პირველად მოვხარშე მარწყვი ბაზილიკით, ერთი ქილა ერთ დღეში შეჭამეს, ამიერიდან ეს ჩემი ფავორიტი რეცეპტია

0
468

მურაბის მომზადება – ერთგვარი მედიტაციაა, რომელიც ყველა დიასახლისისათვის არის ნაცნობი. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გთავაზობთ ევგენი კლოპოტენკოს რეცეპტს, მარწყვის მურაბის მოსამზადებლად.უკრაინელი შეფ-მზარეული და სატელევიზო შოუ “Masterchef-5”-ის გამარჯვებული გვირჩევს მურაბაში ბაზილიკისა და ვანილის დამატებას, რადგან ეს ის ინგრედიენტებია, რომლებიც შესანიშნავად უსვამს ხაზს ამ კენკრის გემოს.

გემრიელი მარწყვის მურაბა

ინგრედიენტები

  • 1 კგ მარწყვი;
  • 20 გრ ბაზილიკი;
  • 100 მლ წყალი;
  • 20 გ ვანილის შაქარი;
  • 500 გრ შაქარი.

მომზადების წესი

  1. მარწყვი კარგად გარეცხეთ გამდინარე წყლის ქვეშ და მოაშორეთ ყუნწები. მურაბის მომზადებამდე, მაესტრო გვირჩევს მარწყვის დაგემოვნებას. დამპალი და უგემური კენკრის გამოყენება რეკომენდებული არ არის, რადგან ამან შესაძლოა მურაბის დუღილი გამოიწვიოს.
  2. ტკბილ მარწყვს ვამატებთ 500 გრამ შაქარს, უფრო მჟავეს კი – 600. ნახევარ კილოზე ნაკლების გამოყენება არ ღირს. დააყარეთ მარწყვს შაქარი და გააჩერეთ ნახევარი საათის განმავლობაში, რათა კენკრამ წვენი გამოუშვას.
  3. შაქარ მოყრილი მარწყვი ქვაბში გადაიტანეთ. ჩაასხით ცოტაოდენი წყალი, რათა მურაბა არ დაიწვას. მურაბა ადუღებამდე მიიყვანეთ და შემდეგ ხარშეთ საშუალო ცეცხლზე 10 – 15 წუთის განმავლობაში, მუდმივად ურიეთ.
  4. გარეცხეთ ბაზილიკი და მურაბის ქვაბში ჩაყარეთ. ასევე, დაამატეთ ცოტაოდენი ვანილის შაქარი. მუდმივად ურიეთ და ხარშეთ კიდევ 1 – 2 წუთის განმავლობაში.
  5. ჩაასხით მზა მურაბა სტერილურ ქილებში და მოხუფეთ. გემრიელად მიირთვით!

რედაქციისაგან:მე ძალიან მომწონს ეს რეცეპტი მისი სიმარტივისა და უნიკალურობის გამო, რადგან ჩვეულებრივი მარწყვის მურაბით ახლა ვერავის ვერ გააოცებ, ბაზილიკით მომზადებულით კი – სავსებით შესაძლებელია. და კიდევ, თუ მარწყვის ამ მასას ძმარს დაამატებთ და რამდენიმე წუთის განმავლობაში ადუღებთ, მიიღებთ არაჩვეულებრივ კენკრის სოუსს ხორცისათვის.მე ასევე ძალიან მომწონს მარწყვის მურაბა პიტნით ან მიხაკით. კიდევ, ხარშვის ბოლოს შეგიძლიათ დაამატოთ ცოტაოდენი ლიმონმჟავა, ის მურაბას უფრო გაასქელებს.

რომელია ყველაზე გემრიელი მარწყვის მურაბა, რაც გაგისინჯავთ? კარგი იქნება, თუ კომენტარებში თქვენს რეცეპტებსაც გაგვიზიარებთ!