ადრე მას თანაკლასელები დასცინოდნენ. ახლა, მსოფლიოს ყველა მამაკაცი ამ ლამაზმანზე ოცნებობს

555

რთული დასაჯერებელია, მაგრამ ახლა წარმატებული და ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მსახიობი სალმა ჰაიეკი ბავშვობაში ბულინგით და დაცინვით იტანჯებოდა. ამის მიზეზი დისლექსია – კითხვის და წერის უნარის დარღვევა გახდა.

თუმცა, უკვე სტუდენტობის პერიოდში თავისი ნაკლის დამალვას ახერხებდა. 25 წლის ასაკში ლოს-ანჯელესში გაემგზავრა და სამსახიობო ასპარეზზე ბედის ცდა გადაწყვიტა. 10 წლის განმავლობაში უილ სმიტთან, მეთიურ პერთან და კვენტინ ტარანტინოსთან თანამშრომლობის ბედნიერება წილად ხვდა.

ინგლისური ენის სწავლის პროცესში ენის ბარიერი სალმას დიდ სირთულეს უქმნიდა, ხოლო თანდაყოლილი დისლექსია სწავლებაში რაიმე პროგრესის შესაძლებლობას პრაქტიკულად გამორიცხავდა. მიუხედავად ამისა, მომავალი ვარსკვლავი არ თმობდა და საკუთარ თავს წარმატების მიღწევას ჰპირდებოდა.

და ის მოვიდა – 2002 წელს ფილმ „ფრიდას“ გამოსვლამ ახალგაზრდა სალმა ჰაიეკს უზარმაზარი პოპულარობა მოუპოვა. მთავარი გმირი ქალის როლის შესრულებით სალმამ „ოსკარის“ პრემიაზე ნომინაციაც მოიპოვა.

მას შემდეგ სალმა სამსახიობო და სარეჟისორო საქმიანობას აგრძელებს. მან 40-ზე მეტ ფილმში მონაწილეობა მიიღო და მისი წარმატების შემხედვარე რთულია დაიჯეროთ, რომ ბავშვობაში ნამდვილად დასცინოდნენ…

სალმას თავბრუდამხვევი წარმატება იმის მაგალითია, რომ დისლექსია განაჩენი არაა. სალმა ყველას მოუწოდებს, რომ აქცენტი საკუთარ სურვილებსა და შესაძლებლობებზე გააკეთონ და არა ნაკლოვანებებზე.

გარდა ამისა, მსახიობმა საქველმოქმედო, საკუთარი ფონდი შექმნა, რომელიც მექსიკაში ძალადობას და ნარკოტიკებს ებრძვის. ასევე სალმა ქალების და ემიგრანტების დისკრიმინაციის წინააღმდეგ იბრძვის.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს