კანადურ სტილში დამარინადებული კიტრის უპირატესობა ის არის, რომ გადამწიფებულიც ვარგისია მოსახუფად.

1819

დადგა ზაფხული – ცოცხალი მწვანილისა და ბოსტნეულის სეზონი. დღეს პაპარაცის ამ სტატიაში ვსწავლობთ კიტრის ხრაშუნა მარინადის მომზადებას. ამ რეცეპტს არ სჭირდება ბევრი ინგრედიენტი და სანელებელი. ის საშუალებას მოგცემთ შეინახოთ კიტრი გემრიელად ზამთრისთვის.

ხრაშუნა კიტრი ქილაში

ინგრედიენტები

  • 3 ცალი ბულგარული წიწაკა
  • 1 სტაფილო
  • კიტრი
  • ნიორი
  • კამა
  • ოხრახუში

ინგრედიენტები მარინადისთვის

  • 4 ჭიქა წყალი
  • 1.5 ჭიქა შაქარი
  • 2 ს/კ ძმარი
  • 300 გრ. მარილი

მომზადების წესი

  1.  ეს რეცეპტი განკუთვნილია სამლიტრიანი ქილისთვის, მაგრამ ინგრედიენტების რაოდენობა შეგიძლიათ მოირგოთ როგორც გსურთ.
  2. კარგად გარეცხეთ ყველა ბოსტნეული. გაფცქვენით სტაფილო და კიტრი, ბულგარული დაჭერით ზოლებად, მოაცილეთ თესლი. შემდეგ სტაფილოც დაჭერით ზოლებად, კიტრი – სიგრძეზე, ოთხად.
  3.  დადგით მარილწყალი გაზზე. აადუღეთ წყალი, დაუმატეთ ძმარი და სანელებლები. გაასტერილეთ ქილები და კარგად გააშრეთ. შემდეგ ჩააწყვეთ მწვანილი, ნიორი და დანარჩენი ბოსტნეული.
  4. შევსებულ ქილებს დაუმატეთ შავი პილპილის მარცვლები, დაფნის ფოთოლი. გადაანაწილეთ ეს ყველაფერი თანაბრად თითოეულ ქილაში.
  5. ჩაასხით თითოეულ ქილაში მარილწყალი 12 წუთის განმავლობაში და დააფარეთ ხუფები. შემდეგ გადაწურეთ სითხე ქვაბში და კიდევ აადუღეთ. ამ წყლით ისევ შეავსეთ ქილები და მაშინვე მოხუფეთ.

ხრაშუნა კიტრი ქილაში კამით და წიწაკით –დახუფვისთანავე გადააბრუნეთ ქილები და დატოვეთ იზოლირებულ ადგილას ერთი თვის განმავლობაში. შემდეგ უკვე შეგიძლიათ მიირთვათ ნებისმიერ კერძთან ერთად. განსაკუთრებით უხდება ხორცს, შემწვარ კარტოფილს.აუცილებლად გასინჯეთ ეს რეცეპტი და შეიგრძენით კანადური კიტრის გემო. წარმოიდგინეთ, რა კარგი იქნება ის ზამთარში. აღარაფერს ვამბობთ ბულგარული წიწაკის, ან სტაფილოს ნაჭრებზე. ნამდვილი ვიტამინის კოქტეილი ცივ სეზონზე! გააკეთეთ თქვენც და გაგვიზიარეთ შედეგები კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს