რატომ აქვთ ასეთი მოკლე მიწიერი ცხოვრება ძაღლებს ?

0
460

ძაღლების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 10-13 წელია. ამ შემთხვევაში ბევრი რამ არის დამოკიდებული ცხოველის ჯიშსა და სხვა ფაქტორებზე. მაგალითად, მეტისებმა შეიძლება 15-20 წელი იცოცხლონ.დღეს პაპარაცის ამ სტატიაში მოგიყვებით, თუ რა ახდენს გავლენას ძაღლის სიცოცხლის ხანგრძლივობაზე.

ძაღლის სიცოცხლის ხანგრძლივობა

ძაღლის სიცოცხლის ხანგრძლივობაზე მრავალი ფაქტორი ახდენს. მაგალითად, მისი სხეულის ზომა. რაც უფრო პატარაა ძაღლი, მით უფრო დიდხანს იცოცხლებს. დიდ როლს თამაშობს მემკვიდრეობა. თუ გსურთ იყოლიოთ სუფთა ჯიშის ლეკვი, შეგიძლიათ გაიგოთ მისი გენეალოგია სელექციონერთან. ხოლო, თუ ძაღლი თავშესაფრიდან აგყავთ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მის წარსულზე და წინაპრებზე რამე გაიგოთ.ძაღლის სქესიც გავლენას ახდენს ძაღლის სიცოცხლის ხანგრძლივობაზე. მამლები 2-3 წლით ნაკლებჯერ ცოცხლობენ, ვიდრე დედლები. უდიდეს როლს თამაშობს ცხოველის ფიზიკური აქტივობა. ძაღლს სჭირდება სეირნობა, თამაში, სირბილი. ეს დადებითად მოქმედებს მის ჯანმრთელობაზე და უხანგრძლივებს სიცოცხლეს. წინასწარ შეისწავლეთ ძაღლის ჯიშის თავისებურებები და გეცოდინებათ როგორ უნდა გაატაროთ მასთან დრო.

შემდეგი ფაქტორი – დაბალანსებული, ჯანსაღი რაციონია. არ შეიძლება კვებოთ ძაღლი ყველაფრით, რაც ხელში მოგხვდებათ. აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ვეტერინართან და კვებეთ თქვენი ოთხფეხა მეგობარი სწორად.

სხვა ასპექტები-სტატისტიკის მიხედვით, მეტისები უფრო დიდხანს ცოცხლობენ. ეს გამოწვეულია იმით, რომ ბუნებრივ პირობებში დაბადებისას მხოლოდ ძლიერი ლეკვები გადარჩებიან ხოლმე და ხდება ბუნებრივი გადარჩევა. ქუჩაში ცხოვრება კი ნამდვილი გამოცდაა ცხოველისთვის.ძაღლების სხვადასხვა ჯიშის წარმომადგენლები ცხოვრების მანძილზე სხვადასხვა დაავადებებისკენ არიან მიდრეკილნი. მაგალითად მოპსებს და პეკინესებს ხშირად აქვთ სასუნთქი სისტემის პრობლემები, როტვეილერებს აწუხებთ სახსრები, ამიტომ ძაღლის შერჩევისას კარგად აწონ-დაწონეთ შესაძლო რისკები.მინიატურული ჯიშის ძაღლები, როგორიცაა ჩიხუახუა და პუდელი საშუალოდ ცოცხლობენ 15-17 წელი, საშუალო ზომისები 9-15 წელი. მაგალითად, ჰასკი, პიტბული… ხოლო ყველაზე დიდი ძაღლები ცოცხლობენ 6-14 წელი.

ლამაზი ამბავი-გაგიზიარებთ ერთი ვეტერინარის მონათხრობს: “გამომიძახეს 13 წლის ძაღლის მოსარჩენად. ოჯახს იმედი ჰქონდა, რომ სასწაულს მოვახდენდი, მაგრამ ცხოველი რომ გამოვიკვლიე, მივხვდი, რომ მდგომარეობა უიმედო იყო. ძაღლს დიდხანს აღარც უცოცხლია. ბოლო წუთებამდე სიყვარულით და მზრუნველობით ავსებდნენ. პატარა პედრო მშვიდად უვლიდა და მუდმივად ეხუტებოდა მეგობარს.ბავშვმა თითქოს მიიღო ძაღლის ცისარტყელაზე გაფრენა. მან დედის კითხვაზე: “რატომ ცოცხლობენ ძაღლები ადამიანებზე უფრო მოკლე ცხოვრებით?” ასეთი რამ თქვა: “ადამიანები მოდიან სამყაროში, რომ ისწავლონ ცხოვრება, სიყვარული და სიკეთე. ძაღლებმა კი ეს ყველაფერი დაბადებისთანავე იციან და არაფრის სწავლა აღარ სჭირდებათ.”

ამ სიტყვების მორალი მარტივია. ძაღლები რომ ჩვენი მასწავლებლები იყვნენ, ბევრ რამეს ვისწავლიდით მათგან. მაგალითად ერთგულებას, თავდადებას, გულწრფელ სიყვარულს, ვისწავლიდით ერთმანეთზე ზრუნვას.თუ თქვენ გყავთ ძაღლი და ახლავე ჩაეხუტეთ მას. არავინ იცის, კიდევ რამდენი წელი იქნება თქვენს გვერდით. იზრუნეთ საკუთარ თავზე და თქვენს შინაურ ცხოველებზე! გაგვიზიარეთ თქვენი ოთხფეხა მეგობრების ფოტოები კომენტარებში.