ვისწავლე ქათმის ბარკლების ისე დამარინადება, რომ სტუმები იქამდე ითხოვენ დამატებას, სანამ პირველი პორციის ჭამას დაასრულებენ

3251

ეს არის საუკეთესო მარინადი ქათმისთვის, გაზვიადების გარეშე ვამბობ! ყველაფერი შედარებით მარტივად და სწრაფად მზადდება, შედეგი კი ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს. ამ მარინადში ჩადებული ქათმის ბარკლები, ღუმელში გამოცხობის შემდეგ საოცარ ქერქს იკეთებს, ხორცი კი წვნიანი და სურნელოვანი გამოდის.პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში მოგითხრობთ, თუ როგორ უნდა დაამარინადოთ ქათმის ბარკლები ცელოფანში ისე, რომ სტუმრებმა მეორე პორციაც მოითხოვონ.

საუკეთესო მარინადი ქათმის ხორცისთვის

ინგრედიენტები

  • 16 ცალი ქათმის ბარკალი;
  • 0,5 ჭიქა ხახვი-შალოტი;
  • 0,25 ჭიქა წვრილად დაჭრილი ჯანჯაფილი;
  • 0,7 ჭიქა სოიოს სოუსი;
  • 2 ს.კ. მცენარეული ზეთი;
  • 0,5 ჭიქა წითელი ძმარი;
  • 1 ჭიქა გარგარის ჯემი.

მომზადების წესი

  1. პირველ რიგში, დანით წვრილად დაჭერით ხახვი-შალოტი. გაფცქვენით და ასევე წვრილად დაჭერით ჯანჯაფილი. ეს ყველაფერი მოათავსეთ ქვაბში.
  2.  ხახვი და ჯანჯაფილი მოთუშეთ დაბალ ცეცხლზე 5 წუთის განმავლობაში, სანამ რბილი და ოქროსფერი არ გახდება. ჩაასხით ძმარი და 2 წუთის შემდეგ, ჩაასხით სოიოს სოუსი და გარგარის ჯემი. მოაყარეთ მარილი, პილპილი და ხარშეთ დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
  3. ქათმის ბარკლები წინასწარ გარეცხეთ და გააშრეთ. ასევე დაგჭირდებათ ზიპ-ცელოფანი. ჩაასხით მარინადი ცელოფანში და ჩაყარეთ შიგ ბარკლები. ცელოფანი დაკეტეთ და კარგად შეანჯღრიეთ ისე, რომ მარინადი თანაბრად გადანაწილდეს ქათმის ბარკლებზე. გააჩერეთ 10 – 15 წუთის განმავლობაში.
  4. ბარკლები საცხობ ფორმაში ჩაალაგეთ (ან საცხობ ფირფიტაზე), რომელშიც ფოლგა უნდა იყოს ჩაფენილი. მოასხით ქათმის ბარკლებს ცელოფანში დარჩენილი მარინადი.
  5. შედგით 180-200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, 35 წუთის განმავლობაში. მომზადებამდე 5 წუთით ადრე, სურვილისებრ, შეგიძლიათ ღუმელში ჩართოთ ზედა გრილი. ეს ქათმის ბარკლებს ოქროსფერ ქერქს შესძენს. თუ ეს შესაძლებელი იქნება, გრილის ჩართვამდე, ქათმის ბარკლებს კიდევ ერთხელ მოასხით მარინადი.
  6.  სულ ეს არის, დამარინადებული ქათმის ბარკლები მზადაა. მიირთვით ახალ კარტოფილთან, ბრინჯთან და კამასთან ერთად. გემრიელად მიირთვით!

რედაქციისაგან: თუ დღესასწაულისათვის ქათმის ბარკლების მომზადებას ამ რეცეპტის მიხედვით გადაწყვეტთ, ეს კერძი ნამდვილად დაამშვენებს თქვენს მაგიდას. პლუს ამას, ყველას ქათმის სწორედ ეს ნაწილი მოსწონს, ამიტომ იყიდე ქათმის ბარკლები და ზუსტად ამ მეთოდის მიხედვით მოამზადე. ეს რეცეპტი ნამდვილად არ დაგტოვებთ გულგრილს… ქათმის ხორცი ძალიან გემრიელი გამოდის!

ჩემი აზრით, ეს ყველაზე საუკეთესო მარინადია ქათმის ხორცისთვის. კარგი იქნება, თუ თქვენც გაგვიზიარებთ თქვენი საყვარელი მარინადის რეცეპტს კომენტარებში!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს