გარედან ჩვეულებრივ სახლს ჰგავს, შიგნით შესვლისას კი ხალხი გაოცებისგან პირს აღებს

0
470

თქვენ გაქვთ საყვარელი ფერი? მაგალითად, მე 10 წლამდე წითელ ფერზე ვგიჟდებოდი. ყოველ ზაფხულს მშობლებს წითელი მაისურის ყიდვას ვთხოვდი. შემდეგ, თითქოს რაღაცას დააჭირეს და ლურჯი ფერი შემიყვარდა. ახლა ჩემს გარდერობში სხვადასხვა შეფერილობის ლურჯ ნივთებს იპოვით, თუმცა წითელი მაინც ჩემს სულში რჩება, რადგან ეს ჩემი საყვარელი საფეხბურთო კლუბის ფერია.

აი, ამ სახლის მფლობელებს, რომლებმაც ინტერიერი მოაწყვეს, საყვარელი ფერის არჩევაში პრობლემა ნამდვილად არ აქვთ. შენობა ლონდონის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს და გარედან რაღაც განსაკუთრებულად არ გამოიყურება.

თუმცა, თუ დააკვირდებით, დაინახავთ, რომ შესასვლელის წინ ცისფერი, თუ იისფერი ყვავილები დევს. შესაძლოა, ეს ნიშანია…

საქმე იმაშია, რომ სახლის შიგნით იისფერი დომინირებს.

როცა სახლის სურათები ინტერნეტში მოხვდა, მსოფლიოს ყველა ქვეყნის ინტერნეტ მომხმარებლები ამ ინტერიერით შოკირებულნი იყვნენ.

სხვათა შორის, შენობა იყიდება. ამ სახლში ცხოვრების მსურველს 400 ათასი ბრიტანული ფუნტის გადახდა მოუწევთ.

დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოში სულ რამდენიმე ადამიანი ცხოვრობს, რომლებიც ამ სახლს იდეალურად ჩათვლიან. დანარჩენებს საუკეთესო შემთხვევაში უცნაურად მოეჩვენებათ…

უძრავი ქონების აგენტები ამბობენ, რომ სახლის ნახვის მსურველები გამოჩნდნენ. მართალია, თავადვე აღიარებენ, უფრო ინტერესის გულისთვის მოდიან.

აქ უბრალოდ ვერ იპოვით ადგილს, სადაც იისფერი არ არსებობს!

მხოლოდ ბაღი გამოიყურება სავსებით ნორმალურად…

საინტერესოა, რამდენად მალე გამოჩნდება ხალხი, რომლებიც ამ სახლის შეძენას მოისურვებენ. ალბათ, არსებობენ ადამიანები, რომელთაც იისფერის გარეშე ცხოვრება არ შეუძლიათ! ასეთ სახლში იცხოვრებდით?

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი