მაშინაც კი, თუ თქვენს სახლში ყველაზე დიდი ობობა დასახლდება, ნუ იჩქარებთ ჩუსტებით შეიარაღებას მის მოსაშორებლად. ღრმად ჩაისუნთქეთ, ამოისუნთქეთ და წაიკითხეთ პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებული ახალი სტატია იმის შესახებ, თუ რატომ არ უნდა გაანადგუროთ სახლის ობობები. ამის მეცნიერული ახსნაც არსებობს და ამ თემასთან დაკავშირებული უამრავი ხალხური ნიშანიც. დღეს, ამის შესახებ უფრო დეტალურად მოგიყვებით.
დიდი ობობა სახლში
ობობები ბუნების მნიშვნელოვანი ნაწილი და ჩვენი ეკოსისტემის განუყოფელი შემადგენელია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენი სახლები იზოლირებულია გარე სამყაროსაგან, თუმცა ბევრი სხვადასხვა ობობა შეიძლება ცხოვრობდეს ნებისმიერ ბინაში ან კერძო სახლში. ბევრი მათგანის შესახებ, შეიძლება არც კი იცოდეთ.ზოგიერთი ობობასნაირი ოთახში შემთხვევით ხვდება. რომელიღაცა კი სახლში დასახლდება და შთამომავლობას ამრავლებს. ასეა თუ ისე, ეს ობობები არანაირ საფრთხეს არ უქმნიან ადამიანებს და მათი არ უნდა გეშინოდეთ. თუმცა ვაღიარებ, რომ ადრე მე თვითონაც ძლიერ ვრეაგირებდი ჩემი ბინის რვაფეხა მაცხოვრებლებზე.
თუმცა, ჩემი დამოკიდებულება შინაური ობობების მიმართ შეიცვალა. მე გავაცნობიერე ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნდამენტური ჭეშმარიტება: ობობებს სარგებლის მოტანა შეუძლიათ. ისინი იცავენ სახლს მავნებლებისგან, ასევე შეუძლიათ თავისივე მონათესავეების ჭამა. რატომ უნდა მოვიშოროთ დამხმარე, რომელიც სიამოვნებით შეჭამს კოღოებს და დაიცავს თქვენს ფხიზელ ძილს შემაშფოთებელი ზუზუნისაგან?ამბობენ, რომ კლიმატის ცვლილება, ჩვენს განედებზე მწერების და ობობების ახალ სახეობებს გააჩენს. ამაზე არ ვიკამათებ, მაგრამ ჯერჯერობით მსგავსი არაფერი შემხვედრია. მაგალითად, ჩემი ფანჯრის ზემოთ ცხოვრობს მშვენიერი დიდი ობობა, რომელსაც პაველი დავარქვი. შეიძლება უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ რეალურად ვფიქრობ, რომ ის ჩემს ბინას იცავს. ვიღაცას სახლის სულების სჯერა, მე კი რვაფეხა პაველის ძალის.
თუ თქვენ ჯერ კიდევ არ ხართ მზად ობობებთან ასეთი ურთიერთობისთვის, არა უშავს! შეეცადეთ, დაუპატიჟებელი სტუმარი ქილაში გამოამწყვდიოთ და შემდეგ, ქუჩაში გაუშვათ. მოგიწოდებთ: გთხოვთ, არ გაანადგუროთ ეს უბედური არსებები. ისინი ამას არ იმსახურებენ და უფრო ეშინიათ თქვენი, ვიდრე თქვენ მათი.
ხალხური ნიშნები, რომლებიც სახლის ობობებთან არის დაკავშირებული-სახლში ობობების გამოჩენასთან ბევრი ხალხური ნიშანია დაკავშირებული. ასე რომ, მაგალითად, თუ შეამჩნევთ, რომ ვიღაც დასახლდა თქვენი ერთ-ერთი ოთახის კუთხეში, შესაძლოა, რაიმე სიახლე ან საჩუქარი გელოდეთ. თუ ამ უწყინარ არსებას მოიშორებთ, დაკარგავთ იმის შესაძლებლობას, რომ გაიგოთ, თუ რა მოგიმზადათ ბედმა.ოდესღაც ხალხს სჯეროდა, რომ ქსელს განსაკუთრებული სამკურნალო თვისებები გააჩნდა. ადამიანს კი, ვინც ობობას განადგურებას გაბედავდა, ავად გახდომა ელოდა. ჩვენს წინაპრებს სჯეროდათ, რომ ობობები იცავენ სახლებს ბოროტი სულებისგან და სხვა უწმინდური ძალებისაგან. და თუ ვინმე რვაფეხა მცველის მოშორებას გადაწყვეტდა, აუცილებლად ელოდა გასაჭირი.
ითვლება, რომ სახლში დიდი ობობა იზიდავს კეთილდღეობას და სიმდიდრეს. მაგრამ, თუ ბინაში ობობა არ არის, მაშინ მის მაცხოვრებლებს წარმატება არ ელით. არ არის საჭირო ობობების მოკვლა, თორემ ვერასოდეს გამდიდრდებით.თუ ამ ყველაფერმა ვერ დაგარწმუნათ და სახლიდან ობობების მოშორება გსურთ, გამოსავალი არსებობს. როგორც ყოველთვის, ჩვენ გირჩევთ, ხალხური მეთოდები გამოიყენოთ.
როგორ იქცევით, როდესაც სახლში ობობას ხედავთ? გჯერათ მათთან დაკავშირებული ნიშნების?