გამიტაცა უშაქრო კონსერვაციამ, ვცდილობ ფორმაში ვიყო და თან ეკონომიას ვაკეთებ.

1408

დაიწყო ზამთრის მარაგის მომზადების სეზონი. წელს კონსერვების გაკეთება არ იქნება მარტივი, რადგან შაქრისა და პროდუქტების ფასი ძალიან მომატებულია. როგორ ფიქრობთ, შეიძლება მურაბის მომზადება შაქრის გარეშე? რა თქმა უნდა, შეიძლება. ასევე უშაქროდ შეიძლება მომზადდეს ჯემიც. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ამ საკითხზე ვისაუბრებთ.შაქარი მურაბაში მოქმედებს როგორც კონსერვანტი და ბევრი დიასახლისი დარწმუნებულია, რომ მის გარეშე მურაბა გაფუჭდება. თუმცა, ეს ასე არ არის. მთავარია, შაქრის გარეშე მომზადებული ტკბილეული კარგად გავასტერილოთ.

ჯემი უშაქროდ მზადდება ორი გზით. პირველი მეთოდი იგივეა, რაც შაქრიანის შემთხვევაში – ხილი მოხარშეთ ქვაბში სანამ არ გასქელდება, შემდეგ მოათავსეთ სტერილურ ქილებში და შეინახეთ მაცივარში. ამ ხერხით მომზადებული მურაბა ან ჯემი დიდხანს არ ინახება და მაცივარშიც იწყებს გაფუჭებას.მეორე ხერხი არის ის, რომ ნაყოფი ჩაყაროთ სტერილურ ქილაში და ადუღოთ წყლის აბაზანაზე. მასა თანდათან იხარშება და უმატებენ კენკრას ან ხილს, რომ შეივსოს. ბოლოს ქილებს ხუფავენ, ფუთავენ მეორე დღემდე. ამ მეთოდით შეგიძლიათ გააკეთოთ ნებისმიერი მურაბა, ან ჯემი. ამასთან, ხილის, ან კენკრის გემო უფრო ნარჩუნდება.

ვაშლის ჯემი – ვაშლის მურაბის გასაკეთებლად შეარჩიეთ ტკბილი ჯიშები: “აიდარედი”, “ჩემპიონი”, “ამულეტი” და სხვა.

ინგრედიენტები

  • 1 კგ. ვაშლი
  • 200 მლ. წყალი

მომზადების წესი

  1. გარეცხეთ ვაშლი, გათალეთ, ამოაცალეთ გული. დაჭერით და ჩაყარეთ ქვაბში.
  2. დაუმატეთ 200 მლ. წყალი და დადგით საშუალო ცეცხლზე. ხარშეთ 20 წუთის განმავლობაში. შემდეგ დააბლენდერეთ, ან გახეხეთ.
  3. ხარშეთ ხილფაფა ქვაბში შესქელებამდე 35 წუთის განმავლობაში.
  4. ცხელი მასა გადაიტანეთ სტერილურ ქილებში და კვლავ გაასტერილეთ 15 წუთის განმავლობაში. ბოლოს მოხუფეთ.
  5. გადააბრუნეთ ქილები და შეფუთეთ. დატოვეთ 24 საათის განმავლობაში. შეინახეთ ბნელ, გრილ ადგილას.

მარწყვის მურაბა – ყველაზე გემრიელი მურაბა მარწყვისგან მზადდება. შეგიძლიათ გააკეტოთ მისგან ჯემიც. ამ მეთოდით ის უნდა იყოს პასტერიზებული 25-30 წუთის განმავლობაში – ქილის ზომის მიხედვით.

ინგრედიენტები

  • 2 კგ მარწყვი

მომზადების წესი

  1. გარეცხეთ მარწყვი და გააშრეთ. შემდეგ ჩაყარეთ ემალის ჯამში, რბილი, დაჭყლეტილი მარწყვები გახეხეთ წვრილ სახეხზე პატარა ქვაბში წამოადუღეთ, გადაანაწილეთ ქილებში.
  2. მთლიანი და მკვრივი მარწყვები მიიყვანეთ ადუღებამდე და გამორთეთ.
  3. შეავსეთ ქილები მარწყვის მურაბით ჯემიანი ქილები და დაახურეთ თავსახური.
  4. გაასტერილეთ ქილები 15 წუთის განმავლობაში, შემდეგ დახუფეთ, გადააბრუნეთ და შეფუთეთ.

ალუბლის მურაბა – ბავშვობაში, როდესაც ბებიასთან ვიყავით სოფელში, მოკრეფილ ალუბალს ვარჩევდით, რბილებს და დაზიანებულებს ცალკე ჯამში ვყრიდით. ბებია რეცხავდა ამ ნაწილს, ასუფთავებდა, აცლიდა კურკებს და ისე ხარშავდა მურაბას, რომელსაც უფრო გამოხატული გემო ჰქონდა და უფრო ტკბილიც იყო.

ინგრედიენტები

  • 1 კგ. ალუბალი
  • 200 მლ. წყალი

მომზადების წესი

  1. გამოაცალეთ ალუბალს კურკები და ჩააწყვეთ სტერილურ ქილებში.
  2. ჩადგით ქილები წყლიან ქვაბში, რომელშიც ძირზე პირსახოცი გექნებათ ჩაფენილი. ხარშეთ ამ მდგომარეობაში და თან სისტემატიურად უმატეთ ალუბალი, რომ ქილა სავსე იყოს.
  3. როდესაც შევსებას დაასრულებთ, დააფარეთ ქილას თავსახური და ხარშეთ კიდევ 30 წუთი. შემდეგ დახუფეთ, გადააბრუნეთ ქილები თავდაყირა.

რჩევა რედაქციისგან: ასევე, უშაქროდ შეგიძლიათ მოამზადოთ კომპოტები. კენკრას, ან ხილს დაასხით ლიმონის წვენი, ან რამე მჟავე კენკრის წვენი, ჩადგით ცივ წყლიან ქვაბში და მიიყვანეთ 80 გრადუსამდე. ნახევარლიტრიან ქილებს 8 წუთი სჭირდება დუღილი, ლიტრიანებს 15, ხოლო თუ პირდაპირ ადუღებთ ქვაბში, ქილის გარეშე – 4-5 წუთი. ბოლოს დახუფეთ, გადააბრუნეთ ქილები და შეფუთეთ.

თქვენ გიცდიათ მურაბის ან ჯემის გაკეთება შაქრის გარეშე?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს