გოგონამ 13 წლის იუბილეზე თმა შეიღება. მამას არ მოეწონა და მაკრატელს ხელი დასტაცა

436

როგორ ფიქრობთ, აქვთ თუ არა მშობლებს უფლება შვილებს საკუთარი სილამაზის იდეალები თავს მოახვიონ? მით უმეტეს, დაუმორჩილებლობის გამო დასაჯონ? ოჰაიოში, 13 წლის გოგონას თავს გადამხდარი შემთხვევა ყველა დაშვებულ ჩარჩოს სცდება…

კრისტინ ჯონსონი ქმარს გაშორდა და კელსის მარტო ზრდის. დედამ ქალიშვილს დაბადების დღისთვის სიურპრიზი მოუწყო. ისინი სილამაზის სალონში წავიდნენ, სადაც გოგონას თმა შეუღებეს.

კელსი ჯონსონი მამის ნახვამდე ბედნიერებისგან მეცხრე ცაზე იყო. გოგონა დედასთან ერთად ცხოვრობს, მაგრამ ზოგჯერ მამასთან სტუმრად მიდის. სახლის კარის შეღებისთანავე, ბოლო ვიზიტის გამო ინანა.

მამაკაცმა, რომელიც ახლა სხვა ქალთან ერთად ცხოვრობს, სტილისტის ძალისხმევა არ დააფასა. მან მაკრატელს ხელი დასტაცა და გოგონას ლამაზი თმა შეჭრა, მხოლოდ მოკლე თმა დაუტოვა. ასე მამამ ძალიან თამამი სტილის გამო კელსისთვის ჭკუის სწავლება გადაწყვიტა.

13 წლის გოგო სახლიდან ატირებული გაიქცა. მშობლის საქციელმა მის მყიფე ფსიქიკაზე ძლიერი გავლენა მოახდინა. ახლა ის მამას ვეღარასდროს ენდობა.

შეშფოთებულმა დედამ პოლიცია გამოიძახა და პრევენციული ზომის მიღება მოახერხა. დაუდევარი მამა და დედინაცვალი სამსახურიდან გაათავისუფლეს, ხოლო სამართალდამცველები ბავშვის შეურაცხყოფის გამო ბრალდებას ამზადებენ.

გულისხმიერი მოქალაქეების წყალობით გოგონას პარიკი გაუკეთეს. ახლა კელსი  იძულებულია, რომ თმის გაზრდამდე ხელოვნური პარიკი ატაროს. უდაოდ, სწორედ ასეთი საქციელის გამო მამაკაცი წინა ცოლთან განქორწინებაში იმყოფება…

ვიმედოვნებთ, რომ მომავალში კელსის მსგავსი პრობლემები გვერდს აუვლის და ეს მოვლენა მის მომავალ ცხოვრებაზე გავლენას არ იქონიებს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს