მე და ჩემმა მეუღლემ მეორე ბინა ვიყიდეთ და გადავწყვიტეთ, რომ გაგვექირავებინა. ჩემი ქმარი კი თავის შვილს ალიმენტებსაც უხდის და ქირის ფულის ნაწილსაც მას აძლევს

2541

მოგესალმებით! პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში, ახალგაზრდა ქალბატონი საკუთარ ისტორიას მოგვითხრობს და მკითხველის აზრი აინტერესებს.მე ვიქტორია მქვია, ჩემს მეუღლეს კი სერგი. უბრალოდ, შოკში ვარ ჩემი მეუღლის საქციელის გამო. ის ძალიან წესიერია, განსაკუთრებით კი საკუთარ ქალიშვილთან მიმართებაში, რომელიც მას პირველი ქორწინებიდან ჰყავს.

ქმრის განქორწინებასთან არაფერი მაქვს საერთო. როდესაც ჩვენი ერთმანეთი გავიცანით, ის უკვე 3 წლის დაშორებული იყო საკუთარ მეუღლეს.მე შევეგუე იმას, რომ ჩემი ქმარი თავის გოგონას ალიმენტებს უხდის და კიდევ დასვენების ხარჯებსაც უფარავს. შვებულების ორ კვრას მე და ჩემი ქმარი ვატარებთ ერთად, შემდეგ ორ კვირას კი ის მის ქალიშვილთან ერთად მიდის ზღვაზე.ამას გარდა, ჩემი ქმარი თავისი შვილისთვის ყიდულობს კარგ ტანსაცმელს და ახალ ტელეფონებს. ამასთანავე, იგი გეგმავს, რომ თავის ქალიშვილს აჩუქოს იმ ბინის ნახევარი, რომელშიც ახლა მისი ყოფილი მეუღლე და ქალიშვილი ცხოვრობენ. მე საწინააღმდეგო არაფერი მაქვს.

მე უბრალოდ თავიდანვე ვუთხარი, რომ არ მინდოდა, რომ ელენე ჩვენს სახლში მოსულიყო. მისი ნახვის და მასთან ურთიერთობის არანაირი სურვილი არ მქონდა.მე და სერგი უკვე 10 წელია ერთად ვცხოვრობთ, ელენე კი ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ მყავს ნანახი.მე და სერგის საერთო შვილი გვყავს. ჩვენი გიორგი 5 წლისაა.ცოტა ხნის წინ ჩვენი შვილისთვის ბინა შევიძინეთ. ეს ბინა ერთად ვიყიდეთ. მშობიარობის შემდეგ, დეკრეტულში მხოლოდ სამი თვის განმავლობაში ვიყავი, შემდეგ კი ეგრევე სამსახურში გავედი. ძალიან ბევრს ვმუშაობდი. იმდენივეს ვმუშაობდი, რამდენსაც ჩემი ქმარი, რათა ეს ბინა გვეყიდა. ბინა ჩვენს შვილზე არ გაგვიფორმებია, გადავწყვიტეთ, ეს მას შემდეგ გავაკეთოთ, როდესაც ის სრულწლოვანი გახდება.

შემოსავლის მისაღებად, გადავწყვიტეთ ამ ბინის გაქირავება. უბრალოდ მოვნახეთ მდგმურები და მოვილაპარაკეთ, რომ ისინი თანხას ბარათზე ჩამირიცხავდნენ.თავიდან ყველაფერი კარგად იყო, ისინი თავიდან 400 ლარს იხდიდნენ, შემდეგ კი რატომღაც ბარათზე 300 ლარი ჩამირიცხეს. მე მათ დავურეკე, რათა გამერკვია რაში იყო საქმე. მე მეგონა, რომ თანხის გადავადება უნდოდათ. მაგრამ არა, მითხრეს, რომ მათ ჩემმა ქმარმა დაურეკათ და უთხრათ, რომ ჩემთვის 400 ლარი ჩაერიცხათ და 100 ლარი კი ყოფილი ცოლის ბარათზე გადაერიცხათ.ჩემმა ქმარმა, რატომღაც გადაწყვიტა, რომ ამ სახლის გაქირავებიდან მიღებული თანხის მეოთხედიც მისთვის უნდა მიეცა.

ჩვენი ოჯახისთვის 100 ლარი არც ისე დიდი ფულია, მაგრამ აქ უკვე პრინციპის საქმეა. ჩემი ქმრის ქალიშვილი, ისედაც შესანიშნავად ცხოვრობს. ჩემი ქმარი მას ყოველთვიურად ოთხჯერ მეტს უხდის იმასთან შედარებით, რასაც მისი ყოფილი მეუღლე ხელფასის სახით ღებულობს.ქმარს შევთავაზე, რომ ბინის გაქირავებიდან მიღებული შემოსავალი შუაზე გაგვეყო: 200 მე და 200 მას. თუ უნდა, საკუთარი ნახევრიდან მისცეს მათ ერთი მეოთხედი. ჩემი შრომის შედეგი, რატომ უნდა მისცეს თავის შვილს? მე, საამისოდ საკუთარი შვილი მყავს!და საერთოდ, რატომ უნდა იხდიდეს ყველაფრის ფულს ჩემი მეუღლე? მისი ყოფილი ცოლი რას აკეთებს?

ჩემს ქმარს მოვახსენე ყველა ჩემი უკმაყოფილებისა და პრეტენზიის შესახებ. მაგრამ, მან ვერ გამიგო. მან დაიწყო ლაპარაკი იმაზე, რომ ის მამაა და ვალდებულია დაეხმაროს თავის ქალიშვილს, სანამ ის 18 წლის არ გახდება. ქმარმა მითხრა, რომ მის საქმეში არ უნდა ჩავერიო.მინდოდა განცხადება შემეტანა ქონების გასაყოფად, მაშინ ჩემი ქმარი ვერ შეძლებდა ერთად ნაყიდი ბინის ნახევრის გაქირავებას. როდესაც მას ამის შესახებ ვუთხარი, მან თქვა, რომ ქონებას გავიყოფდით, მაგრამ მხოლოდ განქორწინების შემთხვევაში. ამის შემდეგ, ამაზე საუბარი შევწყვიტე.მე მიყვარს ჩემი მეუღლე და განქორწინება არ მინდა. მინდა, რომ მე მყავდეს ქმარი, ჩემს შვილს კი – მამა. ჩემი ქმარი ძალიან კარგი ადამიანია, თუ არ ჩავთვლით მის დამოკიდებულებას საკუთარი შვილის მიმართ.

თავიდანვე უნდა შემეზღუდა მისი ურთიერთობა თავის ქალიშვილთან და უნდა დამეძალებინა, რომ მხოლოდ გარკვეული თანხით დახმარებოდა.მის ყოფილ მეუღლეს კი სინდისი საერთოდ არ გააჩნია: იმდენ ფულს იღებს, რამდენსაც აძლევენ და თან მუდმივად ეცოტავება…

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს