობენ პროვოცირებას.
  2. თევზები და მერწყული. ამ ნიშნებს ახასიათებთ იმის განცდა, რომ ყველაფერი იციან და ესმით. სიამაყე და საკუთარი ძალების ზედმეტი რწმენა ხელს უშლის თევზებსა და მერწყულს მიაღწიონ მაღალ პროფესიულ დონეს. ისინი ძალიან არიან დამოკიდებულები სხვის აზრზე და თუ არ მიიღებენ აღიარებას, იმედი უცრუვდებათ და დარდობენ. სამაგიეროდ ადვილად ექცევიან იმ ადამიანების გავლენის ქვეშ, ვინც კომპლიმენტებით ავსებენ. სამწუხაროდ, მანიპულატორები ხშირად ცუდად სარგებლობენ ამით.
  3.  კურო და სასწორი. ორივე სენტიმენტალური ნიშანია. ყავთ ხოლმე შინაური ცხოველები, რომელზეც მთელი გულით ზრუნავენ. სერიოზული სირთულეები ადვილად ანგრევენ პიროვნულად კუროს და სასწორს და შვებას მავნე ჩვევებში ეძებენ. გასაკვირი არ არის, რომ სხვები ბოროტად სარგებლობენ მათი მგრძნობიარობით და გულუბრყვილობით. საჭიროა მრავალმხრივი გამოცდილების მიღება და ამ ყველაფრის წინააღმდეგ წასვლა.კარგი იქნება, დროულად გაერკვეთ თქვენს გრძნობებში, რათა იპოვოთ პრობლემის რეალური მიზეზი. დაისახეთ მიზანი და ფოკუსირდით მის მიღწევაზე.
  4. მშვილდოსანი და თხის რქა. ესენი არიან ძლიერი ადამიანები, რომლებიც იშვიათად იღებენ სხვის აზრს. მათთვის რთულია ვინმესთან თანაბარ პირობებში ყოფნა, სწრაფად კარგავენ მოთმინებას დისკუსიაში. პირველობის დაუოკებელი სურვილის გამო მშვილდოსანი და თხის რქა ადვილად ექცევა იმათი გავლენის ქვეშ, ვინც მხარს უჭერს და აღიარებს მათ წამყვან როლს.
  5. ტყუპები და ქალწული. ზოდიაქოს ამ ნიშნებს უყვართ ზედმეტი საუბარი და ყველას თავის მეგობრად თვლიან, რითიც ცუდად სარგებლობენ არაკეთილმოსურნეები. ვერ იტანენ კრიტიკას და სწყინთ, როდესაც არ ითვალისწინებენ მათ რჩევებს.ტყუპებმაც და ქალწულმაც ადეკვატურად უნდა შეაფასონ საკუთარი თავი და ისწავლონ ჯანსაღი კრიტიკის მიღება.
  6. კირჩხიბი და ლომი. კირჩხიბები მოსიყვარულე და მგრძნობიარეები არიან, მაგრამ თუ განაწყენდებიან, ძალიან საშიშები ხდებიან. მათი მთავარი ამოცანაა იპოვონ წონასწორობა და შინაგანი ჰარმონია, რათა არ გადავიდნენ თვითგანადგურების გზაზე. რაც შეეხება ლომს, ისინი ძალიან არიან დამოკიდებულები სხვა ადამიანების აზრზე, თავდაჯერებულობის ნაკლებობა ხელს უშლის ცხოვრებაში. ცდილობენ იყონ იმ წრეში, სადაც აქებენ და მისით აღფრთოვანებულები არიან. მათ უნდა გააცნობიერონ, რომ არ არსებობს იდეალური ადამიანი, მიიღონ თავისი შეცდომები და ნაკლი მშვიდად.

რა თქმა უნდა, სისუსტე და მტკივნეული ადგილები ყველას აქვს, მაგრამ არ უნდა დახუჭოთ ამაზე თვალი და შეეცადოთ მის გამოსწორებას. თქვენ რას ფიქრობთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს