ჩემი ცოლი გამუდმებით ძალიან ბევრ ფულს ხარჯავს. იძულებული გავხდი, სამსახურიდან უფროსს დავთხოვებოდი და მისთვის მეთვალთვალა

0
3227

ვფიქრობთ, ბევრ ოჯახს შექმნია ფულთან დაკავშირებული პრობლემა, როდესაც ჩნდება კითხვა: სად დაიხარჯა ფული? პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში, მამაკაცი მსგავს ისტორიას მოგვითხრობს.ჩემს ოჯახში მსგავსი ისტორია მოხდა. მთელი ფული, რომელსაც გამოვიმუშავებდი, სახლში მომქონდა და ჩემს ცოლს ვაძლევდი. ცოლი კი ძალიან სწრაფად ხარჯავდა მას. სად? გაუგებარია!ახლა ჩემი ცოლი არ მუშაობს. უბრალოდ იმიტომ, რომ მას ცოტა ხნის წინ ოპერაცია გაუკეთდა და იგი 6 თვის თვის განმავლობაში თავს უნდა გაუფრთხილდეს და არ უნდა ჰქონდეს არანაირი ფიზიკური დატვირთვა.

  • სად წაიღე ფული, რაში დახარჯე? – ვეკითხები ნათიას.ის კი მპასუხობს:
  • – როგორ თუ რაში? პროდუქტები ვიყიდე!

არ ვიცი, როგორ უნდა დახარჯო ამდენი ფული პროდუქტებში. მე ეს საშინლად მომწყინდა, ამიტომ გადავწყვიტე სიმართლე გამეგო და გამერკვია, სინამდვილეში სად მიაქვს ფული ჩემს ცოლს.ორი სმენა ვიმუშავე და დასვენების დღე მოვითხოვე, მაგრამ ცოლისთვის არაფერი მითქვია. დილით, ისე მოვიქეცი, რომ თითქოს სამსახურში მივდიოდი. სინამდვილეში კი მანქანაში ვიჯექი და ვიცდიდი, თუ როდის გამოვიდოდა ჩემი ცოლი სახლიდან.

მას საერთოდ არ უყვარს სახლში ჯდომა და მე დარწმუნებული ვიყავი, რომ ის სადმე წავიდოდა და მე შევძლებდი იმის გაგებას, თუ სად ხარჯავს იგი ფულს.ორი საათის შემდეგ, ჩემი ცოლი სახლიდან გამოვიდა და წავიდა. მე უკან გავყევი. იგი ჯერ სავაჭრო ცენტრში მივიდა, ქალის ტანსაცმლის მაღაზიები შემოიარა, მაგრამ არაფერი არ უყიდია. შემდეგ, კაფეში შევიდა და თავისთვის კოქტეილი შეუკვეთა. ის კი თითქმის 15 ლარი ღირს. ეს ჩვენი ოჯახისთვის ძალიან ძვირია.შემდეგ, ჩემი ცოლი კონოში წავიდა. აი მაშინ კი ყველაფერს მივხვდი: თუ რატომ იცის მან ყველა ფილმი. აღმოჩნდა, რომ ის მუდმივად დადის კინოთეატრებში.

კინოთეატრში მან თავისთვის წყალი და პოპკორნი იყიდა. ეს ყველაფერიც დაახლებით 30 ლარის იქნებოდა. კინოთეატრის შემდეგ კი ჩემი ცოლი მაღაზიაში წავიდა და 25 ლარის პროდუქტი იყიდა. ეს გავიგე ჩეკის მიხედვით, რომელიც მან ცელოფანში დატოვა.გამოდის, რომ ნათიამ ერთ დღეში 70 ლარი დახარჯა და ამასთან ერთად, ის კვირაში ერთხელ მანიკიურის გასაკეთებლად დადის სალონში.მე ასე ბევრს ვმუშაობ, ჩემი ცოლი კი ამ დროს კინოთეატრებში დადის და მანიკიურს იკეთებს. ის ხომ, ყველაზე ნამდვილი უსაქმურია!ახლა, უბრალოდ არ ვიცი რა ვქნა! იქნებ, შევწყვიტო მისთვის ფულის მიცემა, ან სამსახურში ხომ არ გავგზავნო?

ნათია მიყვარს და მასთან განქორწინება არ მინდა, მაგრამ ასეც აღარ მინდა ცხოვრება…