ოთხი ივნისიდან ძალაში შედის რეტროგრადული სატურნი. აი, რას მოუტანს ის ზოდიაქოს ნიშნებს

0
4434

4 ივნისს სატურნი რეტროგრადული გახდება თითქმის ხუთი თვის განმავლობაში და 23 ოქტომბრამდე ადამიანებს შორის კარმული კავშირი განსაკუთრებით ძლიერი იქნება. სატურნი საკმაოდ ნელი პლანეტაა. ანჟელა პერლი ამბობს, რომ რაც უფრო ნელია პლანეტა, მით უფრო ძლიერია მისი გავლენა ადამიანების ცხოვრებაზე. რას გვპირდება ის მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში?

კარმული კავშირი

დისციპლინა, პასუხისმგებლობა, პიროვნული ზრდა და სიმწიფე – სწორედ ამაზეა პასუხისმგებელი სატურნი. ყველა, ვინც მალე გახდება 29-30 წლის, იგრძნობს ამ პლანეტის მაქსიმალურ გავლენას, რადგან 30 წლის განმავლობაში სატურნი ასრულებს ციკლს თავის თანავარსკვლავედში.

წინასწარმეტყველება თითოეული ზოდიაქოს ნიშნისთვის რეტროგრადული სატურნის მიხედვით

  • ვერძი – შესაძლებელია წარსულის ძალისხმევის შედეგის მიღება, მაგრამ ახალი მიზნების მიღწევა შეფერხდება და ვერძი მოლოდინის რეჟიმში იქნება. შეხვდებით ძველ მეგობრებს, გადახედეთ ვალდებულებებს ბავშვების წინაშე. კარგია ორსულობის დაგეგმვა.
  • კურო – მოსალოდნელია ახალი სამუშაო, ან თანამდებობა, კვალიფიკაციის ამაღლება, ყველაფერი, რაც დაკავშირებულია ახალ სამუშაო აქტივობებთან. ცხოვრებისეული სტატუსის შეცვლა: საზღვარგარეთ გადასვლა, ან ბიზნესის იქ გადატანა, ცხოვრებისეული ღირებულებების ხელახლა გადახედვა.
  • ტყუპები – ტყუპების ცხოვრებაში იქნება უცხოეთთან დაკავშირებული ცვლილებები. შეიძლება გაჩნდეს სხვა ქვეყანაში სასწავლებლად წასვლის საშუალება, არის ახალი ფინანსური ვალდებულებების გაჩენის შესაძლებლობა. გართულდება ფინანსური მდგომარეობა ოქტომბრის ბოლომდე.
  • კირჩხიბი – გჭირდებათ ბიუჯეტის დაანგარიშება ფინასური საკითხების მოსაგვარებლად. გაჭიანურდება მოლოდინი, რომელიც დაკავშირებულია ფულთან, ან სახელმწიფო დახმარებასთან. გაახლდება კავშირი ძველ მეგობრებთან.
  • ლომი – ლომები შეხვდებიან ადამიანებს წარსული ცხოვრებიდან და ახალი თვალით შეხედავენ. შესაძლებელია ქორწინება საყვარელ ადამიანთან, მეუღლეებს შორის ურთიერთობა გაცივდება. მნიშვნელოვანია დაიჭირონ დისტანცია ყველასთან.
  • ქალწული – ქალწულები შეძლებენ გადაჭრა პრობლემები, რომლებიც მათ დიდი ხანია აწუხებთ. ეს შეიძლება ეხებოდეს ჯანმრთელობას, შეძლებენ წონის დაკლებას.
  • სასწორი – სასწორის ნიშნისთვის საუკეთესო დროა დააღწიონ თავი მავნე ჩვევებს. სატურნი მათ ყველაფერში დაეხმარება. თუ ვინმეს სურს დაფეხმძიმება, წარმატებას მიაღწევს.
  • მორიელი – თუ სადმე გადასვლა დაიგეგმება, ის აუცილებლად გადაიდება ოქტომბრამდე. შეიქმნება უხერხულობა სახლში სიმყუდროვის კუთხით. მაგალითად, გაიწელება რემონტის პერიოდი. ურთიერთობაში შესაძლებელია განშორება გარკვეული პერიოდი.
  • მშვილდოსანი – მშვილდოსნისთვის მნიშვნელოვანია ყველა იმ რესურსის გაანალიზება, რაც მას გააჩნია. სატურნს შეუძლია შემოსავლის ნაწილის შემცირება, ან გაყინვა. დაკარგავს სამსახურს. აუცილებლად უნდა გადახედოს ღირებულებებს.
  • თხის რქა – სატურნი თხის რქის ნიშანს მართავს. ამ ნიშანს ეს პერიოდი პრობლემები ექნება. შესაძლოა სამსახურის დაკარგვა, შემოსავლების გაყინვა, ინვესტიციების და კონტრაქტების დასრულება. პრობლემები გაჩნდება ქორწინებაშიც.
  • მერწყულები – უფრო მეტად იგრძნობენ ცხოვრებისეულ ცვლილებებს. უფრო ენერგიულები და ახალგაზრდულები გახდებიან, დაიკლებენ წონაში. ამისთვის დიდი ძალისხმევა დასჭირდებათ, მაგრამ შედეგი ექნებათ.
  • თევზები – თევზებმა წინსვლისთვის უნდა აიცილო ზედმეტი ვალდებულებები. მოსალოდნელია სხვა ქვეყანაში გადასვლა და სახლში დაბრუნება გაჭიანურდება.

სატურნი იძლევა ცვლილებების შესაძლებლობას. იქნება ეს სხეულის წონა, ვალდებულებები, თუ სხვა უსიამოვნებები. შრომისმოყვარეობა და ამტანობა მიგიყვანთ სასურველ შედეგამდე. მნიშვნელოვანია, არ იჩქაროთ და საკუთარ თავს მეტი დრო დაუთმოთ. თქვენ როგორ გრძნობთ თავს ამ პერიოდში? გაგვიზიარეთ კომენტარებში.